მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
Atman |
Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Giorgi Kadagishvili |
Apr 7 2015, 02:18 PM
პოსტი
#2
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
sanfol
ციტატა აუ ეგ მეც მაინტერესებს გიორგი განგვიმარტე რა, იაჰვე მე რა ბიბლიასაც ვკითხულობ იქ არ წერია და რა ხდება? რა ხდება და არც იაჰვე და არც იეჰოვა არ წერია არსად არც ძველი აღთქმის წიგნებში თორასა და თანახში და არც ახალი აღთქმის ბერძნულენოვან წიგნებში, ძველი აღთქმის წიგნებში წერია ოთხი ივრითული თანხმოვანი "იჰვჰ: იოდ ჰეი ვავ ჰეი და ეს ოთხი თანხმოვანი როგორ ხმოვანდებოდა არავინ არ იცის, სამაგიეროდ ბევრს აქვს სურვილი, რომ იაჰვედ ან იეჰოვად ხმოვანდებოდეს, ეს სურვილები შვა უვიცობამ და ამპარტავნობამ. მე-10 საუკუნის პირველ ნახევარში მასორიტმა ებრაელებმა გაახმოვანეს თორა და თანახი წერტილ მძიმეთი და მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ იცოდნენ ზუსტი გახმოვანება ტეტრაგრამისა იჰვჰ ადონაიდან თვითნებურად ამოგლიჯეს ხმოვნები და ასევე თვითნებურად ჩააკვეხეს ტეტრაგრამაში, მაგრამ ნამუსი ეყოთ, რომ აღნიშვნა გაეკეთებინათ ამის შესახებ და განეცხადებინათ, რომ გახმოვანების მათეული ვარიანტი სავარაუდოა და არა უცილობელი ჭეშმარიტება, სამაგიეროდ ეს ნამუსი არ ეყოთ ტეიზ რასელის მწვალებლობის ადეპტებს და თვალებს ამოგაწიწკნიან გინდა თუ არა იეჰოვა ჩაწერა მოსემ ოღონდ ხმოვნები დაავიწყდა და ჩვენ აღვადგინეთო, რაც შეეხება ქართულ სინოდალურ თარგმანებს ტეტრაგრამა იჰვჰ ჩანაცვლებულია წოდება უფლით, ისევე როგორც სეპტუაგენტაში, ხოლო ახალი აღთქმის წიგნებში კი ისედაც არ ეწერა ტეტრაგრამა სანამ სასწაულებრივად არ გააჩინეს ტეიზ რასელის ზემოთხსენებულმა ადეპტებმა და თან მოფურტკნული დაზგასავით უგზო უკვლოდ უბრახუნეს სადაც მოუნდათ და ვისაც არ დაეზარა. აი ეს არის სიმართლე. -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი