იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ |
ioanezosime |
Sep 12 2010, 05:38 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 7-September 10 წევრი № 9,426 |
იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება ქართულ ენასა და მეორედ მოსვლის შესახებ სრულდება.
დაბეჯითებით გირჩევთ ნახოთ საიტი http://zazatsikoridze.wordpress.com/ ამავე საიტზე არის ასევე მასალები ქართველთა წარმოშობასა და ქართულ გვარებზე. მოსაზრებები ამ თემაზე გთხოვთ ამ თემაში დადოთ. |
marine |
Apr 15 2015, 02:47 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ა- ი სამშობლო, აი ენა ჩემი ქართული,
ბ- ნელეთს რამდენჯერ გამოხსნილი უფლის მარჯვენით, გ- ულის ფიცარზე დაწერილი ჯვარგამართული, დ- ღემდე ურყევად მოტანილი ქვეყნის გამჩენით. ე- წერათ სულზე და იქ, სადაც ვერავინ შლიდა, ვ- ისთვისაც ენა უფალივით ერთ-არსი იყო, ზ- ვირთად შეკრული საუნჯეა უხსოვარ დღიდან, თ- აობებს, ჩვენი არსობისთვის წყალობა გვიყო. ი- კვირტებოდა,მატეანეს ჩუქურთმად კრავდა, კ- ედლებს ტაძრისას გვიხატავდა, გვიზრდიდა რწმენას, ლ- ითონჩამოქნილს შემოქმედად თვით ღმერთი ჰყავდა, მ- ირონდადენილ საჩუქურთმე ღმერთების ენას. ნ- უგეშად ქმნილი, წმიდანებმა დაატკბეს მადლით, ო- ი, უფალო,შენ ქართველი ხომ არ ხარ ნეტავ??? პ- ურის და ღვინის საბარძიმე სიწმიდეს გადრით, ჟ- ღურტულის ენავ,შენს ქებას და დიდებას ვბედავ. რ- ამდენჯერ ცადეს,ვერ შეგცვალეს,ვერ ჩაკლეს შენში, ს- ული და ფეთქვა გიმძლავრებდა მადლიან ლოცვებს, ტ- კივილითა და სისხლით გწერდნენ ქვასა თუ ხეში, უ- ღმერთოდ მყოფნი, ასო-ასო გაჭრიდნენ ხორცებს. ფ- არნავაზ მეფის ხილვა თუ ხარ თავად უფლისგან, ქ- ართულო ჩემო,საოცნებო გაქვს სიტყვის წყობა, ღ- მერთმა რამდენჯერ გამოგიხსნა მძიმე უღლისგან, ყ- მუოდა მტერი, შენ შესძელი სიკეთით გმობა. შ- ენშია ჩემო, საიდულმო, აწ დამარხული, ჩ- ვეული თმენით დაელოდე მეორედ მოსვლას, ც- ისა და მიწის სიწმინდე ხარ,თვალდანახული, ძ- ვალსა და რბილში რომ დაუვლი სათქმელად მგოსანს. წ- მიდაო ენავ, გალობის და ლოცვის სადარო, ჭ- ირის დღეებში უფრო მეტად გიჭრიდა თვალი, ხ- ვალის იმედად,მამულისთვის ნაჭედო ფარო, ჯ- ვარი გეწეროს საუკუნოდ გეწეროს ჯვარი. ჰ- ერიო ენავ, შენ სამყაროს შეაზანზარებ, უფლის- მოსვლისას წამოდექი ფეხზე ლაზარე. ნანა მეფარიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი