პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი, “სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია” |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი, “სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია” |
marine |
Nov 19 2013, 01:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„პატრიოტიზმი (ბერძნ. πατρίς, სამშობლო) — დადებითი განწყობა საკუთარი სამშობლოს მიმართ, სამშობლოს სიყვარული.“
ჩემი სამშობლო გაგიჟებით მიყვარს... ეს მძაფრი განცდა ყველაზე მეტად მაშინ დამუფლებია, როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოვსულვარ და პირველ რიგში ქართული ჰაერი ჩამისუნთქავს... უსიტყვოდ, დაუფიქრებლად დავთმობდი მისთვის სიცოცხლეს... ყველა დაკარგული კუთხე-კუნჭული ისე ძალიან, ისე ძალიან მტკივა, რომ მათზე უბრალო სტატიის წაკითხვაც კი მეძნელება... ჩემი აზრით, პატრიოტიზმის განცდა ადამიანთან ერთად იბადება და გარდაცვალების მერე იმ სამყაროშიც მიყვება... თავად ქრისტესაც უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო და ამით მაგალითი მოგვცა... რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი და როგორ ფიქრობთ, რა დოზით გაქვთ? ვისაუბროთ ამ თემაზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 19 2015, 04:29 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ შეგვწევს ძალა, მტერი მოვიგერიოთ.
არც ეკონომიკურად ვართ მზად, არც იარაღით და არც რიცხობრივად. გარშემო კი ამხელა ტიტანებია - თურქეთი, რუსეთი და სხვა სახელმწიფოები. გეოპოლიტიკურად ისეთი მდებარეობა გვაქვს, ქრისტე რომ არ გვიცავდეს, ამდენ ხანს გადაგვყლაპავდნენ, იმდენად დაუცველები ვართ. რაშია ჩვენი გადარჩენის საიდუმლო? ვის შევეკრათ - ნატოს? ცხადია, ეს არავითარ ხეირს არ დაგვაყრის. ვერც რუსეთს შევეკვრებით, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ხომ დავრწმუნდით, რომ არც ესაა გადარჩენა. ევროინტეგრაციისაკენ ჩვენი სწრაფვა კარგს არაფერს გვიქადის, თანაც ისეთი მიმბაძველები ვართ, მიწიერი სამოთხის იმიტაციას თუ შეგვიქმნიან, მაშინვე დავივიწყებთ ტრადიციებს და ჩვენგან აღარც ქართველი დარჩება და აღარც ევროპელი. მაშ, რა გადაგვარჩენს? - ჩვენი ძალა და გადარჩენა მხოლოდ ჯვარია. თუ ცხოველსმყოფელი ჯვრის ძალას ვიწამებთ, და ქრისტესმიერი, ჯვარცმული სიყვარულით შევიყვარებთ ერთმანეთს, ეს გახდება ჩვენი გადარჩენის წინაპირობა, ამაშია ყველაზე დიდი ძალა. ეს სიყვარული არ უნდა გვესმოდეს, როგორც დიადი გრძნობა და ემოციის გამოხატვა, თუნდაც პოზიტიურისა, ეს სიყვარული საკუთარ თავზე გამარჯვებით და ქრისტეს აბსოლუტური შემეცნებით მოდის. მტერი ადამიანის ტვინმა, ჩვენმა წარმოდგენებმა შექმნეს, მთავარია, ჩვენი გრძნობების მტრობა შევძლოთ" /მამა გურამ ოთხოზორია "კარიბჭე" N8, 2015, გვ. 38/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი