ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული და უცხოური ღვინის ნაწარმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული და უცხოური ღვინის ნაწარმი |
sable |
Oct 9 2009, 01:53 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ეს თემა ეხება ღვინის კულტურასა და მის ისტორიას!
თუ საიდან წარმოიშვა! როდის წარმოიშვა! როგორი გავრცელება ჰპოვა! რა ადგილი უკავია სხვადასხვა კულტურაში! ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოში! ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოს გარეთ! აბა იქტიურეთ იმათმა ვისაც ღვინო მოსწონს, ღვინის დალევა არ არის მარტო საქმე ღვინო უნდა იცოდე კიდეც, ყველა ასპექტში მითუმეტეს ქართველმა კაცმა! აბა კიდევ ერთხელ, ველი ცოდნის გაზიარებას მე ნალ-ნელა დავდებ მასალებს იმ თემების შესახებ რაც ზემოთ დავწერე. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
marine |
Apr 21 2015, 07:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც.
მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, _ გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი. როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, _ ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს. რაკი ღვინისა და, საერთოდ, პურობის საკითხს შევეხეთ, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც დებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვა საუფლო საქმედ მიიჩნეოდა. ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, _ უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე ზოგი ჯიში მთლიანად განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა. მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება და ამაში გულანთებული უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული." /პატრიარქის 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი