IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ზეციური იერარქია
mr_morrison
პოსტი Feb 10 2007, 02:13 PM
პოსტი #1

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164

ალბათ იცით ყველამ უსხეულოთა იერარქია. მე მაინტერესებს ერთი რამ მთავარანგელოზნი უქვემოესთა რიგებშია და როგორ მიეკუთვნება ზოგი მთავარანგელოზი ქერუბიმებს, შეგიძლიათ ამიხსნათ?

--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
დათიკო
პოსტი Feb 14 2007, 12:46 AM
პოსტი #2

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

mr_morrison
ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე რთულიც.
უპირველეს ყოვლისა გთხოვ გაეცნო ამ შრომებს
http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/17.htm
http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba...azanski/7.htm#4
ანგელოზთა იერარქიაზეც მანდვე წერია.

ანგელოზთა რიცხვი. ანგელოზთა ხარისხები

წმიდა წერილის მიხედვით უზარმაზარია ანგელოზთა სამყარო. როდესაც დანიელ წინასწარმეტყველმა სიზმარში „ძუელთა დღეთა“ იხილა, მას თვალწინ გადაეშალა „ათასნი ათათასნი“, რომელიც „ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს“ (დან. 7,9-10). ძე ღვთისას ამა სოფლად მოვლინებას ადიდებდა ანგელოზთა „სიმრავლე ერთა ცისათა“ (ლკ. 2,13).

„წარმოიდგინე, - ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, - რაოდენ მრავალრიცხოვანნი არიან რომაელნი და ამჟამად მცხოვრები სხვა ტლანქი ხალხები. იფიქრე - ასი ან ათასწლეულის განმავლობაში რამდენი ადამიანი აღესრულა. წარმოიდგინე - ადამიდან მოყოლებული დღევანდლამდე რამდენი დასამარდა - უზარმაზარია მათი რიცხვი. მაგრამ ანგელოზთა რაოდენობა მასთან შედარებით გაცილებით დიდია. კაცთა მოდგმა მხოლოდ ერთი ცხოვარია, როცა ანგელოზნი ოთხმოცდაცხრამეტნი არიან. დიდ სივრცეს მრავალრიცხოვანი მკვიდრნიც უნდა ჰყავდეს. ჩვენს მიერ დასახლებული დედამიწა ცის შუაგულში არსებულ რაღაც წერტილს მოგვაგონებს. რამდენადაც გარემომცველი ცა აღემატება სივრცობრივად დედამიწას, იმდენადვე მეტია ზეციურ მკვიდრთა რიცხვიც. ცანი ცათანი ანგელოზთა წარმოუდგენელ რაოდენობას იტევს. თუ დაწერილია, რომ „ათასნი ათათასნი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა“ (დან. 7,10) - ეს მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარმეტყველმა ვეღარ შეძლო უფრო აღმატებული რიცხვის დასახელება“ 14.

ანგელოზთა ამგვარი მრავალრიცხოვნება ბუნებრივად გვაფიქრებინებს, რომ ნივთიერი სამყაროს მსგავსად ზეციურ ძალთა სამყაროშიც არსებობს სრულყოფის განსხვავებული ხარისხები, სხვადასხვა საფეხურები თუ იერარქიული წყობა. მაგალითად, საღვთო წერილი ზოგ მათგანს „ანგელოზს“ უწოდებს, სხვას - „მთავარანგელოზს“ (I თეს. 4,15; იუდა 4,9).

მართლმადიდებელი ეკლესია სახელმძღვანელოდ მიმართავს ძველი ეკლესიის მწერალთა და მამათა მოსაზრებებს, განსაკუთრებით წმ. დიონისე არეოპაგელის ავტორობით შექმნილ თხზულებას „ზეციური იერარქიის შესახებ“ და მათზე დაყრდნობით ანგელოზთა სამყაროს ცხრა ხარისხად ან დასად ყოფს; მათ თავის მხრივ სამ იერარქიულ ტრიადად (მწყობრად) ანაწილებს, რომელთაგან თითოეული სამი დასისგან შედგება. პირველ იერარქიულ ტრიადაში ღმერთთან ყველაზე დაახლოებულნი: საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი ერთიანდებიან. მეორე, შუა ტრიადაში - უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომ მესამე ტრიადაში კი მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი15. ანგელოზთა ცხრა დასად გადანაწილებას ვხვდებით „მოციქულთა კანონებში“, იგივეს იმეორებენ „მოციქულთა განწესებანი“, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, წმ. იოანე ოქროპირი, მოგვიანებით - წმ. გრიგოლ დიოლოღოსი, ღირსი იოანე დამასკელი და სხვანი. აი, წმ. გრიგოლ დიოლოღოსის სიტყვები: „საღვთო წერილის მიხედვით ვიცით, რომ არსებობენ ანგელოზები, მთავარანგელოზები, ძალნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი. ამიტომ ვაღიარებთ ანგელოზთა ცხრა დასს. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა არსებობა წმიდა წერილის თითქმის ყველა გვერდზე დასტურდება. როგორც ცნობილია, წინასწარმეტყველთა წიგნებში ხშირად ახსენებენ ქერუბიმებსა და სერაბიმებს. კიდევ ოთხი დასის სახელი მოჰყავს პავლე მოციქულს ეპისტოლეებში ეფესელთა და კორინთელთა მიმართ: „უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა...“ (ეფ. 1,21) და „...ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი“ (კოლ. 1,16). როდესაც ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ნახსენებ ოთხ დასს: მთავრობებს, უფლებებს, ძალებსა და ხელმწიფებებს - დაემატება საყდარნი, მივიღებთ ცალკე ხუთ დასს. ხოლო ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ქერუბიმთა და სერაბიმებთან ერთად ცხრა დასი გამოვა“16.

და მართლაც, წმიდა წერილის წიგნებში გვხვდება ზემოჩამოთვლილი დასები, ოღონდ ცხრაზე მეტი არ მოიხსენიება. აი, ადგილები სადაც ნახსენები არიან ქერუბიმნი: შესაქმე - 3, ფსალმუნნი - 70 და 98, იეზეკიელი - 1 და 10; სერაბიმები: ესაია - 6; ძალნი: ეპისტოლე ეფესელთა მიმართ - 1 და რომაელთა მიმართ - 8; საყდარნი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, უფლებანი: კოლასელთა - 1, ეფესელთა 1 და 3; მთავარანგელოზები: 1 თესალონიკელთა - 4 და იუდა - 9 მუხლი; ანგელოზები: 1 პეტრე - 3 და რომაელთა მიმართ - 8 და სხვა. მაშასადამე, ეკლესიის სწავლებით ანგელოზთა დასების რაოდენობა ჩვეულებრივ ცხრა რიცხვით შემოისაზღვრება.

ეკლესიის ზოგიერთი მამა გამოთქვამს პირად, კეთილწესიერ თვალსაზრისს, რომ ანგელოზთა ცხრა დასი მხოლოდ საღვთო წერილში გამოცხადებულ სახელებსა და დასებს მოიცავს, მაგრამ მათ გარდა არსებობს ანგელოზთა ბევრი ისეთი დასი და სახელიც, რომელიც სააქაოდ არ გვეუწყა და უკვე საიქიოდ გახდება გასაგები. ამ მოსაზრებას ავითარებენ წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოდორიტე, თეოფილაქტე ბულგარელი. ოქროპირი ამბობს: „არის, ჭეშმარიტად არის სხვა ძალები, რომელთა სახელებიც კი არ ვიცით... ზეცად მკვიდრობენ არა მარტო ანგელოზები, მთავარანგელოზები, საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, არამედ იქვეა ურიცხვი განსხვავებული გვარი და წარმოუდგენლად უამრავი კლასი, რომელთა აღწერა სიტყვით საერთოდ შეუძლებელია. საიდან ჩანს, რომ ზემოთ ნახსენებზე მეტი ძალნი არსებობენ და რომ ზოგი მათგანის სახელიც კი არ ვიცით? პავლე მოციქული საუბარობს ერთ თემაზე - ამოწმებს ქრისტეს შესახებ და იქვე ახსენებს მეორე საკითხსაც: „... და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა, უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა, და ყოვლისა სახელისა, რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა ამას“ (ეფ. 1,20-21). ხედავთ, რომ არსებობს რაღაც სახელები, რომლებიც ახლა არ ვიცით, მაგრამ შემდგომში გავიგებთ? ამიტომაც თქვა: „ყოვლისა სახელისა რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა ამას“ - ეს გამონათქვამი ეკლესიის მიერ პირად მსჯელობად განიხილება.

საერთოდ, ძველნი მწყემსნი მიიჩნევდნენ, რომ ზეციური იერარქიის შესახებ სწავლება საიდუმლოა. წმ. დიონისე ნაშრომში „ზეციური იერარქიის შესახებ“ ასე მსჯელობს: „ზეციურ არსებათა რამდენი დასი არსებობს, როგორია ისინი და რარიგად აღესრულება იერარქიის საიდუმლო, ეს ზუსტად მხოლოდ ღმერთმა უწყის - იგია მიზეზი ამ იერარქიისა. საკუთარი მადლმოსილება და ნათელი ზეციურმა არსებებმაც იციან, მათვე უწყიან, თუ ვინ არიან წმიდა და არაამქვეყნიურ დასთა მთავარნი. ჩვენთვის მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რა ცოდნაც ღმერთის წყალობით გამოგვიცხადეს ანგელოზებმა თავისთავზე“17. ამგვარადვე მსჯელობს ნეტარი ავგუსტინეც: „შეუორგულებლად მწამს, რომ ზეციურ სავანეებში არსებობენ საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი და უფლებანი. რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან - ესეც უეჭველად მიმაჩნია. მაგრამ როგორნი არიან და ზუსტად რითი განირჩევიან - ეს არ ვიცი“.

წმიდა წერილში ზოგ უმაღლეს ანგელოზს საკუთარი სახელი აქვს მინიჭებული. კანონიკურ წიგნებში ორი ასეთი სახელი გვხვდება: „მიქაელი“ (ღვთისებრი, დან. 10,13; 12,1; იუდ. 9; გამოცხ. 12,7-8) და „გაბრიელი“ (კაცი ღვთისა, დან. 8,16; 9,21; ლკ. 1,19,26). არაკანონიკურ წიგნებში ანგელოზთა სამი სახელია ნახსენები: „რაფაელი“ (ღვთის შემწეობა, ტობ. 3,16; 12,12-15), „ურიელი“ (ცეცხლი ღვთისა - 3 ეზრ. 4,1; 5,20) და „სალაფიელი“ (ღვთისადმი ლოცვა - 3 ეზრ. 5,16). გარდა ამისა, კეთილწესიერი გადმოცემით ვიცით კიდევ ორი ანგელოზის სახელი: „იეგუდიელი“ (დიდება ღვთისა) და „ვარახიელი“ (კურთხევა ღვთისა). ისინი წმიდა წერილში არ გვხვდება (მხოლოდ ეზრას მე-2 წიგნში 4,36 იხსენიება „იერემიელი“ - საღვთო სიმაღლე). ამრიგად, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისად გამოცხადებულია შვიდი უმაღლესი ანგელოზის სახელი. „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან“ (გამოცხ. 1,4).

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zukazuka314
პოსტი May 13 2015, 09:27 PM
პოსტი #3

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036

ციტატა(დათიკო @ Feb 14 2007, 12:46 AM) *

Tuki aris cxra dasi tormeti rogor aris?/tanac cxra dadasturebulia...

ციტატა
ციტატა
განკაცებამდე ეს რეალობა იყო, რადგან ადმაიანური ბუნება ხრწნას და მოკვდავობას იყო დამორჩილებული და კანონზომიერად ხრწნადი უხრწნელებას ვერ იმკვიდრებდა.

ახლაც ადამიანური ბუნება ხრწნადი და მოკვდავი არაა? კანონზომიერად ხრწნადი უხრწნელებას ვერ იმკვიდრებდა.
და აქ რას გულისხმობ?

ციტატა
ციტატა
განკაცებამდე ეს რეალობა იყო, რადგან ადმაიანური ბუნება ხრწნას და მოკვდავობას იყო დამორჩილებული და კანონზომიერად ხრწნადი უხრწნელებას ვერ იმკვიდრებდა.

ახლაც ადამიანური ბუნება ხრწნადი და მოკვდავი არაა? კანონზომიერად ხრწნადი უხრწნელებას ვერ იმკვიდრებდა.
და აქ რას გულისხმობ?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mr_morrison   ზეციური იერარქია   Feb 10 2007, 02:13 PM
mr_morrison   გამომეხმაურეეეეე...   Feb 14 2007, 12:16 AM
დათიკო   mr_morrison ყველაზე საინტ...   Feb 14 2007, 12:46 AM
Zukazuka314   mr_morrison ყველაზე საინტ...   May 13 2015, 09:27 PM
mr_morrison   დათიკო მადლობ ამ ი...   Feb 17 2007, 02:11 PM
Funkenstein   მე ესეთი ვერსია მი...   May 5 2009, 05:49 PM
death   მე ესეთი ვერსია მი...   May 5 2009, 10:51 PM
agmsarebeli   წმინდა დიონისეს სწ...   May 5 2009, 11:02 PM
marine   "ბუნებრივ სტიქიე...   Feb 10 2014, 02:47 PM
G_saxva   marine ეს მარინე სად წა...   Feb 10 2014, 03:53 PM
A.V.M   G_saxva ეს მეც მაინტერ...   Feb 11 2014, 01:24 AM
†სერგი†   დამასკელთანაა მგო...   Feb 11 2014, 01:31 AM
A.V.M   †სერგი† ნახე აბა ...   Feb 11 2014, 01:35 AM
G_saxva   †სერგი† გვინახე აბ...   Feb 11 2014, 09:49 AM
Giorgi Kadagishvili   mr_morrison უსხეულოში რას...   Feb 11 2014, 08:30 PM
A.V.M   †სერგი† დადე რა , თო...   Feb 12 2014, 01:17 AM
marine   "ლოცვა-კურთხევის ...   Nov 25 2014, 05:13 PM
sanfol   სიკვდილის ხელმწიფ...   Nov 25 2014, 06:58 PM
marine   სიკვდილის ხელმწიფ...   Nov 25 2014, 07:07 PM
sanfol   marine [quote]სახარება წაი...   Nov 25 2014, 07:44 PM
marine   marine პავლე მოციქული...   Nov 25 2014, 07:53 PM
sanfol   ებრაელთა მიმართ   Nov 25 2014, 08:33 PM
marine   ებრაელთა მიმართ წ...   Nov 25 2014, 08:43 PM
sanfol   marine :D მოძღვარმა მითხ...   Nov 25 2014, 08:52 PM
marine   marine :D მოძღვარმა მით...   Nov 25 2014, 08:54 PM
sanfol   მაგას რა მნიშვნელ...   Nov 25 2014, 08:57 PM
marine   მაგას რა მნიშვნელ...   Nov 25 2014, 08:58 PM
sanfol   marine მოძღვრის სახელი...   Nov 25 2014, 09:08 PM
marine   marine მოძღვრის სახელ...   Nov 25 2014, 09:14 PM
sanfol   marine ხუმრობ ალბათ ხო?...   Nov 26 2014, 12:51 AM
G_saxva   რა დღეში ხართ ახალ...   Nov 26 2014, 09:17 AM
sanfol   G_saxva რა არის გასაგებ...   Nov 26 2014, 12:57 PM
G_saxva   sanfol რას ნიშნავს გაყ...   Nov 26 2014, 01:26 PM
marine   sanfol რას ნიშნავს გაყ...   Nov 26 2014, 05:41 PM
sanfol   G_saxva marine არ მიყვარს რო...   Nov 26 2014, 06:09 PM
G_saxva   sanfol შენი საქმის შენ ...   Nov 27 2014, 09:10 AM
sanfol   G_saxva უხერხული სიტვა...   Nov 27 2014, 01:09 PM
marine   G_saxva უხერხული სიტვა...   Nov 27 2014, 05:29 PM
G_saxva   sanfol მე არავისთვის შ...   Nov 27 2014, 01:21 PM
sanfol   G_saxva ეჭვები მგონი აღ...   Nov 27 2014, 01:45 PM
sanfol   ახლა კი დავუბრუნდე...   Nov 27 2014, 02:46 PM
afxazi   sanfol ეშმაკს არ აქვს ...   Nov 27 2014, 06:27 PM
marine   afxazi იხარე, დათუნა :მ...   Nov 27 2014, 06:46 PM
afxazi   marine ხოო, ბოლოს სამი ...   Nov 27 2014, 07:15 PM
marine   marine ხოო, ბოლოს სამი ...   Nov 27 2014, 07:21 PM
sanfol   marine :blink: სახელისა და ...   Nov 28 2014, 02:18 PM
marine   marine ქრისტემდე ყველ...   Nov 28 2014, 02:59 PM
afxazi   sanfol განკაცებამდე ე...   Nov 28 2014, 02:50 PM
Zukazuka314   sanfol განკაცებამდე ე...   Mar 11 2015, 10:20 PM
sanfol   afxazi marine გასაგებია მა...   Nov 28 2014, 04:18 PM
marine   "ხილული სამყაროს ...   Dec 23 2014, 07:48 PM
marine   "წმინდა ისააკ ასუ...   Feb 3 2015, 06:59 PM
A.V.M   Zukazuka314 კითხვა რაში მდ...   Mar 14 2015, 01:31 AM
sanfol   http://astrologia.ge/wp-content/uploads/2013/03/%E...   Mar 14 2015, 01:48 AM
A.V.M   ასტრონომიასა და ა...   Mar 14 2015, 01:59 AM
sanfol   A.V.M ეს მხოლოდ ასტრო...   Mar 14 2015, 02:06 AM
A.V.M   ასტრონომიას+იკონო...   Mar 14 2015, 02:18 AM
sanfol   A.V.M კაი შენ ის მითხა...   Mar 14 2015, 02:26 AM
A.V.M   sanfol ახლა არ წაიკითხ...   Mar 14 2015, 02:28 AM
sanfol   A.V.M არ ვიცი რაზე ამბ...   Mar 14 2015, 02:33 AM
A.V.M   რაც შეეხება დამას...   Mar 14 2015, 02:40 AM
sanfol   A.V.M მოგვები ასტრონო...   Mar 14 2015, 09:44 AM
A.V.M   ასტრონომებიც იყვნ...   Mar 15 2015, 01:49 AM
sanfol   A.V.M თუ ც მაშინ რატომ ...   Mar 15 2015, 02:40 PM
G_saxva   sanfol ამის წაკითხვის ...   Mar 16 2015, 09:50 AM
sanfol   sanfol ამის წაკითხვის ...   Mar 16 2015, 01:52 PM
A.V.M   sanfol არ კითხულობ თუ ა...   Mar 18 2015, 04:20 AM
sanfol   A.V.M ა ახლა მივხვდი მ...   Mar 18 2015, 10:46 PM
A.V.M   RE: ზეციური იერარქია   Mar 19 2015, 03:07 AM
Zukazuka314   კი ბატონო . https://seminarieli....   May 19 2015, 10:29 PM
sanfol   A.V.M მადლობა თუ არ და...   Mar 19 2015, 10:20 AM
Zukazuka314   ახლაც ადამიანური ...   Mar 19 2015, 08:24 PM
marine   "ანგელოზებს გრძნ...   Mar 24 2015, 08:57 PM
marine   "არა მარტო ადამია...   Apr 29 2015, 02:19 PM
marine   "ტაძარი ყოველთვი...   May 12 2015, 04:09 PM
G_saxva   Zukazuka314 ანუ შენ სხვან...   May 20 2015, 09:42 AM
Zukazuka314   ? და ანგელოზთა რამ...   May 25 2015, 03:53 AM
G_saxva   Zukazuka314 ანგელოზთა ცხრ...   May 25 2015, 09:50 AM
Zukazuka314   G_saxva მადლობა ინფორ...   May 25 2015, 01:59 PM
G_saxva   Zukazuka314 მხოლოდ ეს, იქ ...   May 25 2015, 02:09 PM
A.V.M   დასებზე, მადლის გა...   May 30 2015, 11:35 AM
marine   "ცეცხლოვანი ბორბ...   Jul 8 2015, 11:03 PM
marine   "ანგელოზებზე საუ...   Aug 2 2015, 10:06 PM
marine   "ადამიანებს ანგე...   Aug 3 2015, 04:13 PM
marine   "შიკრიკებად გამო...   Aug 9 2015, 08:11 PM
marine   "ანგელოზებრიობა...   Aug 26 2015, 10:49 PM
marine   "ანგელოზები მუდმ...   Sep 29 2015, 11:27 PM
marine   "ღვთის წყალობით, ...   Nov 18 2015, 07:07 PM
esre ars cheshmariteba   როგორც იოანეს გამო...   Feb 5 2016, 11:42 PM
JABANA123   ჩვენ რაც ვიცით ანგ...   Feb 15 2016, 05:55 PM
esre ars cheshmariteba   JABANA123 ვერ მივხვდი რა...   Feb 15 2016, 10:39 PM
JABANA123   esre ars cheshmariteba მადლობა, რ...   Feb 16 2016, 09:21 AM
marine   შეკითხვა მოძღვარს ...   Feb 18 2016, 11:39 AM
Alterego   არ/ვერ ვარ ძალიან მ...   Feb 28 2016, 06:37 PM
esre ars cheshmariteba   არ/ვერ ვარ ძალიან მ...   Feb 28 2016, 09:22 PM
G_saxva   esre ars cheshmariteba ეს ახალი ს...   Feb 29 2016, 11:00 AM
Alterego   esre ars cheshmariteba ეს ახალი ...   Feb 29 2016, 05:51 PM
G_saxva   Alterego ნაკელბად არის ...   Feb 29 2016, 06:19 PM
marine   "ტაძარი ყოველთვი...   Mar 11 2016, 10:22 PM
marine   "ანგელოზთა გულებ...   Jul 15 2016, 10:51 PM
2 გვერდი V  1 2 >

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 01:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი