IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“
marine
პოსტი Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც smile.gif

აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ.

"...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა.

იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“).

...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“

თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“


P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით?

თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში:

IPB-ს სურათი

ტროპარი, ხმა 4.

წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 14 2015, 02:09 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



https://burusi.wordpress.com/2009/05/30/grigol-robakidze-15/

გრიგოლ რობაქიძე – Grigol Robakidze (1882 – 1962)

საქართველოს ისტორიაში დიდი თამარ ლეგენდარული ფენომენია უცილოდ – არა იმ აზრით, თითქოს იგი ოცნებით იყო შექმნილი, არამედ იმ ფიქრით, რომ მისი სინამდვილე უმძაფრესი იყო ფრიად. ჩვენს ისტორიაში არ მოიპოვება მეორე ისტორიული პირი, რომელიც თავის დამტკიცებაში პიროვნულ სინამდვილეს გასცილებოდეს და ერის ისტორიულ ათვისებაში ქცეულიყოს ცოცხალ ლეგენდად. დიდი იყო დავით აღმაშენებელი და იყო მნიშვნელოვანი გიორგი მესამე: საქართველოს თამარის დროს განდიდება, ისტორიკოსის ივ. ჯავახიშვილის აზრით, მათი სამხედრო მოქმედების ნაყოფი უფრო იყო, ვიდრე თვითონ თამარის პირადი ღვაწლი, – მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი ერის ისტორიულ შეცნობაში თამარის გვერდით ისინი დაჩრდილულნი გამოდიან შესამჩნევად. საქართველოს მკერდს ახლაც ახსოვს სიყვარულით ჩარჭობილი და მრისხანებით გადამტვრეული ხმალი გიორგი სააკაძისა, – და მაინც პიროვნება მისი ლეგენდად არ გადაშლილა. დიდია რუსთველის გენია: მზით მოკვეთილ სიტყვაში განასხეულა მან საქართველოს ქმედითი სული, – ხოლო “მითი” მისი პიროვნების არ ჩამოსხმულა სავსებით. საქართველოს ცოცხალი ლეგენდა თამარია მხოლოდ. გადაავლეთ თვალი საქართველოს ისტორიას: ყველგან, საცა კი ინაკვთება სახსარი საქართველოს ისტორიის, რომელიმე ხაზტეხილი ეპოქათა მდინარების, ყვავილობს ყველგან სურნელოვანი სახელი თამარის. მიზეზი? – დიდი თამარ სათუთი ნერვია, საქართველოს სულის: აი პასუხი: – მრავალგზის დასტეხია სასტიკი ბედი საქართველოს ჯეჯილად აყრილ ტანს, მაგრამ მისი დაფერფლილი სხეულიდან ახეთქილა კიდევ ახალი ყანა, საქართველოს სულის მხურვალე სუნთქვით აბიბინებული. და თუ ძველი ეგვიპტელი (პლატოს თხრობით) ქვაზე ასახული ჰიეროგლიფით სცნობდა ატლანტიდის თავგადასავალს და ფესვგამდგარი ხსოვნით გასულ საუკუნეებს და დაღუპულ ხალხებს უახლოვდება, – აქ, საქართველოში თამარის საოცარი სახელით მთელდებოდა გაწყვეტილი ზოლი ერის სხეულის. დიახ: თამარი სახელი ჰიეროგლიფია ნამდვილი, – ხოლო არა ქვაზე აკვეთილი, არამედ სულის ნერვით ახაზული; ჰიეროგლიფი – ნერვი, რომლის სათუთი ცახცახი აცოცხლებს გადასულს ჟამთა და განცდათა. რომელიმე რჩეული ქართველი ამ ჰიეროგლიფის გამოცნობით (და მაშასადამე, თანაზიარებით) რომელიმე საუკუნის ქართველის გულის ფართქალს ჰგრძნობდა (და გრძნობს დღესაც). და ერთი-მეორე უხილავად გადართული, ქართველები ამ უცნაური სახელით ჰქმნიდნენ საქართველოს ისტორიის მთლიან ცხოვრებას.
“როცა ბავშვი მოკვეთილია დედას, როგორც ნაყოფი ხეს (გვამცნობს ერთი მგოსანი) განვითარებული ადამიანი ემსგავსება ახალს ლანდს, მსუბუქ სტუმარს ჰაიდისას, რომელმაც ეს არის დალია ჩქერნი ლეტის, წყალნი დავიწყებისა”, მაგრამ – განვაგრძოთ თქმა: განვითარებული ადამიანი, ჩასძირავს რა თავის თავს ყოფის ოკეანეში, იგრძნობს უთუოდ წინაყოფას თავისას “სხვაში” და “სხვებში”. ეს არის წინა – მარადი ხსოვნა (მნემოსინა პლატოსი), რომელიც როგორც წყარო – დედა წარმოშობს ცხრა მუზას, ცხრა ნაკადულს; ამ ხსოვნაში იმალება ყოველი შეუცნობელი… ან კიდევ: რომელიმე დიდი ხე აიყრის მრავალს ფშანს; ყოველი ფშანი იმა ხის შვილია; და აი: მოსთხარეს რომელიმე ფშანი და გადარგეს იგი სხვაგან, რა დაემართვის? იგი გაიზრდება თავის-თავად; და ამასთანავე: სადღაც შორს – შორს მისი ფესვები იგრძნობენ მოწყვეტილობას და დაინაღვლებენ მშობლისათვის. ეს ნაღველი უცილო სახეა წინა – მარადი ხსოვნის. და ასე ყველგან მსოფლიო სხეულთა ნამდვილი განცდა რომელიმე მისი ნაწილის განცდაა მთელი სხეულის. ტყუილად კი არ გალობს ინდოეთის მგოსანი რაბინდრანათ თაბორი: შეყვარებულს მოუკვდა სატრფო; დაეძებს მას ყველგან. ძებნაში მიადგება იგი უზენაესის ბჭეს და მიჰმართავს: შენ ხარ სათავე და ბოლო ყოვლისა; და შენთან მოესვენებოდა იგი უთუოდ ვისაც მე დავეძებ: ჰოი, ჩამძრე უფალო მსოფლიოს ყოველ-შემცველობის ოკეანეში, რომ იქ ვიგრძნო ერთხელაც არის ნაზი – ხელშეხება მისი… დიაღ, მართალია თაბორი. სატრფოც ხომ ტალღაა ნამდვილი, – და შეერთვის ოდეს ოკეანეს შეყვარებული, იგი უთუოდ იგრძნობს მრავალს ტალღებში დაკარგული ტალღის სათუთს კოცნას, ასეთია საიდუმლო მსოფლიო ცნაურების. არ არის საკვირველი, თუ სახელი თამარის ამ საიდუმლოთია მოცული: ქართველი მისი სახელით ეზიარების საქართველოს სხეულს მის ისტორიულს დენაში.
თავისთავად ცხადია: საგულისხმოა ჩემთვის თამარ არა როგორც წმინდა – ისტორიული პიროვნება, არამედ როგორც ესთეტიური ფენომენი. ხოლო “ისტორია” აქ “მასალად” უნდა გამოვიდეს. აი რამოდენიმე ხაზიც. რუმის სულთანი რუქნადინი კარის აღების შემდეგ თამარს ასეთს ბარათს უგზავნის: “აწ მე წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი (და) აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგა ქვეყნისა და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგებოს, თაყუანი სცეს ჩადრსა ჩემსა… ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მაჰმადი აღიაროს”… ამ უკმეხი წერილის პასუხად თამარ წერს რუქნადინს: “ძალს ღმერთისა ყოვლისა მპყრობელისა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯვარისა მვედრებელმან წავიკითხე ღმერთისა განმრისხებელი წიგნი შენი რუქნადინო და ვცან სიცთუენნი შენნი, რამე თუ ბჭე ღმერთი იყო! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალთა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოველისა მპყრობელისა და ჯუარის წმიდისა, რომელი შენ ჰგმე!… აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინად მოგებებად შენდა…”

საოცარია რუქნადინის უკმეხობას თამარი ასე მშვიდი სიბრძნით მიუგებს: იგი არ მიენდობა არც ფულს და არცა ხმალსა: მისი სანდო ღვთაებაა მხოლოდ მისი ლოცვის საგანი მარადი ქალწული მარიამ. ამ პასუხში ერთი ხაზმოჭრით ასახულია სრულებით თამარის ნათელი პროფილი. თამარ გრძნობს თავის ბუნებითს ძალასაც, მაგრამ მისი ლმობიერი და სათნო ბუნება არ აჰყვება აღტაცებულს თავმოყვარეობას. ამას თამარის ისტორიკოსიც ამოწმებს: “ვერ შეიტყუა საშუალებამან ამის საწუთროისმან, არცა მეფობამან გვირგვინისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმხნემან”… თამარ მდიდარი იყო ყოვლად, მაგრამ ისტორიკოსის სიტყვით “არ მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან”… გიორგი მესამის დროს განწესდა სიკვდილით დასჯა მეკობრეთა და ავაზაკთა, – თამარ კი, მისი ქალიშვილი, “მშვიდი მშვიდობისა მყოფელი იყო”; მეფობის ხანაში “არცა თუ ტანჯვანაგი უბრძანა ვისადმს დაკვრად”. თუ ვინმეს მიესაჯებოდა კანონით სიკვდილი ან ასოთამოღება თამარ არ დაამტკიცებდა სასამართლოს განაჩენს და ამ გზით ნელინელ სპობდა სასტიკ სასჯელსა.

მრავალი მხარეა საგულისხმო თამარის პიროვნებაში, მაგრამ მათ შორის არის ერთი მხარე, რომელიც ნამდვილს ჯადოს აცხადებს თამარის ქცევაში. ისტორიკოსის სიტყვით, თამარმა იცოდა “კაცთა უნებლობასა შინა უნებლად და მშვიდობით დააჭირვა (და) მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონებაურჩობისა”. საქართველოს ისტორიის პირველყოფილ ცოდოს სწორედ ეს “ქედფიცხელობა” და “გონება ურჩობა” შეადგენს, – სწორედ აქედან წარმომდგარი უნდობლობა და შუღლი ღუპავდა ისტორიულად საქართველოს, – და თუ თამარის პიროვნება “კაცთა უნდობლობას” “უვნებლად და მშვიდად იჭერდა”, თუ კი იგი ჯადო – გავლენით სპობდა “ქედფიცხელობასა” და “გონებაურჩობას”, საკვირველი აღრაა მაშინ თუ რათ იქცა საქართველო თამარის დროს მთლიან სხეულად, საცა მისი შემადგენელი წევრები ერთი მეორეს კი არ ეცილებიან პირადი სიცოცხლისათვის, არამედ ერთი-მეორეს შერთულნი, ჰქმნიან ერთი მთელის ცხოვრებას. მართალს იტყვის ისტორიკოსი ივ. ჯავახიშვილი: “თამარის მეფობის პირველ ხანაში რამდენიმე მეტად სახიფათო მოძრაობა და განდგომა იყო და ყოველთვის თამარმა თავის თავის წინდახედულობით და ფრთხილის მოქმედებით განსაცდელს კეთილად სძლია და საქართველოში მშვიდობიანობა დაამყარა”. და მოწმობს ხომ ამ მოვლენას სავსებით ლაშა-გიორგის დროის მემატიანე: თამარმა “სამეფო განუხეთქლად დაიცვა, ყოველივე შეიტკბნა და იყო მშვიდობა ყოველთათვის”.

ძლიერია ფრიად თამარ თავისი გადმოუცემელი და “გადაუთარგმნელი” ძალით. არსებობს პირადი ძალა, რომელიც უშუალოდ მოქმედობს: მას არ სჭირდება არც მაგარი სიტყვა, არც ლაამზი სახე, არც მათრობელი მუსიკა: იგი თავის თავადია და მოქმედობს თავისთავად. თამარის პიროვნება სწორედ უშრეტი ნაკადულია ამ უშუალო ჯადოსნური ძალის. თამარზე შეიძლება ითქვას იმგვარი სიტყვა, რომელიც ქრისტეს შესახებ წარმოთქვა ოსკარ უაილდმა რედინგის ციხეში: “სასწაულნი მისნი ისეთივე მშვენიერია ჩემთვის, ვით გაზაფხულის მოახლოება, და ისეთივე ბუნებითი… და მე სრულიად არ მიძნელდება ვიწამო, რომ მისი პიროვნების მხიბლაობა ისე ძლიერი იყო, რომ მარტოდ-მარტო მის თანაყოფას შეეძლო მშვიდობა დაესადგურებინა ტანჯულს სულში, და რომ ადამიანნი, რომელნიც შეეხებოდნენ მის ტანსაცმელს ან მის ხელებს, ივიწყებდნენ თავიანთ მწუხარებას; ანდა: როცა იგი გაივლიდა ცხოვრების დიდი გზის გვერდით, ადამიანი, რომელთათვის დახშული იყო საიდუმლო სიცოცხლისა, უეცრად დაინახავდნენ მას, და სხვები, რომელთა სმენა ყრუ იყო ყოველი ხმის მიმართ, ახლა პირველად ისმენდნენ სიყვარულის ხმას და ცნობდნენ მას “ისეთივე ტკბილხმოვნად, როგორიცაა ლირა აპოლლოისა”; ანდა: წამხდარნი ვნებანნი ჰქრებოდნენ მის მოახლოების ჟამს, და ადამიანნი, რომელთა გახუნებულ აზრს მოკლებული სიცოცხლე მხოლოდ სიკვდილის ჩვენებას წარმოადგენდა, – თითქო დგებოდნენ საფლავიდან, როცა იგი მოუწოდებდა მათ; ანდა: როცა ქადაგობდა სერის დაქანებაზე, ბრბო ივიწყებდა თავისს შიმშილსა და წყურვილს, – და მის მეგობრებს, რომელნიც უსმენდნენ მას სუფრაზე დამსხდარნი, ტლანქი საჭმელი რჩეულად ეჩვენებოდათ, და წყალი – ლამაზ ღვინოდ, – და მთელი სახლი ივსებოდა მათთვის ნარდის სიტკბო-სურნელებითა”… ასე ლაპარაკობს ოსკარ უაილდი ქრისტეს შესახებ… ესევე შეგვიძლია მოვაფრქვიოთ თამარის სხივოსან სახეს, – რადგან ღვთიურობა, რომელსაც ასხეულებდა დიდი ნაზარეველი, რამოდენიმედ მაინც სჩქეფდა თამარის ქალწულ ბუნებაში. დიახ: თამარ ქალწული იყო ბუნებით და მთელი მისი არსი ნათელ ჭურჭელს წარმოადგენდა ღვთიურობის ნაკადისათვის, – და ავსილი იმა ნაკადით, თამარი თავისს სიცოცხლით ასხეულებდა მარადი ქალწულობის იდეას. იდეა მარადის ქალწულობისა – აი დიადი მოვლენა, რომელიც ჯერ კიდევ ჰელლინელთა მზეგრძელმა გენიამ გადმოგვიშალა წინ… ვაჟი ვერ წვდება ქალის ბუნებას სავსებით: მას უყვარს ქალში მხოლოდ ლამაზი მოჩვენება, მაიის ზეწარში გახვეული: და ამისათვის, რაც უნდა ავხორცი იყოს ქალი, იგი არსებითად უვნებელი რჩება მაინც; აი ძველ ბერძენთა ინტიუცია; ამას შესანიშნავად ამოწმებს არტემიდას კულტი და საიდუმლო წარწერა, აკვეთილი საისის ქალღმერთის, სამოსელში გახვეულის საფეხურზე: “მე ვარ რაცა ვარ, რაც იყო და რაც იქნება, და არც მომაკვდავს, და არცა ღმერთს არ აუხდია ჩემი სახურავი”. საისის ქალღმერთი იგივე ეგვიპტის ნეიფია, რომელიც მზეჭაბუკისაგან ელის დატყვევებას, ასეთია იდუმალი სწავლა ძველთა… და თუ ამ სახისაა საერთოდ ქალის ბუნება, – მით უმეტეს უნდა ყოფილიყო ასეთი დიდი თამარის დიდი ბუნება. და მართლაც: გიორგი რუსი, როგორც ქმარი, მისთვის სრულიად არ არსებობდა; დავით სოსლანი, როგორც არათანასწორი ვაჟი, ასეთივე შემთხვევითი იყო მისთვის; და თავიდათავი: ერის რწმენა, რომლის ცნაურებით თამარის ქალობას ქალწულობა აცისკროვნებდა ყოველთვის… და თვითონ რუსთაველის ქნარი განა ამ ქალური ქალწულობით არ არის აჟღერებული?! პლატონური სიყვარული რა საკვირველია ეროტიულია უმძაფრესად, – ასეთს სიყვარულს ახმაურებდა რუსთაველი მზით ნაკვეთ სიტყვებში, – მაგრამ ნუ დაივიწყებთ ამ სიყვარულის ეროტიზმი მხოლოდ მზეჭაბუკის მზიურობისთვისაა ატეხილი და მკერდგადაშლილი. ეს უარის-ყოფა კი არ არის მარადის ქალწულობისა, არამედ ნაღვლიანი ვნებაა უკანასკნელის… დიახ: დიდი თამარ ქალწული იყო ბუნებით და მთელი თავისი სიცოცხლით ამ ქალწულობას ყვავილოვან ჩქერად ანაკადულებდა: …ეს არის ძალა მისი პიროვნების, ეს არის მისი ჯადოსნობა, ეს არის მისი სულიერი ენერგია, ეს არის მისი მზეოსნობა… აქ მარხია საიდუმლო “თამარის ფენომენის” გამოცნობის: თუ რა სხივით იქცა იგი თვალის მომჭრელ ლეგენდად.
მარადი ქალწულობა ვნებაა მზის ვაჟ-შვილობის მოლოდინში. თვითონ სული ქვეყანასა მოელის სახსენებლად ღმერთს, როგორც ძლევამოსილ საქმროს. და ფრიად საგულისხმოა ის მოვლენა, რომ ქართველმა ერმა (ერთი ქართველის სიტყვით) “ქალის ცხელი თმებით შეკრული ჯვარით მიიღო ქრისტე”. დიდი თამარ თავის ქალწულობით შეუცნობელ ელოდა ასეთს მზიურს სატრფოს (ამ სიტყვის საიდუმლო აზრით), – მაგრამ მის მოკლე სიცოცხლეში ეს ლოდინი შესაძლოებას არ გასცილებია. იგი მოსცილდა ხილულ ყოფას, – ხოლო მის ბუნებაში ჩამარხული შესაძლოება განაგრძობდა სიცოცხლეს: საუკუნეთა სვლაში იგი ისახავდა სხვადასხვა სახეს, ერთიმეორეზე ლამაზსა და მატყვევებელსა. აი სად არის სათავე თამარის ლეგენდარობის: ქართველთა ისტორიულ შეცნობაში თამარი ცოცხლობდა ყოველთვის, – და რადგან სიცოცხლე წარმოუდგენელია ზრდის გარეშე. ამისათვის იგიც იზრდებოდა თანდათან, იზრდებოდა, ვით თვალის მომჭრელი ნაყოფი შემოქმედი გენიისა. თამარი სხეულდებოდა ისეთს პლასტიურ ფიგურად, რომლის ზმანება მხოლოდ ჰელლენთა გენიას თუ შეეძლო. და თუ ჰელლენთა გენია იამაყებს მენადით, რომელიც ხან ჭურჭელია ღვთიურობის ნაკადულისა და მით ავსილი თავდავიწყებასაა მიცემული, ხან კი აშლილია ვნება ატეხილი და ილტვის გიჟი; დიონისოსაკენ, – ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ თამარის პლასტიური სახით; როცა მზემ პირველი იხილა ნილოსი, ცეცხლის რგოლებით ეამბორა მისს ათრთოლებულ ტანსაც; ნილოსის ტალღამ მზის კოცნა დაიჭირა და გაიშალა იგი კოცნა თეთრგულა ლოტოსად, თეთრგულა ლოტოსი – აი ვინ არის თამარ: თამარ ცოცხლობდა, როგორც ხორცშესხმული ლეგენდა, – და ცოცხლობს კიდეც. ყოველი ნატეხი საქართველოისა თამარის ლეგენდის ნატეხია უთუოდ. როცა ჩამავალი მზე საქართველოს რომელიმე ნანგრევს უკანასკნელ ამბორს უგზავნის, – ქართველი იმა ამბორში თამარის ღიმილს ჰკითხულობს: როცა შავს უღრან ტყეში უცხო ფრინველი გადაიფრენს. – ქართველი მისი ფრთების ფრთქიალში თამარის ზღაპარს დაინახავს. ქართველი თამარის სახით ჰქმნის უთვალავ ლეგენდას: ესა თუ ის ადგილი წმინდაა: – იქ ფრინველს თუ ცხოველს ვერავინ ხელს ვერ ახლებს; რისთვის? მისთვის, რომ იქ ერთხელ თამარ მეფეს გაუვლია. როცა დედას რძე გაუშრება იგი იდუმალ წყაროს მიმართავს მოსარჩენად, – და მოარჩენს კიდეც: ვისი ძალით? რასაკვირველია თამარის ძალით: იმ წყაროთი თამარს ოდესმე წყურვილი მოუკლავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! საქართველოში ყოველი ფეხის გადადგმა განა თამარის ლეგენდით არ არის აყვავებული?! ყველგან – თამარ, და მარტო თამარ! განა ოდესმე ქართველის გულის ფართქალში გაქრება თამარ, როგორც ნუგეში და იმედი?! არაოდეს! ვინ იცის, ჩვენს უმსგავსო ცხოვრებაში, საცა შურისა და შუღლის მეტი არა ისმის რა, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ნავთსაყუდარი. ვინ იცის, ჩვენს უგვანო ცხოვრებაში, საცა აღფრთოვანებას ფრთები ეჭრება “მეშჩანური” მორალისაგან, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ამაფრთოვანებელი მესაიდუმლე. და რამდენია ისეთი, რომლისთვის ამ საშინელ ქვეყანაში საკუთარი სულიც ციხედ გარდაქმნილა! ვინ მისცემს მათ ახსნას? თვალის მომჭრელი ლანდი თამარის! დიახ, ქართველის გული თამარის სიყვარულით ფართქალებს. და საგულისხმოა ფრიად, რომ თამარის საფლავი დღემდე არავინ იცის. იგი ყველას ეკუთვნის და არავის: – მისი საფლავი ქართველის გულია, – ხოლო ქართველის გრძნობაში ეს “საფლავი” კი არ არის, არამედ ლამაზი საყვავილე სურა, საცა ყვავილობს უჭკნობი ყვავილი – დიდი თამარ.
ასეთია დიდი თამარ, და ამ სიყვარულის ღალატი იქნებოდა, თუ შვიდასი წლისთავზე არ ითქვა უკანასკნელი სიმართლე… თამარ პლასტიური ლეგენდაა საქართველოს ისტორიისა, თვალის მომჭრელი და სმენამათრობელი, – მაგრამ იგი მაინც ქალურს მხარეს ასხეულებდა საქართველოს ისტორიაში. ჩვენს ისტორიას კი ვაჟიც ეჭირვება, – ტყუილად კი არ ნაღვლობდა ქალწული თამარი მზიური ვაჟის მიმართ! და ამ წამს, როცა მსოფლიოს ბედი ცეცხლით და მახვილით იჭრება, ნდობა იბადება რკინეული: – რომ საქართველოს მოვლინებოდეს ძლევამოსილი მზე-ვაჟი, რომელიც ისეთს ვაჟურს ლეგენდას შეჰქმნის ჩვენს ისტორიაში, როგორც ქალური შეჰქმნა დიდმა თამარმა. ასეთი ლეგენდა ყველაზე უფრო უკეთესი პასუხი იქნება თამარის ლეგენდისა.

გაზეთი “საქართველო”, 1918, N90-91, 13-15 მაისი.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   თამარს ვაქებდეთ მეფესა...   Dec 3 2007, 11:54 AM
თათარაშვილი   „შენგან, ქალწულო, რ...   Dec 3 2007, 12:06 PM
marine   თამარის დროინდელ ს...   Dec 3 2007, 12:37 PM
თათი87   ალბათ საინტერესო ი...   Dec 4 2007, 01:44 AM
TuTashxia   თამარი http://img223.imageshack.us/img...   Dec 4 2007, 02:02 AM
marine   დედოფალთა დედოფალ...   Dec 12 2007, 02:06 PM
marine   პატრიარქის მიერ მო...   Feb 4 2008, 03:40 PM
marine   ზოგიერთი ლეგენდის ...   Feb 11 2008, 05:57 PM
ლილიანა   მე თამარის მეფობა...   Feb 11 2008, 07:26 PM
marine   მე თამარის მეფობა...   Feb 12 2008, 12:57 PM
tamuna m   ძალიან გთხოვთ, იქნ...   Feb 13 2008, 12:57 PM
marine   ძალიან გთხოვთ, იქნ...   Feb 13 2008, 01:04 PM
tamuna m   მე ვიცი, რომ თამარო...   Feb 13 2008, 03:41 PM
marine   ხო..ეგ გასაგებია. 14...   Feb 13 2008, 04:59 PM
tamuna m   მე პირად არ გამიგი...   Feb 13 2008, 05:15 PM
შევრდომილი   ჩვენი პატრიარქის მ...   Feb 13 2008, 01:51 PM
marine   ჩვენი პატრიარქის ...   Feb 13 2008, 02:00 PM
marine   ვარძიის მონასტერი,...   Feb 14 2008, 12:07 PM
tamuna m   მარინე, აბა აქ ნახე....   Feb 14 2008, 09:11 PM
marine   მარინე, აბა აქ ნახე...   Feb 15 2008, 06:06 PM
tamuna m   ეს ინფორმაცია სხვა...   Feb 17 2008, 06:15 PM
marine   ეს ინფორმაცია სხვ...   Feb 18 2008, 11:06 AM
tamuna m   უწმინდესის ქადაგე...   Feb 20 2008, 05:05 PM
marine   ხალხური * * * თამარ მ...   Feb 27 2008, 02:34 PM
tamuna m   თამარის იამბიკოებ...   Feb 28 2008, 02:53 PM
marine   თამარის იამბიკოებ...   Feb 28 2008, 04:40 PM
marine   ჩახრუხაძის "თამა...   Feb 28 2008, 04:13 PM
tamuna m   "მ ზ ი ს შ ა რ ა ვ ა ...   Feb 28 2008, 09:09 PM
tamuna m   მიძღვნა დედისა და ...   Mar 1 2008, 01:42 PM
tamuna m   იამბიკო შამქორის გ...   Mar 3 2008, 03:09 PM
tamuna m   "თამარის გული" ...   Mar 4 2008, 12:40 AM
marine   "თამარის გული" ...   Mar 4 2008, 04:33 PM
tamuna m   ერთხელ ლოცვით და ხ...   Mar 5 2008, 07:46 PM
tamuna m   წმიდა მეფე თამარის...   Mar 13 2008, 07:17 PM
nino nino   ძალიან დიდი მადლობ...   Mar 13 2008, 11:44 PM
marine   წმ. მეფე თამარი (ან...   Mar 17 2008, 01:24 PM
marine   თამარმა არაერთი ტა...   Mar 25 2008, 10:40 AM
მარიამი   ერთ-ერთი საინტერეს...   May 6 2008, 03:02 PM
tamuna m   სწორედ ამაზე ვამბო...   May 6 2008, 03:09 PM
_Matasi_   რატომ უნდა დაეკრძა...   May 6 2008, 10:11 PM
marine   მინდობილი ღმრთისა...   May 20 2008, 11:44 AM
tamuna m   კათოლიკოს-პატრიარ...   Jun 2 2008, 05:41 PM
staywhite   მატასი ეს კითხვა მ...   Apr 29 2009, 12:54 PM
abo   ძნელია ამ თემაზე ს...   Apr 29 2009, 09:48 PM
Belief   syd გმადლობთ. პ.ს ბოდ...   Apr 30 2009, 02:36 PM
sable   გელათშია ხალხო დაკ...   Jun 6 2009, 06:50 PM
ბადრი   გაერთიანებული საქ...   Jun 7 2009, 01:45 AM
KAIROS   თუ თამარის საფლავ...   Jun 7 2009, 02:56 AM
sable   თუ თამარის საფლავ...   Jun 8 2009, 01:16 PM
marine   ლეგენდა თამარ მეფე...   Jun 9 2009, 04:38 PM
KAIROS   ცოტა მეზედმეტა ის...   Jun 9 2009, 09:13 PM
ქევანა   KAIROS ჰოჰ.... მეოთხე იპო...   Jun 9 2009, 10:07 PM
KAIROS   ეგ სიმცდარეა და აი ...   Jun 9 2009, 10:13 PM
ქევანა   KAIROS ახლა გავიგე :) რა ...   Jun 9 2009, 10:20 PM
marine   ლ ე გ ე ნ დ ა: (ლათ. legenda ...   Jun 10 2009, 04:44 PM
KAIROS   კი გენაცვალე მარინ...   Jun 11 2009, 02:38 AM
Ligia   კი გენაცვალე მარი...   Jun 11 2009, 10:47 AM
ქევანა   ეგ რაფრა არ იცი :D ბ...   Jun 11 2009, 01:47 PM
bekas   ეგ რაფრა არ იცი :D ბ...   Jun 11 2009, 03:14 PM
marine   ეს თემა ჩემი გახსნ...   Jun 11 2009, 04:50 PM
იმედა   ეს თემა ჩემი გახსნ...   Jun 15 2009, 04:06 AM
marine   მშვიდობა შენდა მა...   Jun 15 2009, 04:45 PM
KAIROS   და თუ ეს ლეგენდა სა...   Jun 12 2009, 03:36 AM
KAIROS   გადაწყვიტოს ადმინ...   Jun 15 2009, 10:01 PM
marine   მე მოვრჩი, მეტს არ ...   Jun 16 2009, 04:42 PM
marine   "ქრისტე, ღმერთო ჩ...   Apr 7 2011, 10:57 AM
marine   გორიჯვარი ლეგენდა...   Jun 28 2011, 11:17 AM
marine   "აფხაზთა და ქართვ...   Jun 4 2012, 04:22 PM
marine   “მაგალითად, ბელოქნ...   Nov 12 2012, 04:40 PM
რუსიკო   ___________________________ Vc3fu6NcBMc   Nov 13 2012, 12:27 AM
რუსიკო   marine როგორი ნააზრევ...   Nov 29 2012, 11:38 PM
marine   მზითევი ალიონზე ს...   Dec 7 2012, 01:00 PM
marine   „მინდა შეგახსენოთ ...   May 15 2013, 04:31 PM
marine   „არქიმანდრიტი მიქ...   Nov 22 2013, 12:09 PM
marine   პირიმზე ბეთანიაში...   Dec 6 2013, 10:16 AM
marine   "მე-20 საუკუნის ცნო...   Feb 28 2014, 03:24 PM
marine   "თამარის დროს მოს...   Mar 28 2014, 01:13 PM
marine   წმიდა თამარს წმიდ...   Nov 4 2014, 02:06 PM
marine   "- ნეტავი ვინ იქნე...   Nov 26 2014, 08:09 PM
marine   უცხოეთში მყოფი ქარ...   Dec 1 2014, 10:01 PM
marine   თამარ მეფის სურათი...   Dec 26 2014, 06:42 PM
marine   "ჩვენ ხელთ არსებუ...   Jan 14 2015, 09:11 PM
marine   არქიმანდრიტმა ადა...   Jan 16 2015, 01:59 PM
marine   *** „იყო არაბეთს“... ა...   Mar 7 2015, 03:39 PM
marine   16:28 / 17-10-2014 როგორი იყო ...   Apr 1 2015, 03:51 PM
marine   "...სოფლის [გორმაღა...   Apr 1 2015, 09:40 PM
marine   "თამარ მეფის გარდ...   Apr 2 2015, 02:26 PM
marine   თამარ მეფის სახე ბ...   Apr 2 2015, 03:16 PM
marine   დიდი თამარი ქალო, ქ...   Apr 2 2015, 03:56 PM
marine   თამარის ვერცხლის მ...   Apr 3 2015, 10:33 PM
marine   "ზოგადქართულ სინ...   Apr 22 2015, 09:42 PM
marine   "რაკი საქართველო...   May 7 2015, 12:39 PM
marine   „მეფე ქალის გონიერ...   May 7 2015, 02:06 PM
marine   „მთელმა საქართველ...   May 7 2015, 02:49 PM
marine   "სასწაული ყოფილა ...   May 12 2015, 04:15 PM
marine   მეფევ–დედოფალო თა...   May 14 2015, 12:29 PM
marine   http://s020.radikal.ru/i701/1505/a1/422b9eb00415.j...   May 14 2015, 12:39 PM
marine   https://burusi.wordpress.com/2009/05/30/grigol-rob...   May 14 2015, 02:09 PM
marine   „მე ვარ მამა ობოლთ...   May 16 2015, 11:53 AM
marine   "დანამდვილებით შ...   May 16 2015, 09:23 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 10:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი