პლასტიკური ოპერაცია, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პლასტიკური ოპერაცია, ... |
q.w.e |
May 16 2015, 11:48 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 |
თქვენი აზრით არის თუ არა ცოდვა და თუ არის რა შემთხვევაშია ცოდვა პლასტიკური ოპერაცია,ინტერნეტში მამაოების აზრი წერია ამაზე თუმცა თქვენი მსჯელობაც მაინტერესებს.
|
G_saxva |
May 19 2015, 05:49 PM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
q.w.e
ციტატა არაერთხელ დავწერე თუმცა კიდევ დავწერ. ღმერთის ნება იყო რომ შავკანიანები ასეთები გახდნენ? ანუ შენ ამბობ ამ ქვეყნად ხდება ისეთი რამ რაც უფლის ნება არ არის და არ უნდა? ციტატა ნ ღვთის ნებაა ის რომ ადამიანი რაიმე გენეტიკური დეფექტით ან დაავადებით იბადება?ჩვენ ხომ ვიცით რომ ცოდვაც მოქმედებს ჩვენს ხორცზე.ადამის დაცემის შემდეგ ადამის იერსახეზე მოქმედებს ბიოლოგიური ფიზიკური და ქიმიური კანონები. ის რომ ჩვენზე ფიზიკურ ქიმიური კანონები მოქმედებს და ბიოლოგიურად ასეთი სხეულები გვაქს არ ამართლებს ჩვენს სხეულზე ექსპერიმენტების ჩატარების მცდელობას. ის რომ ადამიანს რამე დაავადება აქვს ეს შეიძლება მისი ცოდვის არც მშობლების და წინაპრების ცოდვის ბრალლი არ იყოს (მითUემტეს წინაპრების ცოდვა არ გადადის), თავად სახარებაში მაცხოვარს უსამენ მსგავს კითხვას რაზეც მისი პასუხი ასეთია: ეს ყოველივე უფლის სადიდებლად არის. ჩვენ კი არ შეგვიძლია ყველაფერი ვიცოდეთ თუ ვის რა დეფექტი და რატომ აქვს. ციტატა და თუ არსებობს ამ სიმახინჯის გამოსწორების საშუალება რარომ უნდა თქვას იარი ამაზე ადამიანმა? უფალმა ბრძანა ხე ნაყოფით იცნობაო ხო და რა შეიძლება მოხდეს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ?ეს თავად ადმიანზეა დამოკიდებული ან აუშვებს ან კიდევ მადლობას შესწირავს უფალს რომ არასრულფასოვნრბის კომპლექსი აღარ აწუხებს. მე ვთვი სასვსებით მისაღებია რაიმე დეფექტის გამოსწორებისთვის ჩატარებური პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ არა საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად. ციტატა ის განსხვავებაა რომ უმეტეს შემთხვევაში ტუჩის გადიდებას ადამიანი სიძვის ცოდვის სტიმულირებისთვის აკეთებს ხოლო ცხვირის ფორმის კორექტირებამ კი შეიძლება ბევრი კომპლექსი მოუხსნას იქიდან გამომდინარე რომ ცხვირის ცუდი ფორმა ამახინჯებს ადამიანს რაც არ უნდა კარგი სახის ნაკვთები ჰქონდეს ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ამბობ უმეტეს შემთხვევაშიო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ყველა ერთ ქვაბში მოიხარშოს. ზოგს უბრალოდ მოსწონს და კომპლექსი აქვს პატარა ტუჩის ამიტომ იდიებს. მერე ის მინდა ვთქვა რას ქვია ცხვირის ფორმა ამახინჯებს ადამიანს? მოდი პარალელი გავავლოთ იმისთვის რო ლამაზად გამოვიყურებოდე ცხვირის ოპერაციას ვიკეთებ, იგივე მიზეზიდ ტუჩს გავიზრდი და მკერდს გავიმკვირვებ (მგონი ასე ხდება). ამ სამივეში მიზანი ერთია უფრო ლამაზად გამოვიყურებოდე. სინამდვილეში კი ღმერთმა ცხვირი იმისთვის მოგცა რომ ისუნთქო, დიდი ცხვირიც და პატარაც ამას მშვენივრად ართმევს თავს. ჩემი აზრით ცხვირის კომპლექსი გაქვს და გინდა ამას რაღაც რელიგიური სფუძველი დაუდო. მეც საკმაოდ გრძელი კეხიანი და ბოლოში მოკაუჭებული ცხვირი მაქვს, ბევრი მეუბნებოდა მირჩევდა ვითომ ცხვირის გაკეთებას მაგრამ ეს ჩემთვის სისულელეა, რადგან თუ ვინმეს შევუყვარდები არა ჩემი ცხვირის გამო არამედ ბუნების და ადმაინობის გამო. ცხვირი მეასე ხარისხოვნაია მითუმეტეს მშვენივრად ვსუნთქვ ციტატა მაშინ მამაოს ლოგიკური მსჯელობა რომელიც ასკვნის რომ პლასტიკური ოპერაციის აკრძალვა არ შეიძლება (თუნდაც ჯანმრთელობა არაფერ შუაში იყოს)სიმართლე უნდა იყოს ანუ თუ მამაო ასევე ლოგიკურად დაასვნის რომ პლასტიკური ქირურგია ცუდია ესეც სწორი გამოდი და ორი სიმართლე გვექნება? საქმე ისაა რომ გვაქვს ღვთისგან ბოძებული გონება და თუ წავიკითხავს ბილიას დავუახლოვდებით იმ სულიერებას მივხვდებით რამდნად დიდი აბსურდია ცხვირს დამოკლებაც ტუჩის გაბერვაც და სხვა რაღაცეების გაზრდა . -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი