პლასტიკური ოპერაცია, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პლასტიკური ოპერაცია, ... |
q.w.e |
May 16 2015, 11:48 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 |
თქვენი აზრით არის თუ არა ცოდვა და თუ არის რა შემთხვევაშია ცოდვა პლასტიკური ოპერაცია,ინტერნეტში მამაოების აზრი წერია ამაზე თუმცა თქვენი მსჯელობაც მაინტერესებს.
|
G_saxva |
May 20 2015, 10:48 AM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
q.w.e
ციტატა ექსპერიმენტების ჩატარება არაფერ შუაშია ახალი ამბავია განა შენთვის რომ არსებობს მემკვიდრეობითი დაავადები? არა არ არის ახალი, მაგრამ ავღნიშნე და მაგალითადაც მოვიყვამე რეალურად ამ შემთხვევაში საჭიროც კია პლასტიკური ოპერაციის გაკეთება. ციტატა ?როგორ მეუბნები რომ არ მოქმედებს წინაპართა ცოდვები ჩვენზე როდესაც ადამის დაცემის შემდეგ დღემდე დწცემული ბუნება გვაქვს გაიხსებე შავკანიანების მაგალითიც ამაზე ადრეც მიკამათია, ფაქტი ერთია წინაპართა ცოდვები არ გადადის შთამომავლობაზე. ადამის დაცემის შედეგი იყო ჩვენი მოკვდავი ბუნება, როდესაც ადმაიანს დაეხშო სამოთხის კარო ამიტომ მოვიდა ქრისტე და გამოისყიდა მისი პირველქმნილი ცოდვა. შავკანინაებს რაც შეეხება ერთია წინაპრის ცოდვის გადასვლა და მეორეა გარემო პირობები და შთამომავლობის დაწყევლა. ციტატა იმ ბრმას ამ ყველაფრის ფონზე არა ზოგად არამედ ინდივიდუალურ თემად გვესახება ის რომ მაცხოცარი პასუხობს რომ არც ამას და არც მათ მშობლებს არ დაუშავებიათო არაფერი.სუფთა ქრისტიანული სწავლებაა რომ ადამიანები ერთი ხის ნაწილი ვართ.ბრმის შემთხვევა კი მართლაც ინდივიფუალურია. ზუსტად ყველა ერთი ხის ნაწილი ვართ და ამ ხის ნაწილია ბრმაც, რანაირი ინდივიდუალური მოვლენა. ციტატა ეს სად თქვი მართლა არ შემიმჩნევია ან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში რას გულისხმობ კომპლექსიდან თავის დაღწევას თუ აი ჩემი საყვარელი მსახიობი ასე გამოიყურება და მეც ეგრე მინდაო. არ მაქ საუბარი ვიღაცას რომ მივბაძოთ და რამე მე მაქ საუბარი პიროვნულად მე რომ უკეთ გმაოვიყურებოდე უფრო კარგი შესახედი რომ ვიყო და სხასაც მოვეწონა მის გამო ვიკეთებ თუ არა? ციტატა კაი რა აი რა შუაშია მკერდის გამკვრივება?მიზანი ის კი არ უნდა იყოს რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდე არამედ ის რომ თავი დააღწიო შენს თავში არსებულ ყოველგვარ დამთრგუნველ მახინჯ გამოვლინებას ისე რომ საკუთარი უნიკალურობა არ დაკარგო. ვერ გავიგე. თავი რომ დააღწიო ყოველგვარ მახინჯ გამოვლინებსაო ამბობ, მაგრამ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ? ის რომ ყოველგვარი ნორმიდან გადახრის თავი ცოდვა და ეშმაკთან ბრძოლაა ალბათ ცხადია, ამას კი პლასტიკური ქირურგიით უნდა ვებრძოლოთ? (არ ვგულისხმობ დეფექტებს რომელიც ცხსოვრებაში ხელს გვისლის) ის რომ არც მოკლე და არც გრძელი ცხვირი არ გვაცხოვნებს ესეც ცახდია, ამშინ რა საჭიროა ის? მთავარი მიზანი რა არის ცხოვრების? რა უნდა იყოს ჩვენი საწყისი და ამომავალი მიზანი რომელიც იქნება ორიენტირი ჩვენს ცხოვრებაში? ციტატა და თუ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს ცხვირი (ამის მაგალითი არაერთია)იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად გაუმართავია და ფორმითაც სტანდარტს აცდენილი რა ხდება მაშინ? მაშინ ოპერაცია უნდა გავიკეთოთ რადგან ჯამრთელობას ექმნება საფრთხე. ციტატა იცი რა ყველაფერს აქვს რელიგიური საფუძველი და ახსნა მათ შორის ამ საკითხსაც.უბრალოდ იმ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს ადამიანი რომელიც გაფიქრებინებს რომ ამქცეყნად ყველაფერი ღვთის ნებით ხდება ნეტა მართლა ასე იყოს მაგრამ რახან ასე არ არის სხვადასხვა მატერიალური კანონი მძლავრობს ადამიანზე ესაა და ეს ჩემი აზრით ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, უფრო სწორედ არაფერი არ ხდება ღვთის ნების გარეშე. ეს რეალურად ასეც არის. ციტატა რომელი ლოგიკური მსჯელობით იქნებ მითხრა ეჭვი მეპარება ძალიან ვინმემ ეს შეძლოს (არ მაქ საუბარი იმ პლასტიკურ ოპერაციებზე რომელიც ადამიანს სიძვისკენ სიცრუისკენ ან რაიმე სულიერი მანკიერებისკენ უბიძგებს) მეტისმეტად თამამი განცხადებაა იმის ფონზე რომ დღესდრეობით არსებობს მრევლის ის ჟანსაღი ნაწილი რომელსაც მამაომ ნება მისცა გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია.არ ვამბობ რომ ცხოვრებისეული აქცებტი ადამიანმა რაიმე წარმავალზე უნდა დასვას უბრალოდ არც პლასტიკური იპერაციის გაკეთებაში და არც ამაზე უარის თქმაში ვხედავ მე რაიმე უარყოფითს. არა უბრალოდ ავღნიშნე, თავად თქვი რომ მღვდელმა ასე რომ თქვასო მეც ვამბობ საპირისპირო რომ თქვას? საქმე იმაშია ვინ რას ამბობს ნაკლებად მნიშვნელოვანია მთავარი ჩვენი ქცევა უფლის მიერ ნაბოძებ რჩევა დარიგებებს არ უხვევდეს. ის რომ შენ ვერ ხედავ რაიმე უარყოფითს მე ჩამოყალილებული აზრი ნაკლებად გამჩნია სხვას ცოდვად მიაჩნია არ ნIშნავს ყველა მართლები ვართ. ამბობ რომ იმ ოპერაციას მიიჩნევ ცოდვად რომელიც რაღაც მანკიერებისკენ გვიბიძგებსო. მე კი გეტყვი არ იცი შენი ლამაზი ცხვირი თუ ტუჩი ადამიანს რისკენ გიბიძგებს საბოლოოდ და რა განსაცდელში ჩაგაგდებს. ჩემი აზრი ეს არის თუ ადამიანს სოციალურ აქტივობაში ან სოციუმთან ურთეიერთობაში ხელს არ უშლის ასევე საკუთარ ჯამრთელობასთან არ ქმნის პრობლემებს ყველანაირი პლასტიკური ოპერაცია ცხვირი იქნება ტუჩი თუ სახის გადატკლეცვა ჩემთვის არასწორია. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი