პლასტიკური ოპერაცია, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პლასტიკური ოპერაცია, ... |
q.w.e |
May 16 2015, 11:48 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 |
თქვენი აზრით არის თუ არა ცოდვა და თუ არის რა შემთხვევაშია ცოდვა პლასტიკური ოპერაცია,ინტერნეტში მამაოების აზრი წერია ამაზე თუმცა თქვენი მსჯელობაც მაინტერესებს.
|
q.w.e |
May 22 2015, 04:11 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 |
ციტატა ყველაზე მეტად ის მომხვდა თვალში რომ ღმერთი წავიდა დედამიწიდანო. ალბათ ხვდები რამდანად არასწორი ნათქვამი გამოგივიდა. ახლა იმ თემაზე მინდა გავახვილ ოყურადღება რაზეც ეს თემაა აგებული. ვინადიან და რადგანც ვამბობთ გენეტიკურად აქვს ადამიანს დეფექტი და თან მუტაციას განიცდის ყოველ ახალ თაობაში, გავაკეთოთ ოპერაცია. შედეგი ექნება უსვალოდ მას ვინც ოპერაციას იკეთებს მაგრამ მომავალი თაობა ხომ ისევ ისე იქნება? ის რააც დეენემშია ჩაბეჭდილი ვერ შეცვლის ჯერ -ჯერობით მაინც) ადამიანი. ხოლო ადამიანისთვის შეუძLებელი ღმერთისთვის შესაძლებელია. ასევე მინდა თემას კიდევ ჩავუღრმავდე და ვიკითხო ცხვირი მას საზოგადოებრივ აქტივობაში უშლის თუ არა ხელს? ანუ უბრალოდ ცხვირის ცუდი ფორმაა აქვს და არ მოსწონს თუ მის ჯანმრთელობას ვნებს. სუფთა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ესეა დედამიწიდან წავიდა ღმერთი და არა სამოთხიდან გამოაგდეს ადამი.მაგრამ ამ სიტყვებში არ იგულისხმება ის რომ ღმერთი ჩვენთან არაა ,არა იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა. არა მომავალ თაობაში ნაკლები შანსია ეგ გენი დომინანტური იყოს ხომ ხვდები რატომაც . რაც შეეხება საზოგადოებრივ აქტივობას,გარეგნობა ან რაიმე განსაკუთრებით შესამჩნევი ნაკლი რა თქმა უნდა დამთრგუნველი შეიძლება იყოს,ადამიანი გაურბოდეს საზოგადოებასთან ურთიერთობას,ვერ ავლენდეს საკუთარ თავს.ანუ ეს ფენომენია კომპლექსი. მოკლედ აი ამ მამაოს აზრს დაგიკოპირებ და მაინტერესებს რამდენად ეთანხმები და რამდენად არა.. – მამაო, როგორ უყურებს ეკლესია ადამიანების მიერ პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას? – რა თქმა უნდა, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა სახის პლასტიკურ ოპერაციას ეხება ეს. ღმერთი ადამიანს უნაკლოს ბადებს, მას ყველაფერი აქვს: ყურები, თვალები, კიდურები და, ეს რომ არ დასჭირვებოდა, მაშინ ღმერთი არც მისცემდა, ანუ, ის, რაც შექმნილია ადამიანში ადამიანისთვის, უკვე გამშვენებულია და ერთმანეთთან იდეალურად არის შერწყმული, ანუ, ადამიანის აგებულება იდეალურია. თუმცა, ზოგჯერ ადამიანი ნაკლით იბადება და, უნდა ითქვას, რომ ეს ღმერთის ბრალი კი არ არის, არამედ გენეტიკის, რადგან დამახინჯდა ადამიანის გენეტიკა. როდესაც პირველმა ადამიანებმა შესცოდეს, წუთისოფელში შემოვიდა სიკვდილი, ხრწნილება, ადამიანისა და მთელი სამყაროს დაცემა. ამიტომაც ხდება ცხოვრებაში, რომ ადამიანი იბადება ნაკლით და ეს შეიძლება იყოს მშობლების ან მისი უახლოესი წინაპრების ბრალი. შეიძლება, მათ ჰქონდათ რაღაც ხინჯი და ის გადავიდა გენეტიკურად. ეს ყველაფერი კი ძალიან არის დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების წესზე. რა თქმა უნდა, ამის გამოსწორება შეიძლება პლასტიკური ოპერაციით. მაგალითად, ადამიანს, შეიძლება, სჭირდება ცხვირის გალამაზება, მით უმეტეს, გოგონები აქცევენ ამას ყურადღებას და, რა თქმა უნდა, მას შეუძლია, მივიდეს და გაიკეთოს ოპერაცია, ამაში ცუდი არაფერია, განსაკუთრებული საეკლესიო კანონი, სასჯელი ან, შეგონება ამაზე არ არსებობს. თუმცა, არსებობს საეკლესიო კანონი ადამიანის ჩაცმულობაზე, მორთულობაზე, მისი ცხოვრების წესზე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. 92-ე საეკლესიო კანონის თანახმად, იკრძალებოდა, თუ ქალი ჩაიცვამდა მამაკაცის ტანსაცმელს, ან მამაკაცი – ქალის სამოსს, მოირთვებოდა ზედმეტად, დაიმახინჯებდა სახეს. ეკლესია კოსმეტიკის გამოყენებას არ კრძალავს. უბრალოდ, აქ ზომიერებაა მთავარი, ისევე, როგორც ყველაფერში. ადამიანი, მით უმეტეს, ქალი, ისედაც ლამაზია და მას ზედმეტად გალამაზება არ სჭირდება. როგორც აღვნიშნე, ეკლესია არ კრძალავს პლასტიკურ ოპერაციებს, მაგრამ, გააჩნია ოპერაციას. თუ ადამიანი იმიტომ იკეთებს ამ ოპერაციას, რომ მას რაღაც ნაკლი აქვს, ეს კი მას პრობლემებს უქმნის, მაშინ, შეუძლია, გაიკეთოს, თუნდაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ცხვირის ოპერაცია, მაგრამ, თუ ეს ეხება სხეულის სხვა ნაწილებს და ეს ნაწილები ხდება საბაბი იმისა, რომ ამ ადამიანმა გაკეთებული ოპერაციით უნდა აღძრას ვნებები სხვა ადამიანში, ეს დაუშვებელია და ეკლესია ამ ყველაფრისგან გაიმიჯნება. ადამიანი ისედაც ლამაზია, ღვთის ქმნილებაა და მისი ზედმეტად შელამაზება არ არის საჭირო. მით უმეტეს, თუ ემსახურება იმას, რომ ადამიანი სხვა ადამიანებისთვის გახდეს უფრო მეტად მიმზიდველი, მოსაწონი, უფრო მეტიც – საცდური. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი