პლასტიკური ოპერაცია, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პლასტიკური ოპერაცია, ... |
q.w.e |
May 16 2015, 11:48 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 |
თქვენი აზრით არის თუ არა ცოდვა და თუ არის რა შემთხვევაშია ცოდვა პლასტიკური ოპერაცია,ინტერნეტში მამაოების აზრი წერია ამაზე თუმცა თქვენი მსჯელობაც მაინტერესებს.
|
q.w.e |
May 22 2015, 05:37 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 |
ციტატა როგორ წავიდა შეგიძლია ამიხსნა? მე ვერ გავიგე. რაც შეეხება მამაოს აზრს კამოდ საინტერსოა ერთში რაშიც ვეთანხმები ესაა : მამა თეოდორემ ერთ ერთი ქადაგების დროს გააკეთა აქცენტი ამ საკითხზე. სამოთხე არ არის კარგი ედემის ბაღები,მოჩუხჩუხე წყაროები და ასე შემდეგ,სამოთხე არის ის ადგილი სადაც ღმერთია.ღმერთი იყო დედამიწაზე ფიზიკურად(თუ შეიძლება ეს ითქვას სულზე) მაგრამ მას შემდეგ რაც აადამი დაეცა,უფალი წავიდა დედამიწიდან(თავისი გაგებით რა თქმა უნდა)ხოლო დედამიწაზე შემოვიდა ხრწნილება. ანუ უფალი განეშორა დედამიწას და არა ადამი განდევნეს სამოთხედან.ფორმალური საღვთისმეტყვლო ჭეშმარიტება ეს არისო და საიდან ამოიკითხა ნამდვილად არ ვიცი.თუმცა ეს მამაო ძალიან დიდი ავტორიტეტია ჩემთვის. ციტატა რაშიც ვეთანხმები ესაა : ეგ კონტექსტიდან ამოღებული წინადადებაა,რომელშიც იგულისხმება(კონტექსტიდან გამომდინარე)რომ ღმერთმა ადამიანში უნაკლოება ჩადო ხოლო ადამის დაცემის შემდეგ შემოვიდა ნაკლი. ციტატა ვერ ვხვდები რატომ შეიძლება გავიკეთო ცხვირის ოპერაცია გრძელი მაქ და დავიმოკლო და არ შეიძლება მკერდის ოპერაცია რომელიც პატარაა და გავზარდო? იმიტომ რომ ის მკერდია და ეს ცხვირი? გოგონებს ხშირად ტყუილად აქვთ ცხვირის კომპლექსი რაც უფრო სხვა რამის არასრულფასოვნების კომპლექსია. ის რომ გვინდა კარგად გამოვიყურებოდეთ ჩემი აზრით არ გვაძლევს უფლებას რაღაც მოვიჭრათ რაღაც გავიდიდოთ. ასევე შევეხები იმ თემას რომ აკრძალულია ქალის მიერ იგივე შარვლის ჩაცმა მაგრამ დღევანდელობაში ეს აკრძალვა რამდენად მართებულია? ის რო შეიძლება ლაშქრობაში წახვიდე და კომფორტისა და პრაქტიკულობის თვალსაზრისით ბევრად აღემატება შარვალი გაგდებს ეკლესიის წესების დამრღვეევის სიტუაციაში. ის რომ არაა აკრძალული ეკლესიის მიერ პლასტიკური ქირურგია ერთ ერთი მიზეზი ალბათ ყველა ვხვდებით რომ ისაა მაშინ უბრალოდ არ არსებობდა და ვერც წამოიდგნდენ მსგავს თემას. ისევ ვიმეორებ ჩემთვის მიუღებელია გოგოს გრძელი და კეხიანი ცხივირი ჰქონდეს და მოკლე და კურნუსა გაიკეთოს რადგან ასე მოსწონს და გრძელი ცხვირით სიარული ეხამუშება. მიღებული იმ შემთხვევაშია ჩემთვის როდესაც აშკარა დეფექტი აქვს ადმაიანს, კურდღლის ტუჩი გატეხილი ცხვირი და ა.შ. ნუ კარგი რა ცხვირსა და მკერდს შორის განსხვავებას ვერ ხედავ?მკერდის ოპერაცია ვის უნდა უნდოდეს?99.9% ამას ინტიმური ვნებების სტიმულირებისთვის იკეთებს.ცხვირის ოპერაცია კიდე კი არ ალამაზებს,უბრალოდ სიმახინჯის მდგომარეობიდან ამოიყვანს ადამიანს,იმ სიმახინჯისა რომელიც არც ღმერთს სურდა და არც თავად ადამიანს. 1000 მდე თანდაყოლიი დაავადება არსებობს საერთოდაც რამდენად ეთანხმები მაშინ კბილების გასწორებას?როდესაც ადამიანს ბუნებრივად ერგო ოღროჩოღრო კბილები და სინით ისწორებს? ან საერთოდაც ახალ კბილს იდგამს არა იმიტომ რომ მექანიკური დაზიანებაა მიიღო არამედ იმიტომ რომ არ მოუფრთხილდა ან უბრალოდ კალცის ნაკლებობა აქვს. ასეთი საკითხების დროს ჭეშმარიტება მოტივშია. ეს მოტივი კი მხოლოდ ადამიანმა იცის. იქნება თუ არა მისი შემდგომი ნაბიჯი(ნებისმიერ სფეროში) დაცემული ბუნების გამარჯვება სულზე თუ პირიქით |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი