პლასტიკური ოპერაცია, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პლასტიკური ოპერაცია, ... |
q.w.e |
May 16 2015, 11:48 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 |
თქვენი აზრით არის თუ არა ცოდვა და თუ არის რა შემთხვევაშია ცოდვა პლასტიკური ოპერაცია,ინტერნეტში მამაოების აზრი წერია ამაზე თუმცა თქვენი მსჯელობაც მაინტერესებს.
|
Zukazuka314 |
May 23 2015, 05:50 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
ციტატა სუფთა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ესეა დედამიწიდან წავიდა ღმერთი და არა სამოთხიდან გამოაგდეს ადამი.მაგრამ ამ სიტყვებში არ იგულისხმება ის რომ ღმერთი ჩვენთან არაა ,არა იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა. არა მომავალ თაობაში ნაკლები შანსია ეგ გენი დომინანტური იყოს ხომ ხვდები რატომაც კარგი იყოს ვითომ წასული... კაი ვიტომ წავიდა, ვითიმ...... ხომ მოვიდა ისევ? ხომ არ მოგწონს რომ წავიდა? მაგრამ ხომ მოვიდა ისევ.... გიხარია? ციტატა მამა თეოდორემ ერთ ერთი ქადაგების დროს გააკეთა აქცენტი ამ საკითხზე. სამოთხე არ არის კარგი ედემის ბაღები,მოჩუხჩუხე წყაროები და ასე შემდეგ,სამოთხე არის ის ადგილი სადაც ღმერთია.ღმერთი იყო დედამიწაზე ფიზიკურად(თუ შეიძლება ეს ითქვას სულზე) მაგრამ მას შემდეგ რაც აადამი დაეცა,უფალი წავიდა დედამიწიდან(თავისი გაგებით რა თქმა უნდა)ხოლო დედამიწაზე შემოვიდა ხრწნილება. ანუ უფალი განეშორა დედამიწას და არა ადამი განდევნეს სამოთხედან.ფორმალური საღვთისმეტყვლო ჭეშმარიტება ეს არისო და საიდან ამოიკითხა ნამდვილად არ ვიცი.თუმცა ეს მამაო ძალიან დიდი ავტორიტეტია ჩემთვის. ჩემთვისაც დიდი მამაოა და ყველაზე მეთად მაგ მამაოსი მჯერა.... ახლა მამაოს სიტყვები.... თუ შეგიძLია დამილინკე ეგ ვიდეო და ვიდეოს ადგილი... კარგად დააციტირე? კარგი სამოტხე არის ის ადგილის სადაც ღმერთია...ხო? და ახლა ის მითხარი სად არ არის ღმერთი?.....გაგება უნდა მამაოს სიტყვებს და არამგონია სრულად დაგეციტირებინა მანდ მამაოს ადამიანი უნდა ეხსენებინა.... კარგი... ახლა მეორე, უფალი წავიდა დედამიწიდან? რატომ? კარგი წავიდა ვითომდა, ხომ დაბრუნდა? ციტატა დაცემული ბუნების გამარჯვება სულზე ? შენ რომ სხეული მოკლა ამით სულს მოკლავ? ციტატა – რა თქმა უნდა, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა სახის პლასტიკურ ოპერაციას ეხება ეს. ღმერთი ადამიანს უნაკლოს ბადებს, მას ყველაფერი აქვს: ყურები, თვალები, კიდურები და, ეს რომ არ დასჭირვებოდა, მაშინ ღმერთი არც მისცემდა, ანუ, ის, რაც შექმნილია ადამიანში ადამიანისთვის, უკვე გამშვენებულია და ერთმანეთთან იდეალურად არის შერწყმული, ანუ, ადამიანის აგებულება იდეალურია. თუმცა, ზოგჯერ ადამიანი ნაკლით იბადება და, უნდა ითქვას, რომ ეს ღმერთის ბრალი კი არ არის, არამედ გენეტიკის, რადგან დამახინჯდა ადამიანის გენეტიკა. როდესაც პირველმა ადამიანებმა შესცოდეს, წუთისოფელში შემოვიდა სიკვდილი, ხრწნილება, ადამიანისა და მთელი სამყაროს დაცემა. ამიტომაც ხდება ცხოვრებაში, რომ ადამიანი იბადება ნაკლით და ეს შეიძლება იყოს მშობლების ან მისი უახლოესი წინაპრების ბრალი. შეიძლება, მათ ჰქონდათ რაღაც ხინჯი და ის გადავიდა გენეტიკურად. ეს ყველაფერი კი ძალიან არის დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების წესზე. რა თქმა უნდა, ამის გამოსწორება შეიძლება პლასტიკური ოპერაციით. მაგალითად, ადამიანს, შეიძლება, სჭირდება ცხვირის გალამაზება, მით უმეტეს, გოგონები აქცევენ ამას ყურადღებას და, რა თქმა უნდა, მას შეუძლია, მივიდეს და გაიკეთოს ოპერაცია, ამაში ცუდი არაფერია, განსაკუთრებული საეკლესიო კანონი, სასჯელი ან, შეგონება ამაზე არ არსებობს. თუმცა, არსებობს საეკლესიო კანონი ადამიანის ჩაცმულობაზე, მორთულობაზე, მისი ცხოვრების წესზე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. 92-ე საეკლესიო კანონის თანახმად, იკრძალებოდა, თუ ქალი ჩაიცვამდა მამაკაცის ტანსაცმელს, ან მამაკაცი – ქალის სამოსს, მოირთვებოდა ზედმეტად, დაიმახინჯებდა სახეს. ეკლესია კოსმეტიკის გამოყენებას არ კრძალავს. უბრალოდ, აქ ზომიერებაა მთავარი, ისევე, როგორც ყველაფერში. ადამიანი, მით უმეტეს, ქალი, ისედაც ლამაზია და მას ზედმეტად გალამაზება არ სჭირდება. როგორც აღვნიშნე, ეკლესია არ კრძალავს პლასტიკურ ოპერაციებს, მაგრამ, გააჩნია ოპერაციას. თუ ადამიანი იმიტომ იკეთებს ამ ოპერაციას, რომ მას რაღაც ნაკლი აქვს, ეს კი მას პრობლემებს უქმნის, მაშინ, შეუძლია, გაიკეთოს, თუნდაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ცხვირის ოპერაცია, მაგრამ, თუ ეს ეხება სხეულის სხვა ნაწილებს და ეს ნაწილები ხდება საბაბი იმისა, რომ ამ ადამიანმა გაკეთებული ოპერაციით უნდა აღძრას ვნებები სხვა ადამიანში, ეს დაუშვებელია და ეკლესია ამ ყველაფრისგან გაიმიჯნება. ადამიანი ისედაც ლამაზია, ღვთის ქმნილებაა და მისი ზედმეტად შელამაზება არ არის საჭირო. მით უმეტეს, თუ ემსახურება იმას, რომ ადამიანი სხვა ადამიანებისთვის გახდეს უფრო მეტად მიმზიდველი, მოსაწონი, უფრო მეტიც – საცდური. და მე ამას ვეთანმხმები... ვისაც უნდა შემედავოს... და ქ წ ე მერე? მე ვეთანხმები ამას და რა... ციტატა არ ვეთანხმები ამაში G_სახვა ჩემი აზრით მამაომ ეგ იმიტმ თქვა რომ როდესაც ადამიანს ცუდი გარეგნობა ექნება, და რომ ღმერთის გმობა არ დაწყოს, იმიტომ რომ ასეთი გარეგნობა აქვს და ასევე არ შეუძლია ამის გამოსწორება (ვითომდა ეკლესიის მხრიდან), როდესაც შესაძლებელია ეს რადგან ეკლესია იძახის და ვითOმდა მკაცრად კრძალავდეს.... და ეგრეცაა რაც თქვა... მე სრულიად ვეთანმები.... მაგრამ გააჩნია რათქმაიუნდა ოპერაციას...შენ რაც დაწერე იქაც გეთანხმები.... (ჩემი აზრით) ეკლესია არ კრძალავს ამას (ძალიანა) ზოგადად... მაგრამ მაშIნ კრძალავს როდესაც ეს არის საშიშI ადამიანების სულისთვის.... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი