პლასტიკური ოპერაცია, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პლასტიკური ოპერაცია, ... |
q.w.e |
May 16 2015, 11:48 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 26-April 14 წევრი № 13,685 |
თქვენი აზრით არის თუ არა ცოდვა და თუ არის რა შემთხვევაშია ცოდვა პლასტიკური ოპერაცია,ინტერნეტში მამაოების აზრი წერია ამაზე თუმცა თქვენი მსჯელობაც მაინტერესებს.
|
G_saxva |
May 25 2015, 10:06 AM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
უი რამდენი დაგიწერიათ, თან რა ცხარე ცხარე
ბევრ რამეზე პასუხის გაცემა მეზაება ბევრზე არა , ასე რომ მივყვეთ თანდათანობით. პირველი ის რომ ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ და მოვიშოროთ აგრესია, აქ მაინც. მერე ის რომ. რობინი ციტატა აქ მოძღვრებიც წერენ ხოლმე? ;-) კი წერენ მაგრამ იშვიათად. Zukazuka314 ციტატა როგორც ვიცი არა, სამწუხაროდ; არასწორედ იცი q.w.e ციტატა მამა თეოდორემ ერთ ერთი ქადაგების დროს გააკეთა აქცენტი ამ საკითხზე. სამოთხე არ არის კარგი ედემის ბაღები,მოჩუხჩუხე წყაროები და ასე შემდეგ,სამოთხე არის ის ადგილი სადაც ღმერთია.ღმერთი იყო დედამიწაზე ფიზიკურად(თუ შეიძლება ეს ითქვას სულზე) მაგრამ მას შემდეგ რაც აადამი დაეცა,უფალი წავიდა დედამიწიდან(თავისი გაგებით რა თქმა უნდა)ხოლო დედამიწაზე შემოვიდა ხრწნილება. ანუ უფალი განეშორა დედამიწას და არა ადამი განდევნეს სამოთხედან.ფორმალური საღვთისმეტყვლო ჭეშმარიტება ეს არისო და საიდან ამოიკითხა ნამდვილად არ ვიცი.თუმცა ეს მამაო ძალიან დიდი ავტორიტეტია ჩემთვის. ძალიან მიჭირს ხოლმე ასე აბზაც აბზაც ნათქვამზე კომენტარის გაკეთება თუ მთლიანად არ მოვისმინე ქადაგება და ამის შედგომ არ მივხვდი კონკრეტული ფრაზა თუ მონაკვეთი რას ამბობდა. ამჟამად მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბიბლიაში წერია ადამი და ევა სამოთხიდან გამოიდევნენ, ასევე ღმერთს არ მიუტოვებია არც დედამიწა და არც ადამიანები. ციტატა ნუ კარგი რა ცხვირსა და მკერდს შორის განსხვავებას ვერ ხედავ?მკერდის ოპერაცია ვის უნდა უნდოდეს?99.9% ამას ინტიმური ვნებების სტიმულირებისთვის იკეთებს.ცხვირის ოპერაცია კიდე კი არ ალამაზებს,უბრალოდ სიმახინჯის მდგომარეობიდან ამოიყვანს ადამიანს,იმ სიმახინჯისა რომელიც არც ღმერთს სურდა და არც თავად ადამიანს. 1000 მდე თანდაყოლიი დაავადება არსებობს საერთოდაც რამდენად ეთანხმები მაშინ კბილების გასწორებას?როდესაც ადამიანს ბუნებრივად ერგო ოღროჩოღრო კბილები და სინით ისწორებს? ან საერთოდაც ახალ კბილს იდგამს არა იმიტომ რომ მექანიკური დაზიანებაა მიიღო არამედ იმიტომ რომ არ მოუფრთხილდა ან უბრალოდ კალცის ნაკლებობა აქვს. ასეთი საკითხების დროს ჭეშმარიტება მოტივშია. ეს მოტივი კი მხოლოდ ადამიანმა იცის. იქნება თუ არა მისი შემდგომი ნაბიჯი(ნებისმიერ სფეროში) დაცემული ბუნების გამარჯვება სულზე თუ პირიქით ისევ კრუგზე ვტრიალებთ ხოღონდ სხვადასხვა მაგალითები მოგვყავს. ვფიქრობ ჩემი აზრი გასაგებია ისევე როგორც შენი ჩემთვის. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი