ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული და უცხოური ღვინის ნაწარმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული და უცხოური ღვინის ნაწარმი |
sable |
Oct 9 2009, 01:53 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ეს თემა ეხება ღვინის კულტურასა და მის ისტორიას!
თუ საიდან წარმოიშვა! როდის წარმოიშვა! როგორი გავრცელება ჰპოვა! რა ადგილი უკავია სხვადასხვა კულტურაში! ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოში! ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოს გარეთ! აბა იქტიურეთ იმათმა ვისაც ღვინო მოსწონს, ღვინის დალევა არ არის მარტო საქმე ღვინო უნდა იცოდე კიდეც, ყველა ასპექტში მითუმეტეს ქართველმა კაცმა! აბა კიდევ ერთხელ, ველი ცოდნის გაზიარებას მე ნალ-ნელა დავდებ მასალებს იმ თემების შესახებ რაც ზემოთ დავწერე. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
marine |
May 26 2015, 11:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
http://news.ge/ge/news/story/135893-iberii...bi-treligorebze
იბერიის სამეფოს დროინდელი მარნისა და ტაძრის ნაშთები თრელიგორებზე 26 მაისი 19:32441 საქართველოს ეროვნული მუზეუმის უძველესი თბილისის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დიღომში, თრელიგორების უძველესი ნასახლარის ტერიტორიაზე ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული ქართლის (იბერიის) სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთებს მიაკვლია. მარნის აღმოჩენამ თრელიგორების ნასახლარის ძნელადმისადგომ თხემზე, მეცნიერებს ავარაუდებინა, რომ მარანი შეიძლებოდა ყოფილიყო სატაძრო კომპლექსის ნაწილი. ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა აერო ფოტოებისა და სატელიტური გამოსახულებების შესწავლამ და არქეოლოგების მიერ ჩატარებულმა სადაზვერვო სამუშაოებმა. როგორც მუზეუმიდან news.ge-ს აცნობეს, ამ პერიოდის მარნის აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეღვინეობის განვითარების ისტორიის კვლევისთვის. „ქვევრებში დალექილი ნაშთების ლაბორატორიული კვლევა, სავარაუდოდ, მოგვცემს ინფორმაციას არსებობდა თუ არა გენური უწყვეტობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ადრეულ ეტაპზე ღვინის დასამზადებლად გამოყენებულ ყურძნის ჯიშებსა და ქვემო ქართლში დადასტურებულ, მსოფლიოში უადრეს, რვაათასწლოვან ყურძნის ჯიშებს შორის. ახალ აღმოჩენას მნიშვნელობა ენიჭება ასევე ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის ისტორიის რეკონსტრუქციის თვალსაზრისითაც. ექსპედიციის ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის არქეოლოგიური კოლექციების კურატორი, არქეოლოგი მიხეილ აბრამიშვილი“, - აცხადებენ მუზეუმში. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი