სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Nov 19 2013, 01:29 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„პატრიოტიზმი (ბერძნ. πατρίς, სამშობლო) — დადებითი განწყობა საკუთარი სამშობლოს მიმართ, სამშობლოს სიყვარული.“
ჩემი სამშობლო გაგიჟებით მიყვარს... ეს მძაფრი განცდა ყველაზე მეტად მაშინ დამუფლებია, როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოვსულვარ და პირველ რიგში ქართული ჰაერი ჩამისუნთქავს... უსიტყვოდ, დაუფიქრებლად დავთმობდი მისთვის სიცოცხლეს... ყველა დაკარგული კუთხე-კუნჭული ისე ძალიან, ისე ძალიან მტკივა, რომ მათზე უბრალო სტატიის წაკითხვაც კი მეძნელება... ჩემი აზრით, პატრიოტიზმის განცდა ადამიანთან ერთად იბადება და გარდაცვალების მერე იმ სამყაროშიც მიყვება... თავად ქრისტესაც უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო და ამით მაგალითი მოგვცა... რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი და როგორ ფიქრობთ, რა დოზით გაქვთ? ვისაუბროთ ამ თემაზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Jun 6 2015, 03:31 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქართველები, რომლებიც ისტორიამ მოღალატეებად შერაცხა
საქართველოს ისტორიაში მუდმივად იყვნენ ადამიანები, რომლებიც, ნებით თუ უნებლიედ, ისტორიამ მოღალატეებად შერაცხა. მათი უმეტესობა პირადი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ ისწრაფვოდა, მათმა ქმედებებმა კი საბოლოო შედეგი გამოიღო და ისტორიამ ისინი მოღალატეებად შერაცხა. ისტორიკოსებს ხალხისა და ისტორიის მიერ შერაცხული მოღალატეების დასახელება ვთხოვეთ. კახაბერ ყორღანაშვილი ის ერთ-ერთია, ვისი სახელიც ისტორიამ მოღალატის სტატუსით შემოინახა. მასზე არაერთი გასამასხარავებელი ლექსია ხალხის მიერ შექმნილი. მათ შორის ყველაზე ცნობილია: "ყორღანას ძეს ქარაფიდან, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა". 1569 წელს ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარს შორის ფარცხისთან ბრძოლა გაიმართა. ირანის შაჰმა განჯაში შაქისა და ყარაბაღის ლაშქარი შეკრიბა, დაიქირავა საშამხლოს რაზმები და საქართველოში გაგზავნა ქართლის მეფის სვიმონ I-ის წინააღმდეგ. მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მტერს გზაზე მიეგება და მეგზურად წაუძღვა. მიუხედავად მტრის სიჭარბისა, ქართველებმა მტერი დაამარცხეს, თუმცა ბრძოლის დროს სვიმონ მეფე მოწყდა პირად დაცვას, რაც არ გამოეპარა კახაბერ ყორღანაშვილს და ყიზილბაშებს მეფის ვინაობა ამცნო, მათ კი სვიმონ მეფე შეიპყრეს. დატყვევებული სვიმონი, საკუთარმა ძმამ, დაუდ-ხანმა შაჰ-თამაზთან გააგზავნა და შემდგომ მთელი 10 წელი ალამუთის ციხეში ტყვეობაში გაატარა. იასე ფალავანდიშვილი ადამიანი, რომელმაც 1832 წლის შეთქმულება გასცა, რაც მეცხრამეტე საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. პეტერბურგსა და მოსკოვში იძულებით გადასახლებული ქართველ ბატონიშვილთა ოჯახები ვერ შეურიგდნენ თავიანთ ხვედრს და ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისათვის დაიწყეს ბრძოლა. შეთქმულების ხელმძღვანელ ბირთვს სოლომონ დოდაშვილი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი და იასე ფალავანდიშვილი წარმოადგენდნენ. შეთქმულება დიდხანს და საფუძვლიანად მზადდებოდა. აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა. გიგლა ბერბიჭაშვილი ბოლომდე დაუდგენელი, თუმცა გადმოცემითა და მოწმეების ჩვენებებით, ის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. 1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისიდან საგურამოში ეტლით მიემგზავრებოდა. წიწამურთან მას გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, "ვინმე იმერელი") დახვდა, რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. გადმოცემის თანახმად, ილია ფეხზე წამოდგა და ბანდას მიმართა "ილია ვარ არ მესროლოთ". გიგლას პასუხი კი ასეთი იყო: "ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ", და უცბად გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. ილია წიწამურთან მოკლეს, მას ტყვია გულმკერდის არეში ჰქონდა ნასროლი. სერგო ორჯონიკიძე ქართველთა ცნობიერებაში ეს იყო პიროვნება, რომელმაც დაგეგმა და უშუალოდ განახორციელა აგრესია საკუთარი სამშობოლოს წინააღმდეგ, შემოუძღვა თბილისში წითელ არმიას, წაართვა საქართველოს დამოუკიდებლობა და იგი რუსეთის კოლონიად აქცია. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/133169-qa...-sherackha.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი Nov 19 2013, 01:29 PM
marine „ადამიანი, ყოველი ... Nov 19 2013, 01:40 PM
marine „სამშობლო შენში იმ... Nov 20 2013, 01:28 PM
marine „სამშობლო, ესაა ენ... Nov 26 2013, 02:21 PM
marine "-როგორ ბრძანდები... Dec 4 2013, 01:10 PM
marine სამშობლო უფრო მეტა... Dec 13 2013, 12:55 PM
marine "სამშობლოს მტრებ... Feb 10 2014, 01:20 PM
marine ''მშობლიურ თოვლი... Feb 11 2014, 03:06 PM
G_saxva marine
ავტორი? Feb 11 2014, 03:59 PM
marine
marine
ავტორი?
არ ვიცი,... Feb 11 2014, 04:14 PM
marine "ერთხელ და სამუდა... Feb 20 2014, 01:30 PM
marine „წმინდა ფილარეტ მო... Oct 17 2014, 09:45 PM
sanfol გადამეტებული პატრ... Oct 27 2014, 01:43 PM
marine
გადამეტებული პატრ... Oct 27 2014, 02:30 PM
sanfol
როგორია "გადამეტ... Oct 27 2014, 04:24 PM
marine
როცა შანსი მოგეცე... Oct 27 2014, 06:41 PM
sanfol marine
არა ზუსტად ეგაა ... Oct 27 2014, 07:14 PM
marine
marine
არა ზუსტად ეგაა ... Oct 27 2014, 09:51 PM
sanfol
როგორც ჩანს შენ გს... Oct 28 2014, 01:10 PM
marine
ალბათ მართალი ხარ... Oct 28 2014, 01:26 PM
lingvo სამშობლო როგორც უფ... Oct 28 2014, 02:16 PM
marine
სამშობლო როგორც უ... Oct 28 2014, 02:44 PM
sanfol marine
გეთანხმები რად... Oct 28 2014, 02:50 PM
marine
marine
გეთანხმები რად... Oct 28 2014, 02:52 PM
sanfol lingvo
როგორაა 1 სამშობ... Oct 28 2014, 02:55 PM
marine
ნამდვილად თუმცა ვ... Oct 28 2014, 02:58 PM
sanfol
რას გულისხმობ თავ... Oct 28 2014, 03:45 PM
marine
ჭიაკოკონობაზე არ ... Oct 28 2014, 04:12 PM
sanfol
შენი სიტყვებითა ჩ... Oct 28 2014, 05:03 PM
marine
გეთანხმებით :)
იხა... Oct 28 2014, 05:04 PM
sanfol აქვე მინდა შევეხო ... Oct 28 2014, 05:10 PM
marine
აქვე მინდა შევეხო ... Oct 28 2014, 05:12 PM
sanfol
სამშობლოსთვის სიკ... Oct 28 2014, 05:18 PM
marine
მართლა? ეს არ ვიცოდ... Oct 28 2014, 05:31 PM
sanfol
პოლიტიკური კუთხით... Oct 28 2014, 05:59 PM
marine
პოლიტიკური არა რე... Oct 28 2014, 11:12 PM
sanfol
მე მხოლოდ ის შემიძ... Oct 29 2014, 12:10 PM
marine
დაახლოებით გავიგე... Oct 29 2014, 12:59 PM
marine "თითოეულმა ჩვენგ... Nov 1 2014, 08:51 PM
marine "ყველა კაცმა იქ უ... Nov 6 2014, 12:17 PM
marine "მამული ერთია, კა... Nov 15 2014, 08:46 PM
marine "ძალიან კარგია უც... Nov 18 2014, 04:11 PM
marine "გაბრიელ ბერს საქ... Nov 26 2014, 08:23 PM
marine " - მე ვკვდები სიხა... Nov 27 2014, 07:17 PM
marine უფალი და სამშობლო - ... Nov 27 2014, 09:43 PM
marine ჩემს არეულ– დარეულ... Dec 25 2014, 10:43 PM
marine "სამშობლო და ადამ... Dec 28 2014, 01:32 PM
marine "საქართველო სათა... Dec 29 2014, 11:03 AM
marine "ერთხელ მკითხეს, ... Jan 14 2015, 08:30 PM
marine "ჩემი სული ღმერთს... Feb 3 2015, 07:20 PM
marine [ისტორიკოს] "ლევა... Feb 5 2015, 01:05 PM
marine "მე ასე მგონია, უს... Feb 10 2015, 06:18 PM
marine "უგულებელყოფა წა... Feb 23 2015, 08:47 PM
marine "ყოველი ადამიანი... Feb 24 2015, 10:55 PM
marine "ჩვენი ერის დიდი ... Mar 1 2015, 10:23 PM
marine "არავინ იფიქროს, ... Mar 4 2015, 07:52 PM
marine "ჩვენ უნდა ვიცოდე... Mar 18 2015, 10:59 PM
marine "მიწიერი ყოფა და ... Mar 21 2015, 09:51 PM
marine "სამშობლოს სიყვა... Mar 24 2015, 08:49 PM
marine "დამოუკიდებელი დ... Mar 30 2015, 09:10 PM
marine "ჩვენი დროის ათი ... Mar 30 2015, 09:59 PM
marine "ძალიან გამიჭირდ... Mar 31 2015, 02:13 PM
marine "დღეს საქართველო ... Apr 19 2015, 04:29 PM
marine "გამორჩეული იყო პ... May 12 2015, 04:11 PM
marine "ამ ურთულეს დროში... May 13 2015, 06:56 PM
marine “ზვიად გამსახურდი... May 26 2015, 03:31 PM
marine "მამულიშვილის გვ... May 26 2015, 07:25 PM
marine "ეს ხატი უფლის მე... Jun 11 2015, 10:05 PM
marine ადამიანი ჰგავს იმ ... Jun 13 2015, 10:17 PM
marine "ფერეიდანში ქრის... Jun 17 2015, 11:07 AM
marine "დიდი საქმე ხშირა... Jun 21 2015, 07:30 PM
marine ყველა ერს თავისი მ... Jun 22 2015, 10:04 PM
marine "გიყვარდეთ სამშო... Jun 25 2015, 10:18 PM
marine "გაწირავდით თუ არ... Jun 27 2015, 11:04 PM
marine http://s019.radikal.ru/i616/1507/03/8771b854c31e.j... Jul 5 2015, 02:19 PM
marine "ჩვენ წინაპრების ... Jul 19 2015, 02:33 PM
marine "მე მაინც მჯერა, ჯ... Jul 19 2015, 11:29 PM
marine "დავით გურამიშვი... Aug 3 2015, 10:52 AM
marine “სამშობლო ქვეყნის... Aug 3 2015, 12:27 PM
marine "გაეცი სამშობლოს... Aug 3 2015, 09:53 PM
marine "...პესიმიზმი - საყ... Aug 3 2015, 10:11 PM
marine "ქართველი ხალხის ... Aug 4 2015, 09:19 PM
marine "თავისი სათაყვან... Aug 5 2015, 01:17 PM
marine "სამშობლოს მარად... Aug 5 2015, 01:36 PM
marine "მას საკუთარი ქვე... Aug 5 2015, 01:53 PM
marine "გაისმის მამულის ... Aug 5 2015, 07:24 PM
marine "რაც შეეხება მამუ... Aug 5 2015, 09:37 PM
marine "სამშობლოს ჰაერი ... Aug 6 2015, 11:23 PM
marine "როგორც შენი ერი ... Aug 7 2015, 12:32 PM
marine "არსებობს ასეთი ტ... Aug 7 2015, 12:53 PM
marine "ღონე ქვეყნისა ნი... Aug 7 2015, 09:54 PM
marine „იგი [ლევან გოთუა] ს... Aug 7 2015, 10:42 PM
marine "ისტორია გვაძლევ... Aug 9 2015, 03:51 PM
marine "[ილო მოსაშვილი] ს... Aug 9 2015, 08:04 PM
marine "ქვეყნის, ხალხისა... Aug 9 2015, 09:27 PM
marine "ისევე, როგორც ქრ... Aug 17 2015, 08:06 PM
marine „ღვთის რწმენა და ს... Aug 19 2015, 04:21 PM
marine http://s019.radikal.ru/i615/1508/e9/e7ff2aaecd21.j... Aug 19 2015, 05:06 PM
marine "სამშობლოს სიყვა... Aug 21 2015, 09:58 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 11:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი