IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ტრაგედია თბილისში :(
marine
პოსტი Jun 15 2015, 07:48 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ფორუმელებო, ყველას მოგეხსენებათ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ sad.gif

გთხოვთ, ყველამ ლოცვებში მოვიხსენიოთ გარდაცვლილთა სულები და დავფიქრდეთ, თუ რატომ მოხდა ეს უბედურება ჩვენს თავს...


"- ჩვენ თუ ღმერთი დავკარგეთ, ნურაფრით ვიქნებით უკმაყოფილო. უბედურებამ ყველას კარზე მოაკაკუნა"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

"უნდა იყოს გათვალისწინებული ის რაც მოხდა და აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა"

/ილია II/

"ყველას შეეშინდა მიწისძვრისა, მე კი შემეშინდა მიწისძვრის გამომწვევი მიზეზისა".

/წმ. იოანე ოქროპირი/




IPB-ს სურათი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jun 17 2015, 10:35 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სტიქიისას დაღუპული გოგონას-ინდირა ზარანდიას ჩანაწერებიდან

- პარადოქსია ჩვენს დროში, რომ გვაქვს უფრო მაღალი შენობები, მაგრამ ვართ ნაკლებად ტოლერანტულები, გვაქვს უფრო ფართო გზები, მაგრამ ვიწრო თვალთახედვა.

ვხარჯავთ მეტს, ვიღებთ ნაკლებს, ვყიდულებთ მეტს, გვიხარია ნაკლებად. გვაქვს უფრო დიდი სახლები, მაგრამ უფრო პატარა ოჯახები, ვართ უკეთესად კეთილმოწყობილები, მაგრამ გვაქვს ნაკლები დრო. გვაქვს უფრო მეტი ცოდნა, მაგრამ ვართ ნაკლებად გონიერები, გვყავს მეტი ექსპერტი, მაგრამ გვაქვს მეტი პრობლემა, გვაქვს უკეთესი მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა.

ვსვამთ ძალიან ბევრს, ვეწევით ძალიან ბევრს, დროს დაუფიქრებლად ვხარჯავთ, ვიცინით ძალიან ცოტას, ავტომობილებს ვმართავთ ძალიან სწრაფად, ვბრაზდებით იოლად, დასაძინებლად ვწვებით ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან დაღლილები, ვკითხულობთ ძალიან ცოტას, ძალიან ბევრს ვუყურებთ ტელევიზორს და ვლოცულობთ ძალიან იშვითად. გავზარდეთ ჩვენი ქონება, მარამ შევამცირეთ ჩვენი ღირებულებები. ვლაპარაკობთ ძალიან ბევრს, გვიყვარს იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად.

ვისწავლეთ, როგორ ვიარსებოთ, მაგრამ არა როგორ ვიცხოვროთ. ჩვენ სიცოცხლეს ვამატებთ წლებს, მაგრამ არა წლებს - სიცოცხლეს. ჩვენ შევძელით მთვარეზე გაფრენა და უკან დაბრუნება, მაგრამ გვიჭირს ქუჩის გადაკვეთა და ახალი მეზობლის გაცნობა. ჩვენ დავიპყარით გარესამყარო, მაგრამ შინაგანი სამყარო ვერა.

ჩვენ ვაკეთებთ დიდ საქმეებს, მაგრამ არა უკეთესს საქმეებს. ჩვენ გავწმინდეთ ჰაერი, მაგრამ დავიბინძურეთ სული. ვწერთ მეტს, ვსწავლობთ ნაკლებს. ვგეგმავთ ბევრს, ვაღწევთ ნაკლებს. ვისწავლეთ მიტოვება და გამოქცევა, მაგრამ არა ლოდინი. ჩვენ ვქმნით მეტ კომპიუტერს, მაგრამ გვაქვს უფრო და უფრო ნაკლები კომუნიკაცია.

ეს არის დრო სწრაფი კვების და ცუდი მონელების, დიდი თანამდებობის მქონეების, მაგრამ ნაკლებად ღირსეულების. დღეს არის დრო სწრაფი მოგების და ნაკლები ურთიერთოების. დრო გაზრდილი შემოსავლებიი და განქორწინებების გაზრდილი რიცხვის. ლამაზი სახლების და განადგურებული ოჯახების.

ეს არის დრო მანძილის მალე დაფარვისა, სარეკლამო მორალისა, ერთღამიანი ურთიერთობებისა, ჭარბწონიანი სხეულების და ტაბლეტების, რომლებსაც მოვყავართ ხასიათზე, გვამშვიდებენ და გვკლავენ.

ეს არის დრო, როცა ტექნოლოგიას შეუძლია მოიტანოს ეს წერილი თქვენამდე, და დრო, როცა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მისი გაანალიზება, ან უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს "Delete"
დაიმახსოვრეთ,რომ უნდა გაატაროთ დრო მათთან ვინც გიყვართ, რადგან მოვა დრო, როცა ისინი თქვენთან აღარ იქნებიან. თბილად ჩაეხუტეთ მას და უთხარით, რომ გიყვართ - ეს ერთადერთი სიმდიდრეა, რომელიც ცენტიც არ დაგიჯდებათ...

ინდი ზარანდია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ტრაგედია თბილისში :(   Jun 15 2015, 07:48 PM
marine   წუხელ გოგონა წყალმ...   Jun 15 2015, 10:51 PM
marine   http://s018.radikal.ru/i501/1506/92/bb0c856a9a9b.j...   Jun 17 2015, 10:23 AM
marine   სტიქიისას დაღუპულ...   Jun 17 2015, 10:35 AM
marine   გლოვა არ ნიშნავს ს...   Jun 17 2015, 11:34 AM
marine   "სადაც მწუხარება ...   Jun 17 2015, 02:46 PM
marine   "დაგვიცევ და გვიხ...   Jun 17 2015, 09:14 PM
Zukazuka314   ნეტავ რატომ მოხდა? (...   Jun 17 2015, 10:52 PM
marine   ნეტავ რატომ მოხდა? ...   Jun 18 2015, 01:50 PM
G_saxva   მამა პეტრე: ვინც თვ...   Jun 18 2015, 04:16 PM
marine   ის არის ახლოს მართ...   Jun 18 2015, 04:48 PM
A.V.M   ღმერთმა აცხოვნოს მ...   Jul 3 2015, 09:32 PM
marine   http://s017.radikal.ru/i440/1508/9f/8a67aa5d6c0b.j...   Aug 19 2015, 11:03 PM
მხევალი ნინო   აუფ, მოუნელებელი ტ...   Apr 3 2016, 07:56 PM
A.V.M   მხევალი ნინო საშინ...   Apr 23 2016, 10:48 PM
marine   :( დღეს ტრაგედიის მო...   Feb 1 2018, 03:33 PM
marine   "ყოველ დღე ისეთი ...   Feb 11 2019, 07:22 PM
marine   "მზე ისევ გაათბობ...   Jun 13 2020, 02:43 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th September 2024 - 02:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience