![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sable |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
ამ თემაში იწერება საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ისტორიის ხრონოლოგია, ანალიზის გარეშე
ანუ მხოლოდ ის თუ რა ხდება. ანალიზი აღარ დაურთოთ, არამედ მხოლოდ ფაქტები წერეთ, ხოლო ანალიზით თქვენთვის მომინდია! ![]() მოკლედ დღე არ უნდა ჩავარდეს, რადგან ისტორია მუდმივი პროცესია (და არა მხოლოდ წარსული, როგორც ეს ბევრს ჰგონია) და ის რაც დღეს ხდება და რაც გუშინ მოხდა თანაბრად იწრება ისტორიაში! მოკლედ ვწერთ თარიღს და წყაროს 2009 წელი 10 ოქტომბერი: ნატო-ს დღეების ფარგლებში, თბილისში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი ჩამოვიდა. დღის 5 საათზე, სიმონსი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სიმონსის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 11 ოქტომბერს დატოვებს. http://itv.ge/?p=27848 პს. კარგი იქნება თუ ქრონოლოგია დაცული იქნება ანუ 2009, 10 ოქტომბრის მერე, უცებ 8 ოქტომბერი არ წამოვიდეს. ![]() ასევე, პს. მოდერს ვთხოვ ისეთი პოსტები სადაც არ იქნება წყარო ან სადაც შეფასება იქნება მოცემული წაიშალოს (რადგან შეფასებები მერე დაკა-დაკა გადაზრდება ხოლმე გვინდა ახლა ეგ ![]() -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,104 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ხიდაშელმა ევროატლანტიკური დირექტივა შეასრულა და
ფრანგულ მხარესთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა! "საქართველოს გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის" - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმებას. ხელმოწერის ცერემონია პარიზში, ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში გაიმართა. თინა ხიდაშელის თქმით, საუბარია სწორედ იმ ხელშეკრულებაზე, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში და ირაკლი ალასანიას პროცესის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს დავასრულეთ პირველი ეტაპი ფრანგებთან მოლაპარაკების და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს, რომ ეს პროცესი დაიწყეს, წარმართეს და მე მერგო პატივი ეს პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა. მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. P.S. ქართველებო! არ დავუშვათ, რომ ჩვენი სამშობლოს ტერიტორია გამოიყენონ ნატო-რუსეთის დაპირისპირების მორიგ პოლიგონად და ახალ სირია-უკრაინად! ქართული იდეა /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 03:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი