კაცობრიობა მეორედ მოსვლის წინ, წმინდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კაცობრიობა მეორედ მოსვლის წინ, წმინდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე |
თათარაშვილი |
Sep 24 2007, 11:33 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი
მამა ლავრენტი ხშირად საუბრობდა ჩერნიგოველ მონაზვნებთან უკანასკნელ ჟამზე: "საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო,რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არც ერთი - მომდევნოზე! იქნებ იმიტომ რომ, მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ,როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ.თავდაპირველად იტყვიან რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ - ჟამნი,უფალი ითმენს, ითმენს და ბოლოს იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა. "შენ მოესწრები ანტიქრისტეს გამეფებას" - უწინასწარმეტყველა ერთ დიაკონს წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველმა,რომელიც ახლა უკვე ღრმად მოხუცებულია. ბერი გაბრიელი (ურგებაძე): " ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიკეთე, და სიყვარული გადაარჩენს.სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს, ბოლო ჟამია,თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით,უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ის ტახტს ვერ დაიდგამს.ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილი ივლიან.ქრისტიანები წესიერად ჩაცმულნი იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისაგან. ადრეც ეგონათ ანტიქრისტეს მოსვლა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები, ომები კი იყო, მაგრამ არ იყო ცური სასწაულები და საყოველთაო განდგომილება. წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ. პ.ს ნელ ნელა დავამატებ... თქვენც თუ რაიმე მოგეპოვებათ გთხოვთ დაპოსტეთ |
marine |
Jul 7 2015, 10:58 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფლის მეორედ მოსვლა იქნება არა კაცობრიობის სულიერი გაფურჩქვნის, არამედ მისი სულიერი დაცემის ჟამს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი