რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? |
izo |
Sep 2 2007, 09:24 PM
პოსტი
#81
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? და სიკვდილის მერე სად მიდის სამშვინველი?
|
marine |
Jul 19 2015, 01:13 PM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა თეოფანე დაყუდებულს განმარტებითი მაგალითი მოჰყავს, - სხედან ორნი და საუბრობენ; ამასთან თითოეულის სამშვინველი თავისებურად არის განწყობილი. ვერც ერთი მათგანი ვერ ხედავს, სამშვინველის დამმალავი სხეულის უხეში ფარდის გამო, რა აქვს მეორეს თავის სამშვინველში.
ხოლო ანგელოზები და წმინდანები, თუკი მათ შეხედავენ, სამშვინველს ისეთად დაინახავენ, როგორიც არის და რაც არის მასში: ანუ როგორია ის და რა არის მასში - მის გარსში აისახება. თუკი მასში წმინდა აზრები და გრძნობებია, მისი გარსი ნათელია და ყოველ წმინდა გრძნობაზე განსაკუთრებული სახით ნათდება. ხოლო თუკი აზრები და გრძნობები არც ისე წმინდაა, მაშინ მისი გარსი არ ნათდება და ყოველი არაწმინდა გრძნობის მიერ თავისებურად დაბნელებულია, გვევლინება ზოგჯერ ბურუსად და ზოგჯერ ღამის წყვდიადად. თუკი თქვენ ზეცად ამაღდებოდით და ანგელოზებრივ ჭვრეტას შეძლებდით, მაშინ ამ სხეულს ფარდას ახდიდით და მიწაზე გადმოხედვისას განსხვავებულ ადამიანთა მასების ნაცვლად დაინახავდით ნათელ, ნახევრად ნათელ, ჩამუქებულ და უკუნით მოცულ ჩრდილებს. ამასთან, გასაკვირი არ იქნება, თუკი ნათლად ჩაცმულები ბნელად მოგეჩვენებოდათ, თუკი მათი სამშვინველი წახდენილია, ხოლო ძონძით მოსილები - ნათლად, თუკი მათი სამშვინველი სუფთაა. აი, ამგვარად გვხედავენ ზეციური მცხოვრებნი". /"კარიბჭე" N15, 2015, გვ. 21-22/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი