საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#61
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Jul 25 2015, 11:03 AM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს.
მოზაიკა ფიქსირდება საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე, რომაული პერიოდის, კერძოდ პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ცენტრალურ მონაკვეთში. გათხრებზე, რომლის შედეგადაც იქნა მოზაიკა აღმოჩენილი, ბათუმელი და პოლონელი არქეოლოგები ერთდროულად მუშაობენ. შოთა მამულაძე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი აცხადებს, რომ პოლონურ-ქართული ექსპედიცია წელს ციხის სამ უბანზე მიმდინარეობდა. 1. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე. 2. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე და 3. ახალსოფლის თავზე, ეკლესიის ნანგრევების ნაშთებზე. შოთა მამულაძე: „პირველ უბანზე აღმოჩნდა რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები, საკმაოდ საინტერსო არქელოგიური მასალა - მინის ნაწარმი, სხვადასხვა მონეტა. მეორე უბანზე - პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ნაშთები, სადაც შესანიშნავადაა წარმოდგენილი იმ პერიოდის წყლის რეზერვუარები, ციხის ტერიტორიის ქვაფენილები და, რაც მთავარია, აბანოს ცენტრალურ მონაკვეთში მოზაიკა საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე. მოზაიკა ძირითადად შესრულებულია მოვარდისფრო და მუქი ფერრის ქვების მონაცვლეობთ. წარმოდგენილია სხვადასხვა სახის გეომეტრიული ორნამენტები, უმთავრესად- ჭადრაკისა და რომბისებურივ ფორმის ორნამენტები. სამუშაოს დასრულების შემდეგ ორივე უბანზე გათვალისწინებულია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება მესამე უბანს ახალსოფლის თავში, ეს გახლავთ მონუმენტური ეკლესიის ნაშთები, რომელიც დათარიღებულია ახალი საუკუნის წელთააღრიცხვის მე-6 საუკუნით. მისი ზომები გახლავთ - სიგრძე 24 და სიფართე - 18 მეტრამდე და საკმაოდ კარგად არის შემონახული. ალბათ პერსპექტივაში გაამაგრებენ და აღადგენენ ამ ეკლესიას. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი საეკლესიო ნაგებობა დასავლეთ საქართელოსთვის იქნება იშვიათი“. პოლონურ-ქართულ ერთობლივ ექსპედიციას აჭარის კულტურული მემკვიდერობის დაცვის სააგენტო აფინანსებს. http://news.ge/ge/news/story/145074-gonio-...ka-aghmoachines -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი