მეფე რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და, მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეფე რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და, მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს |
დავით ივერიელი |
Jun 3 2007, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ჩვენ ვამაყობთ იმ უწყვეტი ჯაჭვით რასაც ქრისტიანობის (XIსაუკუნიდან მართლმადიდბლობის) 17საუკუნოვანე საქართველოში ჰქვია....
მაგრამ მატიანე გვატყობინებს, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს ”რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა.” რა აზრის ხართ ამაზე.... როგორ შეეგუა ამას ჩვენი ეკლესია... ეკუმენიზმი ოხმ არ იყო ნეტა მაჳშნაცა... ? -------------------- მერე რა რომ . . .
|
marine |
Aug 7 2015, 10:55 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,119 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გიორგი ბრწყინვალე შეუდგა ჯარის მოკრებას და საქართველოს გაერთიანებას და ნაწილ-ნაწილ დაყოფილი სამთავროების, საერისთავოების დამორჩილებას, რაც ძვირად დაუჯდა, რადგან ზოგიერთი მთავარი და ერისთავი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.
მეფეს გული არ გაუტყდა. იგი მაინც ცდას მიეცა და შინაურ მტერთა მოსპობა განიზრახა. შეკრიბა დიდი ჯარი და მიეცა სამზადისს და დიდი ნადიმის გადახდას და ყველა მტრის ამ ნადიმზე მოწვევას. მათ შორის იყო ოსების ქურდბაცაცა ბელადიც. მეფემ ნადიმის გამართვა გომბორის მთის ნაწილ ცივზე გადაწყვიტა. დაპატიჟება ყველამ სიამოვნებით მიიღო. გიორგიმ აქაც განიზრახა ყველას დაყოლიება და სისხლდაუღვრელად დამორჩილება, მაგრამ ყველას ლაპარაკში უარი გამოჩნდა. მეფემ შეწყვიტა მათთან საუბარი. ამ დროს მათ უკვე გადააკვრევინა ძვირფასი კახური. რაკი ეს მოხდა, გადაკრულებს რაც კი გულში გიორგის წინააღმდეგ ჰქონდათ, ყველაფერი თქვეს. გიორგიმ შეიტყო, რომ ისინი უსისხლოდ არაფერს დათმობდნენ და თავის მომზადებულ კაცებს ეს თავის მტერ-სტუმრები დიდ სანადიმო სუფრაზე ამოაწყვეტინა, მათში მოჰყვა ოსების ქურდბაცაცა ბელადიც". /ზაქარია ჭიჭინაძე, 1916 "კრიალოსანი" N1, 2015, გვ.19/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2024 - 09:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი