რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა... |
marine |
Aug 4 2015, 05:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას
"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება. მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება. განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?" /"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 19 2015, 04:54 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ავე მარია
შენს წმინდა სახეს, შენს უკვდავ სახელს, შევხარი მარად ავე მარია! ივერთა დედავ, წმინდათა წმინდავ, შენ, ჩემში ხარობ და მიხარია! შენ გევედრები ბავშვი სნეული, ქალწული ტრფობის სუნთქვით ძლიერი ავე მარია! ატირებული მუხლს იხრის შენ წინ ყოველი დედა და დავრდომილი შენგან შეწევნის, შველის მდომელი, ავე მარია! ყვავილთა თრთოლვავ, ყვავილთა ლოცვავ, შენ ჩემში ხარობ, ავე მარია! ავახვნი თვალთა შენს ციურ სახეს, სად ვარსკვლავთ ჯარის სხივთა ქარია. დღისით და მწუხრში მინათებ სულში, მინათებ სულში, ავე მარია! ციურ მნათობთა კრთომა ხარ თბილი სერაფიმების სუნთქვა ხარ ტკბილი ავე მარია! ავახვნი თვალთა შენთა ციურ სახეს. ვჩურჩულებ ლოცვად შენს წმინდა სახელს, დედავ უტკბესო, დედავ ივერთა, წმინდათაწმინდაო! სადაც შენ სუფევ, დარი და მზეა, ზეცის კარს შენთვის სტოვებენ ღიად - იქ ვარსკვლავთ სხივთა ნიავნი ჰქრიან, შენთვის გალობენ ვარდი და ია, შენ თვით ხარ ცაში გაშლილი ია, ავე მარია, ავე მარია! /1920წ. კოლაუ ნადირაძე "კარიბჭე" N17, 2015, გვ. 46/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი