ებრაელთა 1:3 ღმერთუ თუ ქრისტე???, /? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ებრაელთა 1:3 ღმერთუ თუ ქრისტე???, /? |
esre ars cheshmariteba |
Mar 9 2013, 09:34 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ებრაელთა 1:3 ში ვის მიეწერება ფრაზა _ყოველივე რომ უპყრია თავისი ძალმოსილების სიტყვით, ქრისტეს თუ ღმერთს? ნაჩქარევად ნურაფერს დაასკვნით, მე ძალიან გამიკვირდა რომ ულფმა პირდაპირ ქრისტეს მიაწერა ეს სიტყვები . მართლმადიდებლები რას იტყვიან?
ყველამ დააფიქსიროს თავისი აზრი და მერე მცირედ შენიშვნას გავაკეთებ! |
esre ars cheshmariteba |
Jul 28 2013, 11:37 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
კიდევ ერთხელ ვიმეორებ_ დრო არ არის შექმნილი, იგი თანამარადიულია ღმერთისა რადგან თავად ღმერთი შობს დროს მარადიულად თავისი მყოფობით! დრო არის ის რაც ქრისტეზე ზევით დგას რადგან დრო ასოცირდება ღმერთთან_ ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ დრო იგივე ღმერთია! არცერთ ქმნილებას არ ძალუძს თავისთავად ცხოვრება გარეშე ღვთისა! საკმარისია ღმერთმა შეწყვიტოს არსებობა_ უმალ ჩამოიშლება ყოველივე და ყველა ცოცხალი ქმნილება დაიღუპება. პავლე მოციქულმა ბრძანა რომ ღმერთს ჩვენში თავისი მოქმედი ძალით განუზომლად მეტის კეთება ძალუძს ვიდრე ჩვენ გვგონია ანდა ვიაზრებთ
|
Heaven soldier |
Sep 1 2015, 04:54 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 11-August 14 წევრი № 13,790 |
დრო შექმნილია, და არ შეიძლება ის იყო თანამარადიული,ან რა არი მარადიულობა, მარადიულობა უდროობა, ასე რომ ღმერთმა უდროობა დროდ აქცია და ქრისტე რო აბობ დროზე დაბლააო, არ არის ეგრე იმიტომ რომ უწინარეს საუკუნეთა ნიშნავს მანამ სანამ დრო იქნება და არა მარტო სამყაროს შექმნამდე, და როცა მამა იყო ძეც იყო არ შეიძლება ძის შობა დროსთან ასოცირდეს იმიტომ რომ სიტყვის მიერ დაებადა ყოველი და ასევე დროც, წმიდა მამები ცდილობდნენ, ამ საღვთო სახელის დახმარებით რამდენადმე გასაგები გაეხადათ ძისა და მამის ურთიერთში არსებობის საიდუმლო. ორიგენეს მოწაფე წმ. დიონისე ალექსანდრიელი ამ ურთიერთბებს შემდეგნაირად ხსნის: „ჩვენს აზრს სიტყვა მოაქვს; როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი“ (ფს. 44,1). აზრი და სიტყვა განსხვავდებიან და თითოეულს თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მაშინ, როცა აზრი მყოფობს და მოძრაობს გულში, ენასა და ბაგეებზეა სიტყვა. მაგრამ ისინი განუყოფელნი არიან და ერთი წუთითაც არ არსებობენ უერთმანეთოდ. არც აზრი არსებობს უსიტყვოდ, არც სიტყვა უაზროდ... იგი აზრში პულობს მყოფობას. აზრი თითქოს შინაგანი, დაფარული სიტყვაა, სიტყვა კი გარეთ გამომავალი აზრი. ანუ აზრი გადადის სიტყვაში, მას კი იგი მსმენელამდე მიაქვს. მაშასადამე, აზრი მსმენელთა სულებში სიტყვის მიერ ინერგება. აზრი, როგორც თავისთავადი რამ, თითქოს სიტყვის მამაა, სიტყვა კი მისი ძე. იგი არ არსებობს აზრზე უწინარესად არც მასთან ერთად წარმოშობილა სადღაც გარედან, სიტყვა აზრის წიაღში იშვა. ასევე ჰყავს უდიდეს და ყოვლისმომცველ აზრს - მამას თავისი პირველი განმმარტებელი და მაუწყებელი ძე - სიტყვა“. და ძის შობა არ ხდება იმიტომ რომ ესე მამამ ისურვა, არამედ იმიტომ რომ იგი მამაში ჰპვებს საჭიროებას იმიტომ რომ არ შეიძლება ყოფილიყო მამა ძის გარეშე და ასევე ძე ვერ იქნებოდა თუ მამა არ ეყოლებოდა და ღმერთი ვერ იქნებოდა თუ სული არ ექნებოდათ და აქედან, ყოვლადწმიდა სამება თვისობრივი რაოდენობით არის 3 მამა ძე და სული, და არა რიცხოვრივით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 05:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი