სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება |
თათარაშვილი |
Jul 7 2007, 02:03 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება,საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება და მოყვასის სიყვარულით განიზომება.ყოველი ნიჭი და სათნოება გქონდეს,მაგრამ ღმერთის და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს,ქრისტიანი ვერ იქნები.
წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი თუ ღმერთუ გიყვარს,აუცილებლად უნდა გვიყვარდეს მისი ხატიც - ადამიანი.ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის შიში და დაბრკოლება. ეპ.ლეონიდე ოქროპიდიძე სიყვარული სათავეა წინასწარმეტყველებისა;სიყვარ ლი სასწაულთა მომცემელია;სიყვარული ბრწყინვალების უფსკლულია;სიყვარული ცეცხლის წყაროა,რამდენადაც აღმოცენდება,იმდენად აღანთებს წყურვილს;სიყვარული ანგელოზთა სიმტკიცეა;სიყვარული მარადიულის გამარჯვებაა. წმ.იოანე სინელი ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს.უფლის შემდეგ მოყვასის სიყვარული საკუთარი თავისას გაუტოლე,ხოლო თუ სრულყოფილება გსურს,მაშინ უკანასკნელი პირველს მიუტანე მსხვერპლად და მიწიერი ბედნიერება,რომელსაც საკუთარ თავში მოიპოვებ ამის შედეგად,იქნება დასაწყისი და წინდი შენი მარადიული ბედნიერებისათვის ზეცაში. ნუ იქნები თავის მოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები;ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები. სიყვარული იბადება უბიწოებით,უბიწოება - ღვთის სასოებით,სასოება - მოთმინებითა და სულგრძელებით,ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშეკავებით,თავშეკავებულობ - ღვთის შიშით,შიში - ღვთის რწმენით. წმ.მაქსიმე აღმსარებელი |
რობინი |
Sep 8 2015, 08:28 AM
პოსტი
#2
|
რობინ ჯგუფი: Members პოსტები: 100 რეგისტრ.: 15-May 15 მდებარ.: დუშეთი წევრი № 14,112 |
1 კორინთელთა 13
ახალი აღთქმა პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ სიყვარული 131 თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. 2 წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველივე საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი. 3 მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები. 4 სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს. 5 არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, 6 არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. 7 ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. 8 სიყვარული არასოდეს მთავრდება. -------------------- დ. კ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი