![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
რობინი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() რობინ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 100 რეგისტრ.: 15-May 15 მდებარ.: დუშეთი წევრი № 14,112 ![]() |
ბიბლიაში ბევრგან ვხვდებით სულიწმინდის მრავალმხრივ გამოვლინებებს და მის ნიჭებს , რამდენად ვეთანხმებით მოძღვრებს იმ აზრში რომ ნიჭები აღსრულდა ან გაუქმდა, რომ ნიჭები ახალი ახთქმის ეკლესიაში აღარ გამოიყენება მაშინ როდესაც ბიბლია და მათ შორის ახალი ახთქმა გვასწავლის რომ სული მოეფინება ყველა ადამიანზე, და რომ ზოგნი აწინასწარმეტყველდებიან, ზოგნი სიზმრებს ნახავენ, განკურნებაც და ენებზე ლოცვაც ერთერთი გამოვლინებაა ნიჭების. შესაძლებელია თუ არა ამ ნიჭების გამოყენება დღეს?
საქმეები 2:17-18 ‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეებში ჩემი სულისაგან და აწინასწარმეტყველდებიან.[b] -------------------- დ. კ.
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,405 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რობინი
დაჩი, მეც სულიწმინდის ნიჭებს ვგულისხმობ, რომელთა მოპოვებაც ასე მარტივი არაა, ამისთვის უდიდესი სიწმინდით ცხოვრებაა საჭირო. წმინდა მამები ხანგრძლივი ასკეტური ღვაწლის შედეგად აღწევდნენ ამას. შენ ახალი დაწყებული გაქვს ეკლესიური ცხოვრება, სამი წელი ძალიან ცოტაა. თანაც გადახრილი ხარ პროტესტანიზმისკენ ამიტომ, ვეჭვობ რომ სულიწმინდის ნიჭებით იყო ავსებული, ეს უფრო ხიბლი მგონია და მიაქციე ამას ყურადღება, რომ ბოროტმა არ იმძლავროს შენზე... უმთავრესი თავმდაბლობაა და ამის მოპოვებისთვის იბრძოლე... ხიბლი ერთი თუ მოგერია, მერე ძნელია მისი თავიდან მოშორება, ამიტომ დასაწყისშივე ებრძოლე, გაიხსენე შენი მძიმე ცოდვები და ამით დაიმდაბლე თავი... ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 05:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი