თანამედროვე საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თანამედროვე საქართველო |
orthodox-georgia |
May 20 2008, 05:17 PM
პოსტი
#1
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ამ თემაში ვისაუბროთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ანუ დღევანდელ სიტუაციაზე. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვსწავლობთ თუ არა რამეს ჩვენი მდიდარი ისტორიიდან და ხომ არ ვუშვებთ ხანდახან იგივე შეცდომებს რამდენჯერმე.
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
marine |
Sep 15 2015, 08:35 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სვანეთში, ხაიში-მესტიის გზის ცენტრალური მონაკვეთი ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაკეტა. აქციის მონაწილეები ხუდონჰესის მშენებლობის შესაძლო დაწყებას აპროტესტებენ. აქციაზე სამართალდამცავებსა და შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ტერიტორიაზე, სადაც აზომვითი სამუშაოების დაწყება იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობა სპეციალურ ტექნიკას არ უშვებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და ხუდონჰესის პროექტი არ გაუქმდება მდგომარეობა ძალიან გართულდება. "ნიუპოსტთან" საუბრისას შეკრებილები ასევე აცხადებენ, რომ სამუშაოების დაწყების შემთხვევაში ისინი ფიზიკურად გაუსწორდებიან ყველას, ვინც ამ ტერიტორიაზე გამოჩნდება. ხაიშის მოსახლეობას მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ."
/FB/ ჩემო საყვარელო სვანებო, ვლოცულობ თქვენზე, შეგეწიოთ წმინდა კვირიკე და ივლიტა და ყველა სალოცავი, რომ გაიმარჯვოთ ამ ბოროტებაზე!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი