მოძღვარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოძღვარი |
Sotiris |
Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.
აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72): მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1). აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული. მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74): მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად. ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი. დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ. ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი. მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
marine |
Sep 26 2015, 09:39 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სამღვდელოება (ყველანაირ) ხელისუფლებაზე უპირატესია იმდენად, რამდენადაც სული უპირატესია სხეულზე"
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი