სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა |
:_მარიამი_: |
Jul 28 2006, 01:59 PM
პოსტი
#1
|
gvirila_mari ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 |
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები. ამინ! |
Georg |
Sep 19 2006, 12:54 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა აკადემიკოსი გიორგი ჩუბინიშვილი წერს რო სავარაუდოდ იოანე ანჩელი გაემგზავრა მეფესთან მის გარდაცვალებამდე და ზიარებაც იოანე ეპისკოპოსისგან მიიღო ივანე ჯავახიშვილი კი საკუთარ თხზულებათა მე-3 და მე-8 ტომებში აღნიშნავს , რომ პატრიარქმა ნიკოლოზმა თავის ხელით აკურთხა აბრაჰამ I კათოლიკოსად. მეფე დემეტრემ პატრიარქ აბრაჰამ I –ს გაანდო სიკვდილის წინ აღსარება და მიიღო მისგან ზიარება. რაც მაძლევს აღნიშნულის გამო (დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურის ინდენფიცირება) აზრის გამოთქმის უფლებას. რაც შეეხება ჩვენი წმინდა მეფის პირად ცხოვრებას, მე ვერ განვიკითხავ მას, თუნდაც იმიტომ, რომ 30 წლის მეფე უყოყმანოდ გაემართა სიკვდილისაკენ საკუთარი ხალხის გადასარჩენად, თან პირველი ცოლი დემეტრეს შერთეს 12 წლის ასაკში (საბერძნეთის მეფის ასული) საქართველოს პოლიტიკური საჭიროებისათვის, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ "აქსელერაცია" მხოლოდ XX საუკუნეში დაიწყო, 12 წლის დემეტრეს მე-13 საუკუნეში ცოლი ნამდვილად არ ენდომებოდა! მეორე ცოლი დემეტრეს მონღოლთა ნოინმა შერთო, რომელთანაც ამ საქმეში არ დათანხმება ნიშნავდა ჩვენი ერის ფიზიკურ განადგურებას! დემეტრე მეფის მე-3 ცოლი ნათელა - გიორგი ბრწყინვალის დედა და სამცხის ათაბაგ ბექა ჯაყელის ქალიშვილია, რომელიც (ბექა ჯაყელი) დიდად არ "აფასებდა" საქართველოს ერთიანობის პრინციპს და დემეტრეც იძულებული გახდა ქორწინების გზით აღედგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. თუმც ამ ყველაფრის გამო პატრიარქი ნიკოლოზი გადადგა ეკლესიის საჭისმპყრობლის ტახტიდან... ერთი რამ ვიცი, ღმერთია ყველა ჩვენთაგანის მსაჯული! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი