ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
მნათე |
Aug 20 2006, 12:36 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მარადიული თემა, მარადიული ტკივილი, მარადიული ნოსტალგია. . .
საქართველო ყოველთვის ელოდა თავის შვილებს, ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც მეგრულ "ნანას" და გურულ "კრიმანჭულს" ნატრულობდნენ, იქ სადღაც ცრემლი ყოველთვის იღვრებოდა, იქ სადღაც დასალიერში ქართველი სამშობლოს უნახავად კვდებოდა, მაგრამ გულში ყოველთვის ისმოდა ხმა "მე შვილი ვარ საქართველოსი" და ახლაც ისტორიულმა ბედკრულობამ, ეკონომიკურმა დუხჭირმა თუ ოჯახურმა პირობებმა ქართველი მოწყვიტა თავის მიწას და სადღაც დასალიერში დაასახლა. . . მაგრამ იქ სადღაც სამშობლოს სიყვარულის ცეცხლი კვლავ გიზგიზებს. . . ეს ადამიანები სიყვარულს ელიან, ყოველგვარი ქართულის მონატრებით და დიდი პატრიოტიზმით. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Andria |
Sep 19 2006, 03:04 AM
პოსტი
#2
|
God bless Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 |
ჩემო საყვარელო ხალხო, პირველ რიგში მინდა დიდი ბოდიში მოვიხადო, რომ დზაან გვიან შემოვდივარ ხოლმე ფორუმზე და თქვენ ვერ გხვდებით ხოლმე, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ: ძალიან ძალიან მიხარია, რომ ასე ძლიერ გიყვართ ჩვენი სამშობლო (საქართველოში, რომ ვიყავი ასეთ ხალხს ვეძებდი და ხშირად იმედი მიცრუვდებოდა), ასევე ძაან მიხარია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხართ და ენით ვერ გეტყვით ისე მიხარია თქვენნაირ ხალხთან შეხვედრა. მითუმეტეს აქ ამერიკაში საიდანაც ჩემთვის ჩემი სამშობლო საქართველო, სანუკვარ ოცნებად მოჩანს და აქ იმიტომ ვარ, რომ გამოცდილება მივიგო და სამშობლოს დავეხმარო...
მინდა ასევე ავღნიშნო, რომ მე ნამდვილად არ ვამართლებ იმ ადამიანებს ვინც ქართველობა დაივიწყეს და გადაჯიშდნენ, მაგრამ არ შეიძლება მხედველობაში არ მივიღოთ ის ფაქტი, რომ ყველა თქვენნაირი ძლიერი არ არის, მე მჯერ რომ, თითოელუ თქვენგანი მოკვდება, მაგრამ არ გადაჯიშდება. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ასეთი ძლიერები მხოლოდ გმერთის წყალობით ხართ და არა თქვენით. ბევრი ქართველი კი სამწუხაროდ თავგზა აბნეული დადის ამ ქვეყანაზე და როცა თვითონ საქართველში მცხოვრები ქართველები (ყველაზე არ ვამბობ) გადაჯიშდნენ, რა გასაკვირია, რომ ბევრმა ქართველმა ემიგრანტმაც დაივიწყა ქართველობა: (ჩემი წინანდელი წერილი კი, რომელმაც ჩემი აზრით უკმაყოფილება გამოიწვია თქვენში, იმას კი არ ითვალისწინებდა, რომ თქვენ გამებრაზებინეთ, არამედ მე ვცდილობ, რომ ყველა ავადმყოფობას, მათ შორის გადაჯიშებას თავისი მიზეზები მოვუძებნო... თუ ექიმი ვერ გაიგებს თუ რატომ არის პაციენტი შეუძლოდ, ის ვერ შეძლებს მის განკურნებას და თუ ჩვენ ვერ გავუგებთ ჩვენს გზა აბნეულ თანამემამულეებს, ვერასოდეს შევძლებთ მათ დახმარებას) P.S. მე აქ დიდი ხანი არ ვაპირებ დარჩენას, და ერთ წელიწადში დავბრუნდები საქართველოში, ვისურვებდი, რომ უფრო ახლოს გაგიცნოთ. (მეც მართლმადიდებელი ვარ და გორის საკათედრო ტაძარში სტიქაროსანი ვარ). აბა ღმერთი გფარავდეთ და კიდევ ერთხელ ბოდიშით, რომ ასე გვიან შემოვდივარ ხოლმე ფორუმზე, მაგრამ რა ვქნა ძაან დაკავებული ვარ და თანაც დროში განსხვავება საქართველოსა და ოჰაიოს შორის 8 საათია... აბა თქვენ იცით ხო მართლა ჩემი იმეილია: anadiradze@yahoo.com და ძაან გამეხარდება თუ გავიცნობთ ერთმანეთს... -------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი