დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
marine |
Aug 6 2015, 08:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი დავითის ფსალმუნების შესახებ!
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს". /ილია II/ ტროპარი: "უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო". ფსალმუნის ძველ-ქართული სიტყვის განმარტება: კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 22 2015, 03:38 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შენ ხარ მღვდელ წესსა მას ზედა მელქისედეკისსა" (ფს. 109, 4)
- ეს სიტყვები მიმართულია მაცხოვრისადმი, - აარონის წესზე კი არ არის მღვდელი უკუნისამდე, არამედ მელქისედეკის წესზე, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, მელქისედეკის არც დასაწყისი და არც დასასრული არ იცის არავინ. რათქმაუნდა, მელქისედეკი იყო უბრალო კაცი, რომელიც აღასრულებდა მსახურებას ჭეშმარიტი ღვთისადმი, მაგრამ წმინდა წერილიდან მისი არც დასაწყისი ვიცით და არც დასასრული და სწორედ დაუსაბამო და დაუსრულებელი მღვდელობა იქნება მაცხოვრისა; "წესსა ზედა მელქისედეკისსა", - მელქისედეკმა პური და ღვინო მიართვა, პურს და ღვინოს სწირავდა, ანუ არა სისხლიანი მსხვერპლით აღუვლენდა მსხვერპლს ღმერთს, არამედ პურისა და ღვინოს შეწირვით. ვიცით, რომ მაცხოვრის მოსვლის შემდეგ სისხლიანი მსხვერპლშეწირვა შეწყდა და უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღესრულება, რაც, ასე ვთქვათ, მელქისედეკის წესზეა დაფუძნებული". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი