"გული ვისგანაც მოგეცა - მასვე ეკუთვნის!" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"გული ვისგანაც მოგეცა - მასვე ეკუთვნის!" |
marine |
Aug 10 2015, 09:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვისაუბროთ გულის ფენომენზე, თუ როგორია ის მართლმადიდებლურ რელიგიაში, ჩვენსავე გულებში, შემოქმედებაში და ა.შ.
" გული ვისგანაც მოგეცა - მასვე ეკუთვნის!" /წმიდა გაბრიელ ბერი/ "ერთმანეთისადმი გულის ჩუქება, რომ შეიძლებოდეს ძალიან ცოტა თუ გაიმეტებდა, მაგრამ შეეცდებოდა სხვისთვის ამოეძრო და მოყვარე ადამიანისთვის იგი მიეძღვნა. ისე, თეორიულად ამ მეთოდს ხშირად მივმართავთ. გულს ვინმე თუ გვატკენს მაშინათვე ლანძღვითა და ,,რკინის ენით" ამოვაძრობთ მფეთქავ გულს, გავანადგურებთ და ქუჩაში შემხვედრთ მივართმევთ. ადვილად ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს. გული ისეთი ძვირფასია, იქ მფეთქავი ,,სიყვარულის სისხლი" მუდმივად უნდა გადავუსხათ ერთმანეთს". /მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/ „ცხელი გულის სხივი“ /ელგუჯა მაღრაძე/ *** შენი სითბო მომენატრა ხელების, შენი გული მინდა გულთან ვიგულო, ზედაშე ხარ ქვეყნად ფერთა ფერების, თვით ღიმილზე ჩამოღვრილო მზის გულო. /აჩიკო ჯოჯიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 23 2015, 12:32 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნება გულიდან მოდის, გულს კი რწმენა კვებას. გული ადამიანის ორგანიზმის მამოძრავებელია, მასში იბადება ყოველი გრძნობა, სიყვარული, სიძულვილი, სიკეთე, სიბრალული... და განა ჩვენი ნება არ არის, როგორ გამოვკვებავთ გულს? დაავადებული გული სულსაც ბილწავს, ამიტომ საკუთარ გულში უნდა ჩავიხედოთ, შევიცნოთ საკუთარი თავი, გამოვარკვიოთ რა სურს საკუთარ "მეს".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი