ვნებები და მათთან ბრძოლა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვნებები და მათთან ბრძოლა |
marine |
Aug 18 2015, 03:33 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვნებებს დანაკარგისა და სიცარიელის შეგრძნება ენაცვლება და არცთუ იშვიათად ზიზღიც.
ამიტომ ვნება - ეს ერთგვარი ეშმაკეული კარიკატურაა სიყვარულისა , ვნება ბედნიერებას არ ანიჭებს, ის საპნის ბუშტია, რომელიც მზეზე ბრწყინავს, რამდენიმე წამში კი მისგან სველი ლაქა რჩება". /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 10 2015, 11:02 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„თუ კაცი მოისურვებს, ყოველთვის ნახავს დროს, განუდგეს თავის ნებას. და ასე, თანდათან ისწავლის ნების უარყოფას. გეტყვით, როგორ: თუ ვინმე მიდის, გული ეუბნება, იქით გაიხედეო, და არ გაიხედავს, აი, განუდგა თავის ნებას. ასევე, თუ საუბრის დროს აზრი ეტყვის, შენც თქვი რამეო, და არ იტყვის, თავის ნებას დაუტევებს...
თუ მცირე და მსუბუქ საქმეში ასე მოიქცევა, თავისი ნების უარყოფასა და ძლევას მიეჩვევა, და მაშინ, ღვთის შეწევნით, დიდ და მძიმე საქმეშიც ადვილად სძლევს და განუდგება თავის ნებას, რადგან ეს ჩვევად ექნება და რაც შეემთხვვა, ყველაფერში შვებას ნახავს, ყველაფრის მოსურნე იქნება და ერთნაირად მიიღებს, რადგან თავის ნებას არ მისდევს. ვინც თავის ნებას უარყოფს, რაც უნდა უთხრან და შეემთხვას, ყველაფრის მოსურნეა, ყოველივე მისი ნებაა და, ამრიგად, როგორც აღვნიშნეთ, მივა წუთისოფლის სიძულვილამდე, ხოლო წუთისოფლის სიძულვილით - სრულ უვნებობამდე (ვნებებისგან გათავისუფლებამდე). იცოდეთ, რომ ნების მცირედ-მცირედ დატევებით დიდამდეც მიდიან“ /წმ. აბბა დოროთე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 03:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი