იესოს ლოცვა, ჩვენი პრაქტიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს ლოცვა, ჩვენი პრაქტიკა |
neo |
Jan 28 2009, 09:31 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ეს თემა რა თქმა უნდა გახსნილი იქნებოდა ამ განყოფილებაში, თუმცა ვინაიდან ამოუწურავ საკითხად მიმაჩნია და ცოტა სხვა კუთხით მაინტერესებს კიდევ ერთხელ გავხსნი...
მოკლედ, მინდა მოვისმინო თქვენი გამოცდილების შესახებ, როგორ ვლოცულობთ იესოს ლოცვას ? როდის ? რა განცდებთან არის დაკავშირებული ? მოგვეხმარა თუ არა ცოდვებთან ბრძოლაში ? რამდენად ეფექტური იარაღია ? ვინც ერთხელ მაინც ჩამომჯდარა კონკრეტულად ამ ლოცვისათვის და ულოცია თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები -------------------- www.cordesign.ge
|
ხახაბოელი |
Jan 1 2016, 09:51 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
იესოს ლოცვა მართლაც დიდი რამეა, მის გარეშე სულიერი ცხოვრება თითქოს მხოლოდ გარეგნული ხდება უდაბნოს მიწას ემსგავსები, გამომშრალს, უწყლოს. პირველად რომ წავიკითხე იესოს ლოცვის შესახებ, ვერაფერი გავიგე ალბათ მზად არ ვიყავი მაშინ, თეორიულ დონეზეც კი ვერაფერს მივხვდი. ესე 4 წლის უკან წავიკითხე წიგნი"გულახდილი საუბარი სულიერ მოძღვართან იესოს ლოცვაზე". ძალიან დავინტერესდი ამ თემით და რაც კი წიგნი მოვიძიე მაღაზიებში ყველაფერი წავიკითხე, თან ლოცვას შევუდექი. ვცდილობდი ყველგან მელოცა, სახლში გზაში, სამსახურში. ამ ლოცვამ გამაცოცხლა, ახლად მოქცეულივით , თითქოს ცეცხლი მომედო, გულმხურვალე გავხდი სხვა ყველაფერი მეორე პლანზე გადავიდა როგორც მაშინ პირველად, რომ დავიწყე ტაძარში სიარული.უგრძნობელობიდან გამომიყვანა, წირვიდან წირვამდე დრო საუკუნედ მეჩვენებოდა, რადგან წირვაზე ყველაზე უკეთ გამომდიოდა ლოცვა. მაშინ ქარხანაში ვმუშაობდი, ხშირად ჩამოვჯდებოდი ხოლმე სკამზე და ვლოცულობდი,ვცდილობდი ჩემი უღირსება დამენახა, ხშირად როდესაც ვიტყოდი "იესუ" თითქოს გული გამჭვალავდა. ერთხელაც ესე ლოცვისას ვიგრძენი თითქოს უფალი აქვე იყო ჩემთან, ჩემში, ჩემს გარეთაც და ყველაფერში, თითქოს მომიახლოვდა, ცრემლი მომდიოდა და ლოცვას ვაგრძელებდი, ერთდროულად ვგრძნობდი ტკივილს და სიხარულს. ვგრძნობდი ჩემს უღირსებას და მიკვირდა უფლის ასეთი მოწყალება, რომ მიუხედავად ჩემი ცოდვილობისა მან მაინც არ დამაგდო, თუმცა ისეთი განცდა მქოდა, რომ ამაზე მეტად ვეღარ ავიტანდი უფლის სიახლოვეს. ეკლესიაში ლოცვისას კი სამჯერ მოხდა,რომ რაღაც უჩვეულო მდგომარეობაში ვიყავი, უკანასკნელად ეს აღდგომის ლიტურგიაზე იყო, თითქოს ჩავიძირე ჩემს თავში, თითქოს ხელებიდან, ფეხებიდან და მკერდისკენ შევვიწროვდი და თავიდან მკერდისკენ ჩავეშვი, ვიმეორებდი ლოცვას და ყოველგვარი მიწიერი ფიქრი ქრებოდა,2 საათამდე ისე ვიდექი გაჭიმული, რომ მუხლის ჩახრაც არ მინდოდა, სიხარულს ვგრძნობდი,თუმცა ღვთის განცდა ისეთი არ მქონია როგორც ზემოთ აღწერილი ლოცვისას. აღდგომას იესოს ლოცვას არ ვამბობდი, როცა ეს განვიცადე, მაშინ ესე ვლოცულობდი " დიდება აღდგომასა შენსა უფალო". ეს იყო ჩემი ბოლო ლოცვა, როცა კი რამე განვიცადე, მასმერე უკან და უკან წავედი თითქოს გავცივდი, სიცხე მომცა ავადობამ ლოცვის განწყობაც დამაკარგინა და საბოლოოდ უგრძნობელობის ჭაობში ჩავიძირე. ეხლა როცა ვლოცულობ, მთელი ფსალმუნებიც რომ წავიკითხო, თუნდა 3000 იესოს ლოცვა ვთქვა, მაინც მგონია რომ მშიერი ვარ, ამაოა ყველაფერი, არ მილოცია, რადგან ვეღარაფერს განვიცდი, თითქოს ცოცხალ მკვდარი ვარ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვარ შეერთებული. ისე დავეცი, ალბათ მეხსიერებაში, რომ არ მქონდეს ძველი განცდები, ეკლესიაშიც აღარ ვივლიდი, ყველაფერი ტყუილი მეგონებოდა და ყველა ქრისტიანი ფარისეველი, მხოლოდ გარეგნულად მოღვაწე.ეხლა ლოცვაც მეზარება და თუ ვლოცულობ ეს მხოლოდ კანონის შესრულებაა, სპორტსმენი, რომ კარიერას დაასრულებს და მსუბუქ ფიზკულტურაზე გადავა გულმა, რომ არ შეაწუხოს, ისე ვარ. ხან ვფიქრობ, იქნებ ხიბლი იყო ყველაფერი (თან სიცხე იცისო ხიბლმა გამიგია) ან იქნებ ღვთის წყალობა იყო დაუმსახურებლად, რომ მივიღე და ვერ შევიშნოვე, ან იქნებ ღმერთმა გამაძლიერა, რადგან ამ სულიერი დაცემის ჟამს სრულ ურწმუნოებაში არ ჩავვარდნილიყავი.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი