"გული ვისგანაც მოგეცა - მასვე ეკუთვნის!" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"გული ვისგანაც მოგეცა - მასვე ეკუთვნის!" |
marine |
Aug 10 2015, 09:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვისაუბროთ გულის ფენომენზე, თუ როგორია ის მართლმადიდებლურ რელიგიაში, ჩვენსავე გულებში, შემოქმედებაში და ა.შ.
" გული ვისგანაც მოგეცა - მასვე ეკუთვნის!" /წმიდა გაბრიელ ბერი/ "ერთმანეთისადმი გულის ჩუქება, რომ შეიძლებოდეს ძალიან ცოტა თუ გაიმეტებდა, მაგრამ შეეცდებოდა სხვისთვის ამოეძრო და მოყვარე ადამიანისთვის იგი მიეძღვნა. ისე, თეორიულად ამ მეთოდს ხშირად მივმართავთ. გულს ვინმე თუ გვატკენს მაშინათვე ლანძღვითა და ,,რკინის ენით" ამოვაძრობთ მფეთქავ გულს, გავანადგურებთ და ქუჩაში შემხვედრთ მივართმევთ. ადვილად ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს. გული ისეთი ძვირფასია, იქ მფეთქავი ,,სიყვარულის სისხლი" მუდმივად უნდა გადავუსხათ ერთმანეთს". /მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/ „ცხელი გულის სხივი“ /ელგუჯა მაღრაძე/ *** შენი სითბო მომენატრა ხელების, შენი გული მინდა გულთან ვიგულო, ზედაშე ხარ ქვეყნად ფერთა ფერების, თვით ღიმილზე ჩამოღვრილო მზის გულო. /აჩიკო ჯოჯიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 25 2016, 05:41 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გული ის ადგილია, სადაც ადამიანის მთელი ცხოვრება ჯამდება. გული შეიძლება გახდეს ადამიანის ღმერთთან შეხვედრის საიდუმლო ველი, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ადამიანის შინაგანმა ხმამ უთხრას ღმერთს: "არ მინდიხარ".
"გამოცხადებაში" ქრისტემ თავისი თავი დაკეტილ კართან მდგომ მგზავრს შეადარა. მგზავრი აკაკუნებს, მასპინძელს შეუძლია გაუღოს ან არ გაუღოს კარი ღმერთს. ქრისტე ამბობს: "უკუეთუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისაი და განაღოს კარი, და შევიდეს მის თანა" (გამოცხ. 3,20), ანუ "მე მოვიხილავ მის სულს ჩემი მადლით", "და ვჭამო მის თანა სერი" (იქვე), ანუ "მასთან ერთად გავიყოფ სიხარულს". რა სიხარულია ეს სიხარული? ადამიანის ქრისტესთან შეხვედრისა და შეერთებისა, სულიწმინდით აღვსებისა. ყოველ ჩვენგან აქვს უფლება უთხრას ღმერთს: "მინდიხარ" ან "არ მინდიხარ" - ამაში მდგომარეობს ადამიანის დიდებულება და თან უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა. ეს დიდი და საშინელი ნიჭია. ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, ეს თვისება რომ გვაკისრებს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი