განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#981
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
esre ars cheshmariteba |
Jan 25 2016, 09:48 PM
პოსტი
#982
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ქრისტიანის ცხოვრებაში განსაცდელი მუდმივი თანმდევია . თუ შენ ქრისტიანობას ირჩევ, შენ ირჩევ ტანჯვას და ეკლიან გზას!
პავლე მოციქული ბრძანებს _ყოველი ვისაც ქრისტე იესუში ცხოვრება სურს ღვთისმოსაობით დევნილ იყოს იგი!“ ჩვენი მაგალითი არის მაცხოვარი იესო ქრისტე რომელმაც უდიდესი ტანჯვანი გადაიტანა და მანვე გაგვამხნევა ___ წუთისოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით , რამეთუ მე დავზლიე წუთისოფელი !! თუ ჩვენ მცირედით ჩავუკვირდებით ამ სიტყვებს , დავასკვნით რომ ჩვენი შემწე არის უფალი იესო ქრისტე და მისი გამარჯვება უკვე ჩვენი გამარჯვებაა! ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს მცდელობა რომ დავიცვათ მცნებები და სიხარულით შევხვდეთ ყველა განსაცდელს! ხომ გახსოვთ_ მრავალი სიავე ხვდება მართალს , მაგრამ ყველაფრისგან იხსნის უფალიო , ხოდა მზად იყავი ყოველთვის რომ მტკიცედ იდგე . |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი