სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული |
marine |
Nov 10 2015, 11:40 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორც ქარი წყვეტს ხიდან ფოთლებს და სადღაც შორს მიაქვს, ასევე გლეჯს ჩვენი ცხოვრებიდან სიკვდილი ჩვენთვის ახლობელ ადამიანებს. ისინი თავიანთ ხსოვნას ტოვებენ ჩვენს სულში: ჭრილობები შესაძლოა მოშუშდეს, მაგრამ მათი კვალი სამუდამოდ რჩება...
ახლობლების სიკვდილი, ეს რაღაც შავი ღრმულებია ჩვენს ცხოვრებაში, რაღაც ჩავარდნები, რომლებიც სინათლეს არ ირეკლავენ". "მაგრამ მორწმუნისთვის სიკვდილი მხოლოდ დროებითი განშორებაა, ტირილია კუბოსთან - დამშვიდობების ტირილი, რომელიც შეხვედრას გვპირდება. ერთი მეგობართაგანი ადრე გაეშურა იქით, სადაც ის დაგელოდება. სამარის უკუნეთს არ ასხივოსნებს მზე, მაგრამ მასში ლოცვის სხივები აღწევს". /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ სოლომონ მეფე ბრძანებს: "ტირილში წასვლა სჯობს, ლხინში წასვლას" (ეკლეს. 7.2) "სიკვდილის ხსოვნა კაცს განსაცდელში სიმამაცეს ჰმატებს, მწუხარებაში - ნუგეშს, რადგან ქრისტიანისთვის სიკვდილი აღდგომის ნათლითაა გასხივნოსნებული ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
esre ars cheshmariteba |
Jan 26 2016, 11:27 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
სიკვდილი ესაა არაარსში გასვლა , საიდანაც ერთადერთი იმედი აღდგომაა!
ბიბლია სიკვდილს უკანასკნელ მტერს უწოდებს , რაც არაკორექტული იქნება სულის უკვდავების შემთხვევაში . ასევე პავლე მოციქული კარგად ამბობს _ თუ ეფესოში ვებრძოდი ავ მხეცებს , რა სარგებელი მაქვს თუ მკვდრები , საერთოდ არ აღდგებიან? ერთი შეხედვით პავლე პირდაპირ შავით თეთრზე სწერს რომ ადამიანს არ უნდა ქონდეს უკვდავი სული . წინააღმდეგ შემთხვევაში უცნაურია პავლე მოციქულის სიტყვები _ რა სარგებელი მაქვს თუ მკვდრები არ აღდგებიან? რათქმაუნდა სარგებელი ეგნებოდა პავლეს უკვდავი სულის არსებობის შემდეგ, რადგან ის ხომ სიკვდილის შემდეგ აუცილებლად მიიღებდა სიცოცხლის გვირგვინს ? მაგრამ პავლე რადიკალურად სხვანაირად ფიქრობს . სიცოცხლეს თუ საპირისპირო მდგომარეობა არ გააჩნია , მაშინ არსებობასაც არ უნდა გააჩნდეს , და არც მორჩილებას უნდა გააჩნდეს და მაშინ სატანაც მართალი ყოფილა როცა ევას უთხრა არ მოკვდებითო , რადგან სიკვდილის შემდეგ თუ ადამიანის სული უკვდავია , მაშინ განა მართალი არ გამოდის სატანა , როცა თქვა რომ გახდებით ღმერთის მსგავსნიო? საინტერესოა იესუ ქრისტეს სიტყვები_ რას არგებს კაცს თუ მთელ ქვეყანას შეიძენს , თავის სულს კი დაკარგავს? ესეიგი თუ სულის დაკარგვა შესაძლებელია , მაშ უმალვე უნდა ვიფიქროთ რომ სული შეიძლება გაქრეს , ან მორჩილების შემთხვევაში უკვდავება მიიღოს აღარ ვილაპარაკებ უამრავ სხვა მუხლზე რომლებით ადასტურებს რომ ადამიანი ქრება სიკვდილის შემთხვევაში. ელემენტარული დაბადების 38 ; 7 არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი და მოაკვდინა იგი. ბოდიში მაგრამ უცნაურია ყერის ბედი თუ ის ჯოჯოხეთში წავიდა და საერთოდ გაუგებარია თუ ის უფალმა იესომ ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან , თუ მაინც შეწყალებას აპირებდა რაღას კლავდა ? სასტიკი ხომ არ გამოდის უფალი შემთხვევით? მე შემიძლია დავასახელო სულ მცირე 100 მუხლი მაინც რომელიც ადასტურებს რომ ადამიანს არ აქვს უკვდავი სული და აგრეთვე დაახლოებით 200 მუხლი შემიძლია რადიკალურად საპირისპიროდ განვმარტო , რომლებიც ხშირად მოყავთ სულის უკვდავების განსამტკიცებლად! შეიგნეთ სული მოკვდავია ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი