![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Molen |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
საუკუნეთა განმავლობაში მრავალი უბრალო ადამიანი, მეცნიერი თუ ფილოსოფოსი სვამდა კითხვას თუ რა არის ჭეშმარიტება, მაგრამ მისთვის პასუხი არავის არასდროს გაუცია.
თუმცა: იოანეს სახარება, თავი 18. 37. ...იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას. 38. უთხრა მას პილატემ: რაარის ჭეშმარიტება? ![]() თქვენი აზრით რას გულისხმობდა იესო ჭეშმარიტებაში? ჩემი მოკრძალებული აზრით ჭეშმარიტება სწორედ ის მოძღვრება და გზაა, რომელიც იესომ დაგვიტოვა და სახარება გვამცნობს. აღნიშნული ჭეშმარიტებით ცხოვრება კი აუცილებლად მიგვიყვანს აბსოლუტურ გამარჯვებამდე - სულით ხორცამდე ხსნასა და ღმერთთან მიახლოებამდე, რაც არავის არ მოეჩვენოს (ძალიან ბევრის აზრით ღმერთთან მიახლოება არაფერია, არადა "მიახლოება" ვგონებ სანტიმეტრული გაგებით არის აღქმული ![]() -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
ეკლესია , ასტრონომიულად დაშორდა ჭეშმარიტებას და დიდად განდგა ჭეშმარიტებისაგან !
ის რაც დაგვიტოვა იესო ქრისტემ , მისგან არაფერი აღარ არის დარჩენილი. მთელი ისტორია ცხადყოფს რომ ეკლესია ქრისტეს მოწაფეების შემდეგ მთლიანად განერიდა ჭეშმარიტებას და მთელი რიგი საეკლესიო კრებები რაც იმართებოდა მე4 საუკუნიდან მოყოლებული , მთლიანად პოლიტიკური გზით წყდებოდა ყველა დოგმატი , რაც იქ განიხილებოდა . კონსტანტინე რომელიც გარკვეულწილად ათანასეს და ათანასასეული მრწამსის მხარეს იკავებდა , სრულიად გასაოცრად სიკვდილის წინ ნათლობა არიოზელების მეშვეობით მიიღო. არის მრავალი მაგალითი იმისა რომ ყველაფერი პოლიტიკური გზით წყდებოდა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი