უდანაშაულო ადამი და ევა, მაპატიეთ გრმატიკული შეცდომები :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უდანაშაულო ადამი და ევა, მაპატიეთ გრმატიკული შეცდომები :) |
ELIZBARI |
Jan 30 2016, 12:32 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 10-March 07 მდებარ.: TBILISI წევრი № 1,323 |
უდანაშაულო ადამი და ევა
ადამს და ევას არ გააჩნდათ კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი და მხოლოდ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვის შემდგომ შეიცნეს, ამას ისიც ადასტურებს შიშვლები რომ იყვნენ ადამი და ევა მიხვდნენ მას მერე რაც გასინჯეს აკრძალული ხის ნაყოფი და ესეთ ორ ადამიანს, რომლებსაც არ გააჩნდათ კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი, უკრძალავ რამის გაკეთებას, ეს იგივეა მაიმუნს ხელყუმბარა ჩააბარო და აუკრძალო აფეთქება. გამოდის რომ ადამი და ევა ვერ ხვდებოდნენ როდესაც ღმერთის მიერ დადგენილი ერთადერთი წესის დაღვევით ბოროტებას, რომ ჩადიოდნენ. ადამს და ევას რისთვის დაურგო ღმერთმა ედემის ბაღში ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა, რომლის ნაყოფის ჭამაც აუკრძალა ? თუ ყველაფერი ღვთის ნებაა და ყველაფერი იცის ღმერთმა წინასწარ, ესეიგი იცოდა ღმერთმა, რომ ადამი და ევა შეჭამდნენ ამ ხის ნაყოფს და თუ იცოდა წინასწარ მაშინ რატომ დაურგო ხე ? იმისთვის რომ დაეწყევლა, ცხოვრება სატანჯველად გვქცეოდა ადამიანებს და ედემის ბაღიდან გამოვეყარეთ? თუ ღმერთმა არ იცოდა წინასწარ, ადამი და ევა შეჭმდნენ თუ არა აკრძალული ხის ნაყოფს, ის ხომ იცოდა რომ შეიძლება ეჭამათ ადამ და ევას ხის ნაყოფი და თუ შეჭამდნენ რაც მოელოდათ სასჯელი მისგან. ბავშვს იმ ოთახში სადაც დარბის და თამაშობს,შუა ოთახში მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელს რომელი მშობელი დაუდგამს, როგორც ღმერთმა დაგვირგო შუა ედემის ბაღში აკრძალული ხე. რისთვის დაურგო ეს გამოსაცდელი ხე თავის ხატად შექმნილ ორ ადამიანს, რა ცდებს უტარებდა ადამს და ევას, არ იცოდა ვინ შექმნა ადამი და ევას სახით? თუ ღმერთს უნდოდა, რომ ადამიანებს გვეცხოვრა ედემის ბაღში და ისეთები ვყოფილიყვით ადამიანები როგორებიც ადამი და ევა იყვნენ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვამდე, უბრალოდ ერთი ხე არ უნდა დაერგო ედემის შუაგულ ბაღში, ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა, მაგრამ უსამართლო ცხოვრებას მერე ვის დააბრალებდნენ ბიბლიის შემქმნელები ადამ და ევას რომ არ შეეცოდათ ედემის ბაღში? ღმერთს ? როგორ აგვიხსნიდა ბიბლია იმ ბოროტებას და უსამართლობას რაც დედამიწაზე სუფევს? |
esre ars cheshmariteba |
Jan 30 2016, 08:10 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ელიზბარ მომწონს შენი მსჯელობა მაგრამ როგორ ფიქრობ , გაიგებ შენი კითხვის პასუხს , იმ შემთხვევაში თუ ბიბლიას მთლიანად არ გამოიკვლევ ? ! თუ შენ ბიბლიას ბოლომდე წაიკითხავ და ჩაუღრმავდები , შენ თავადვე იხილავ დიდებულ პასუხს ღმერთისგან რაც ახლა , უსამართლობად გეჩვენება.
შეხედე , შენც ადამისა და ევას მსგავსად უშვებ იგივე შეცდომას , ანუ გინდა შრომის და წვალების , ანუ ბიბლიის გამოკვლევის გარეშე , დროზე ადრე მიიღო პასუხი იმაზე , რისთვისაც ჯერ არ განუმზადებიხარ უფალს . იცი როგორ არის , რაც უფრო მეტს კითხულობ ბიბლიას , ღმერთი მით უფრო მძლავრად გაძლევს სულიწმიდას და შენი მოწოდების , დონეზე ეტაპობრივად იგებ პასუხებს უფლისაგან . აბა ეხლა უფალმა ეგრევე ჭეშმარიტება რომ გამოგიცხადოს , შეიძლება ვერ გაუძლო და გაგიჟდე. იესო სანამ აღესრულება მოწაფეებს ეუბნება _ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი თქვენთვის , მაგრამ ვეღარ იტვირთავთ ! ანუ იესომ რაც დაარიგა უკვე მოწაფეები საკმარისი იყო, თორემ მას კიდევ უფრო მეტის თქმაც უნდოდა , მოწაფეები კი ამდენს ვეღარ გაუძლებდნენ. მე ბიბლიას 16 წელია ვიკვლევ და უფლის წყალობით ბევრი რამ მესმის და სიხარულსაც განვიცდი . გეტყვი რომ არ ვარ მართლმადიდებელი , და იმასაც გეტყვი რომ სამართლიანი კითხვები დასვი და სწორი მიმართულებითაც მიდიხარ ! მე მინდა მოკლედ ვუპასუხო შენ კითხვას , ანუ რისი დატევნაც შეგიძლია ვეცდები ისე გიპასუხო, თუმცა გახსოვდეს ნუ მენდობი ნურც მე , ნურც სხვას , არამედ მხოლოდ უფალს! თავად გამოიკვლიე და იხილავ ღმერთის დიდებას და მის დიდებულ პასუხებს ! ის ხე რასაც კეთილისა და ბოროტების შეცნობის ხე ერქვა ზუსტად იგივე იყო როგორიც სხვა ედემში მყოფი ნებისმიერი ხე , ამასთანავე ისიც გაითვალისწინე რომ სიცოცხლის ხეც არსებობდა ედემში . ანუ უფალმა თავიდანვე დააწესა გამოსავალი შემცდარი ადამიანის გადასარჩენად ! ეს ორი ხე მოგვიანებით შეიძენს ჭეშმარიტ მნიშვნელობას როცა ბიბლიის კითხვას იოანეს გამოცხადებით დაასრულებ! ახლა როგორ განვითარდა მოვლენები, ადამმა და ევამ იგემა იმ ხის ნაყოფი , რაც უფალმა აუკრძალა . გეტყვი აქვე რომ უფალმა წინასწარ ადამიანის შესახებ არაფერი არ იცის , მან ადამიანი ნების თავისუფლებით შექმნა. აი მაგალითად არ იცის ღმერთმა რას ვიზავ ხვალ ან ზეგ , მაგრამ აქვე გეტყვი რომ ღმერთი ყოვლისმცოდნეა და შეუძლია წინასწარ თქვას ის თუ მე რას გავაკეთებ , თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ძალით გამაკეთებინებს იმას რასაც ჩემზე წინასწარ იტყვის , პირიქით მისი სიტყვა აფსოლუტურად შესრულდება ანუ უხეშად რომ ვთქვა (დაემთხვევა ). ამაზე ძალიან დიდი განმარტება მაქვს თუ რას ნიშნავს , წინასწარმეტყველება, განგება და საერთოდ ღმერთის ყოვლისმცოდნეობა , მაგრამ აღარ დავწვრილმანდები , რადგან უბრალოდ ვერ იტვირთავ ამდენს ერთად. ეხლა რაც შეეხება ბოროტებისა და კეთილის შეცნობის ხეს _ ეს სახელი ბოროტებისა და კეთილის შეცნობის , სიმბოლურია , ანუ თუ შენ ბიბლიას გამოიკვლევ დაინახავ რომ ღმერთმა ადამიანი ისე არ შექმნა რომ თავად დაეწესებინა , რა იყო კეთილი და რა ბოროტი , არამედ მას უფლისაგან უნდა ესწავლა ბოროტის და კეთილის გარჩევა. იერემია წერს _ უფალო ადამიანის ნებაზე როდია მისი ნაბიჯები , და მიმავალი კაცი ვერ წარიმართავს თავის ნაბიჯებს . შემდეგ უფლის მიერ დაწესებული მოსეს რჯული და მოგვიანებით ქრისტეს რჯული უკვე მთლიანად ამაზე არის გათვლილი რომ ადამიანმა ისწავლოს კეთილის და ბოროტების გარჩევა. ესეიგი ადამის და ევას დანაშაული იმას წარმოადგენდა რომ , მათ სატანის წაქეზებით თავად მოინდომეს კეთილისა და ბოროტების გარჩევა , ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ , ღმერთობა მოინდომეს . რაც იმის ტოლფასი იყო რაც სატანამ გააკეთა. შენ როგორ გგონია შემოქმედი არის იმისი ღირსი რომ მას დაემორჩილონ ? რათქმაუნდა ! და ნუთუ ძნელი იყო არ მიკარებოდნენ იმ ხეს , როცა ბაღი იგივენაირი ხეებით იყო სავსე? რათქმაუნდა არ იყო ძნელი . მოგვიანებით გაიგებ რომ სიცოცხლის ხეც სიმბოლური იყო და ის განასახიერებდა ქრისტეს , რომელმაც კაცობრიობას კვლავ დაუბრუნა სიცოცხლე. აქვე კიდევ დავძენ რომ ადამიანს არ აქვს უკვდავი სული. როცა ის კვდება , ქრება და მისი იმედი მხოლოდ აღდგომაა უფლის იესო ქრისტეს მიერ. მოგვიანებით უფალი ქერუბიმებს დააყენებს სიცოცხლის ხესთან და ცეცხლოვან მახვილს რათა ადამსა და ევას მასთან მისვლის და შეჭმის უფლება აღარ ქონდეთ, რაც აგრეთვე სიმბოლურია და იმას გვაჩვენებს რომ ადამსა და ევას აღარ ექნებოდა სიცოცხლის უფლება , ანუ აღდგომისა რასაც უფალი იესო ქრისტე გახდიდა შესაძლებელს. მოდი ახლა გონება მოვიკრიბოთ და რეალურად დავუფიქრდეთ_ უფალს შეეძლო დაუყოვნებლივ გაენადგურებინა ადამი და ევა და შეექმნა სხვა , მაგრამ აზრი? რა გარანტია იყო რომ ისინიც არ შეცდებოდნენ? , ამასთანავე ღმერთი უმოწყალო გამოვიდოდა , რადგან ადამი და ევა რომ გაენადგურებინა , ახლა ჩვენ ანუ მისი შთამომავლები არ ვიარსებებდით და ახლა ამ პოსტს დაწერდა ვინმე ვაჟა რომელიც შენ მაგივრად სხვას მისწერდა . ანუ ხვდები _ უფალს შეეცოდა ადამი და ევა და მისცა საშუალება რომ მათ შვილებს მაინც ქონოდა სიცოცხლის უფლება , და ამიტომ მისცა მათ საშუალება რომ ყოლოდათ შვილები . კიდევ ვიმეორებ ადამისა და ევას განადგურებით და ახლის შექმნით გამოვიდოდა თხა გავყიდე და თხა ვიყიდე რადგან ისინიც შეცდებოდნენ , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ სატანა უკვე არსებობდა კულისებს მიღმა , და ამ სატანის არსებობის დაშვებასაც თავისი ახსნა აქვს რასაც თუ მოისურვებ მოგვიანებით აგიხსნი , მაგრამ ჯობია თავად გამოიკვლიო და მიხვიდე უფალთან. ადამისა და ევას შთამომავლობას ანუ ჩვენ უფალმა გულმოწყალებიტ მოგვცა საშუალება რომ კვლავ შევრიგებოდით ღმერთს , რადგან ადამისგან და ევასგან ჩვენც მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა და სიკვდილი და მერე იცი ვისზე გადატყდა ჯოხი ჩვენს გამო ? იესო ქრისტეზე რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ღმერთს და რომელსაც თავის თავზე წინ აყენებს ღმერთი , იმიტომ რომ ის მისი ბუნებითი ძეა ანუ მხოლოდ იესო ქრისტეა ერთადერთი ღმერთი ვინც ღმერთმა შექმნა მამამ , და სხვა დანარჩენი ყველა არის მადლისმიერი ანუ პირობითი ძე , რომელიც უფლის მორჩილებით უნდა გახდეს ღმერთის მსგავსი . და მოხდა სამყაროში ყველაზე შემაძრწუნებელი სიყვარულის გამოვლინება , ღმერთმა თავისი შვილი ჩვენთვის გასწირა ანუ მოკლა ( არაარსში გაიყვანა, სიკვდილი განაცდევინა ჩვენი გულისთვის გესმის!) და შემდეგ ამის გულისთვის როცა უფალმა იესო ქრისტემ < ჩვენთვის თავი გასწირა , ღმერთმა კიდევ უფრო მეტად აამაღლა , ანუ იესოს დამსახურება იმდენად დიდია რომ მისი სახელი ხდება უზენაესი და უზეშთაესი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი