უდანაშაულო ადამი და ევა, მაპატიეთ გრმატიკული შეცდომები :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უდანაშაულო ადამი და ევა, მაპატიეთ გრმატიკული შეცდომები :) |
ELIZBARI |
Jan 30 2016, 12:32 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 10-March 07 მდებარ.: TBILISI წევრი № 1,323 |
უდანაშაულო ადამი და ევა
ადამს და ევას არ გააჩნდათ კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი და მხოლოდ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვის შემდგომ შეიცნეს, ამას ისიც ადასტურებს შიშვლები რომ იყვნენ ადამი და ევა მიხვდნენ მას მერე რაც გასინჯეს აკრძალული ხის ნაყოფი და ესეთ ორ ადამიანს, რომლებსაც არ გააჩნდათ კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი, უკრძალავ რამის გაკეთებას, ეს იგივეა მაიმუნს ხელყუმბარა ჩააბარო და აუკრძალო აფეთქება. გამოდის რომ ადამი და ევა ვერ ხვდებოდნენ როდესაც ღმერთის მიერ დადგენილი ერთადერთი წესის დაღვევით ბოროტებას, რომ ჩადიოდნენ. ადამს და ევას რისთვის დაურგო ღმერთმა ედემის ბაღში ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა, რომლის ნაყოფის ჭამაც აუკრძალა ? თუ ყველაფერი ღვთის ნებაა და ყველაფერი იცის ღმერთმა წინასწარ, ესეიგი იცოდა ღმერთმა, რომ ადამი და ევა შეჭამდნენ ამ ხის ნაყოფს და თუ იცოდა წინასწარ მაშინ რატომ დაურგო ხე ? იმისთვის რომ დაეწყევლა, ცხოვრება სატანჯველად გვქცეოდა ადამიანებს და ედემის ბაღიდან გამოვეყარეთ? თუ ღმერთმა არ იცოდა წინასწარ, ადამი და ევა შეჭმდნენ თუ არა აკრძალული ხის ნაყოფს, ის ხომ იცოდა რომ შეიძლება ეჭამათ ადამ და ევას ხის ნაყოფი და თუ შეჭამდნენ რაც მოელოდათ სასჯელი მისგან. ბავშვს იმ ოთახში სადაც დარბის და თამაშობს,შუა ოთახში მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელს რომელი მშობელი დაუდგამს, როგორც ღმერთმა დაგვირგო შუა ედემის ბაღში აკრძალული ხე. რისთვის დაურგო ეს გამოსაცდელი ხე თავის ხატად შექმნილ ორ ადამიანს, რა ცდებს უტარებდა ადამს და ევას, არ იცოდა ვინ შექმნა ადამი და ევას სახით? თუ ღმერთს უნდოდა, რომ ადამიანებს გვეცხოვრა ედემის ბაღში და ისეთები ვყოფილიყვით ადამიანები როგორებიც ადამი და ევა იყვნენ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვამდე, უბრალოდ ერთი ხე არ უნდა დაერგო ედემის შუაგულ ბაღში, ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა, მაგრამ უსამართლო ცხოვრებას მერე ვის დააბრალებდნენ ბიბლიის შემქმნელები ადამ და ევას რომ არ შეეცოდათ ედემის ბაღში? ღმერთს ? როგორ აგვიხსნიდა ბიბლია იმ ბოროტებას და უსამართლობას რაც დედამიწაზე სუფევს? |
esre ars cheshmariteba |
Jan 31 2016, 08:27 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ბიბლია იმიტომ არის საოცარი რომ ის დღემდე არ არის ახსნილი ვინმეს მიერ ბოლომდე .
ყველა განმარტებანი რაც არსებობს , უფრო ფილოსოფიას ემყარება ვიდრე ჭეშმარიტ აზრს რაც სულიწმიდამ უნდა შვას მორწმუნეში. არასოდეს არ მწამდა და ახლაც არ მწამს ის განმარტებები რაც დღემდეა დაცული ქრისტიანულ სამყაროში . ყველაზე უმთავრესი რაშიც არასოდეს არ დავეთანხმები დღევანდელ ეკლესიებს ეს არის მოძღვრება სამებისა და ქრისტეს ორი ბუნების შესახებ . ეს ორი დოგმატი რომ აფსოლუტურად სიცრუეა ამაში სრულებით ვარ დარწმუნებული რადგან არანაირად არ არის ტანხმობაში იმ სიყვარულტან რასაც მაცხოვარი ქადაგებს . მაცხოვარი სრულიად განსხვავებულ და უკიდურესად კაცთმოყვარებაზე დამყარებულ ეკლესიას აყალიბებს , რომელიც რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი ეკლესიებისგან |
ELIZBARI |
Feb 1 2016, 11:33 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 10-March 07 მდებარ.: TBILISI წევრი № 1,323 |
სიყვარულისკენ და კაცთმოყვარეობისკენ ყველა ტრადიციული რელიგია მოუწოდებს ადამიანებს, მაგრამ რითი უნდა დარწმუნდე რომ მაინცდამაინც ბიბლია ქადაგებს ნამდვილი ღმერთის სიტყვას ?
ბიბლიის თანახმად ადამიანი რამოდენიმე ათასი წლის წინ შეიქმნა, მაგრამ პირველი ევროპელები ზეზვა და მზია სულ მცირე, 1,8 მილიონი წლისაა. რომელი ცდება ბიბლია თუ თანამედროვე მეცნიერება, რომელს დაუჯერო ? მე პირადად ფაქტები მაინტერესებს იმისთვის რომ ვირწმუნო. |
esre ars cheshmariteba |
Feb 1 2016, 08:48 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
სიყვარულისკენ და კაცთმოყვარეობისკენ ყველა ტრადიციული რელიგია მოუწოდებს ადამიანებს, მაგრამ რითი უნდა დარწმუნდე რომ მაინცდამაინც ბიბლია ქადაგებს ნამდვილი ღმერთის სიტყვას ? ბიბლიის თანახმად ადამიანი რამოდენიმე ათასი წლის წინ შეიქმნა, მაგრამ პირველი ევროპელები ზეზვა და მზია სულ მცირე, 1,8 მილიონი წლისაა. რომელი ცდება ბიბლია თუ თანამედროვე მეცნიერება, რომელს დაუჯერო ? მე პირადად ფაქტები მაინტერესებს იმისთვის რომ ვირწმუნო. ბიბლია ეს არაა რაღაც ადამიანური გონების ნაყოფი, არის ადგილები ბიბლიაში რაც აშკარა განხეთქილებამდე მიგიყვანს და მიხვდები რომ ეს არის ის წიგნი რაც ღმერთმა მისცა ადამიანს. მეცნიერმა რომელმაც ჩონჩხს პერეკისი დაასხა და დაასკვნა რომ ის რამდენიმე მილიონი წლისაა ამის გჯერა ? |
ELIZBARI |
Feb 1 2016, 10:28 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 10-March 07 მდებარ.: TBILISI წევრი № 1,323 |
ბიბლია ეს არაა რაღაც ადამიანური გონების ნაყოფი, არის ადგილები ბიბლიაში რაც აშკარა განხეთქილებამდე მიგიყვანს და მიხვდები რომ ეს არის ის წიგნი რაც ღმერთმა მისცა ადამიანს. მეცნიერმა რომელმაც ჩონჩხს პერეკისი დაასხა და დაასკვნა რომ ის რამდენიმე მილიონი წლისაა ამის გჯერა ? ადამიაური გონების ნაყოფი თუ არაა ბიბლია, ადამიანური გონებისთვის ხომ არის შექმნილი? ჩონჩხს პერეკისი დაასხა ? ეგრე უყურებთ თანამედროვე მეცნიერებას? იმის დაჯერება თუ შეიძლება, რომ მოსემ წყალი გაყო შუაზე ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 01:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი