IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უდანაშაულო ადამი და ევა, მაპატიეთ გრმატიკული შეცდომები :)
ELIZBARI
პოსტი Jan 30 2016, 12:32 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



უდანაშაულო ადამი და ევა

ადამს და ევას არ გააჩნდათ კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი და მხოლოდ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვის შემდგომ შეიცნეს, ამას ისიც ადასტურებს შიშვლები რომ იყვნენ ადამი და ევა მიხვდნენ მას მერე რაც გასინჯეს აკრძალული ხის ნაყოფი და ესეთ ორ ადამიანს, რომლებსაც არ გააჩნდათ კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი, უკრძალავ რამის გაკეთებას, ეს იგივეა მაიმუნს ხელყუმბარა ჩააბარო და აუკრძალო აფეთქება. გამოდის რომ ადამი და ევა ვერ ხვდებოდნენ როდესაც ღმერთის მიერ დადგენილი ერთადერთი წესის დაღვევით ბოროტებას, რომ ჩადიოდნენ.
ადამს და ევას რისთვის დაურგო ღმერთმა ედემის ბაღში ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა, რომლის ნაყოფის ჭამაც აუკრძალა ?
თუ ყველაფერი ღვთის ნებაა და ყველაფერი იცის ღმერთმა წინასწარ, ესეიგი იცოდა ღმერთმა, რომ ადამი და ევა შეჭამდნენ ამ ხის ნაყოფს და თუ იცოდა წინასწარ მაშინ რატომ დაურგო ხე ? იმისთვის რომ დაეწყევლა, ცხოვრება სატანჯველად გვქცეოდა ადამიანებს და ედემის ბაღიდან გამოვეყარეთ?
თუ ღმერთმა არ იცოდა წინასწარ, ადამი და ევა შეჭმდნენ თუ არა აკრძალული ხის ნაყოფს, ის ხომ იცოდა რომ შეიძლება ეჭამათ ადამ და ევას ხის ნაყოფი და თუ შეჭამდნენ რაც მოელოდათ სასჯელი მისგან. ბავშვს იმ ოთახში სადაც დარბის და თამაშობს,შუა ოთახში მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელს რომელი მშობელი დაუდგამს, როგორც ღმერთმა დაგვირგო შუა ედემის ბაღში აკრძალული ხე.
რისთვის დაურგო ეს გამოსაცდელი ხე თავის ხატად შექმნილ ორ ადამიანს, რა ცდებს უტარებდა ადამს და ევას, არ იცოდა ვინ შექმნა ადამი და ევას სახით?
თუ ღმერთს უნდოდა, რომ ადამიანებს გვეცხოვრა ედემის ბაღში და ისეთები ვყოფილიყვით ადამიანები როგორებიც ადამი და ევა იყვნენ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვამდე, უბრალოდ ერთი ხე არ უნდა დაერგო ედემის შუაგულ ბაღში, ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა, მაგრამ უსამართლო ცხოვრებას მერე ვის დააბრალებდნენ ბიბლიის შემქმნელები ადამ და ევას რომ არ შეეცოდათ ედემის ბაღში? ღმერთს ? როგორ აგვიხსნიდა ბიბლია იმ ბოროტებას და უსამართლობას რაც დედამიწაზე სუფევს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 3 2016, 10:33 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ELIZBARI.

რათქმაუნდა ლოგიკა ხშირ შეთხვევაში სწორია , და ამიტომ ყოველთვის მივესალმები ლოგიკურ მსჯელობას!

რაც შეეხება ადამის წლოვანებას კი ბატონი შეთი რომ შეეძინა ადამი იყო 130 წლის ამას მინუს ყველაზე ბევრი 30 წელი კაინისა და აბელისა. დაგვრჩა 100 წელი , მაგრამ შენ მხედველობიდან გამოგრჩა ერთი რამ _- ვიდრე ევა გაჩნდებოდა , ადამი გაცილებით ადრე სრულიად მარტო იყო და მხოლოდ მას ქონდა უფალთან ურთიერთობა და სავარაუდოა რომ ეს სწორედ 100 წელი იყო , იმიტომ რომ , რატომ ეხლა_ ლოგიკურია სატანა ფიქრობდა რომ ევას გაჩენის მომენტიდან უნდა ეცდუნებინა ორივე წყვილი მანამდე , სანამ მათ შვილი შეეძინებოდათ , რადგან კაენის დაბადების შემთხვევაში უკვე რთული იქნებოდა 3 ადამიანის შეცდენა , თანაც კაენი სრულყოფილი იქნებოდა და შესაბამისად მშობლების შეცდომას აღარ გაიმეორებდა და ჩვენც უკვე მთელი კაცობრიობა სრულყოფილნი ვიქნებოდით. ამიტომ სატანამ ეს ყველაფერი გათვალა და მანამდე აცდუნა ევა სანამ შვილს შობდა და შესაბამისად შთამომავლობა უკვე ცოდვას დაუქვემდებარა . სატანა მაგარი მოზგია , ბოლოს და ბოლოს ის მესამე პიროვნებაა სამყაროში ძალაუფლებით , მამისა და ძის შემდეგ .
თან ირჩევს ევას რომელიც გამოუცდელი იყო უფალთან ურთიერთობაში , რადგან არ იცნობდა ისე დიდხანს , როგორც ადამი . თან ადამი და ევა ერთ ხორც იყვნენ და უფრო მჭიდრო კავშირი ქონდათ , ვიდრე დღეს არსებულ ნებისმიერ წყვილს , რადგან ევა პირდაპირ ადამიდან იყო გამოღებული და თუ სატანა ევას შეაცდენდა , ბუნებრივია ევა ადვილად დაიყოლიებდა ადამს . ასე რომ სატანის მოლოდინი გამართლდა , მან შეაცდინა წყვილი კაენის გაჩენამდე და შესაბამისად მთლიანად დაღუპა ადამიანი.
მაგრამ ვიღაცა იტყვის _ მე რა დავაშავე კაცო , ვშობილიყავი სრულყოფილი , ისეთივე , როგორიც ადამი იყო შეცოდებამდე და თუ მე სრულყოფილი ცოდვას ჩავიდენდი , დაე სამართლიანად დავესაჯე შემდეგ ღმერთს , მაგრამ მოდი ვნახოთ სად აჯობა ღმერთმა სატანას ?!

თუ სატანა მაგარი მოზგია და მან შესანიშნავად გათვალა კაცობრიობის დაღუპვა , მაშასადამე ღმერთი კიდევ უფრო მოზგია და კიდევ უფრო დიდებულად გათვალა კაცობრიობის ხსნა ! როგორ?

შენ რომ ახლა სრულყოფილი ყოფილიყავი , შეცოდების შემთხვევაში უმალვე მოკვდებოდი ისევე როგორც ადამი და ევა და არანაირი პერსპექტივა არ გექნებოდა . ანუ ადამიანი სიკვდილის შემთხვევაში ქრება ანუ წყვეტს არსებობას , ეს არის ბიბლიის სწავლება . არანაირი უკვდავი სული , ეს სიცრუეა ისეთივე როგორც სატანა ევას ეუბნება _ არ მოკვდებით ! სინამდვილეში ადამმა და ევამ მიიღეს კუთვნილი სასჯელი სიკვდილი ანუ მარადიული არაარსი , საიდანაც არაა აღდგომა !

თუ დამატებიტ დაგაინტერესებს , მტლიან ბიბლიას დავამოწმებ იმის დასადასტურებლად რომ ადამიანი სიკვდილის შემთხვევაში ქრება , და მისი იმედი არის აღდგომა , იესუ ქრისტეს წყალობით.

რაშია შენი პლიუსი როცა ახლა ცოდვილი ხარ? იმაში რომ შენ გაქვს უამრავი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა , ვინაიდან თუ ადამი და ევა ერთი შეცდომით განადგურდა ყოველგვარი შეწყალების გარეშე , შენ არ განადგურდები უამრავი ცოდვის გამო , იმიტომ რომ უფალი გვასწავლის რომ მიტევება არ უნდა გვბეზრდებოდეს და თუ ჩვენ ვალდებულნი ვართ რომ ჩვენს ძმას შვიდგზის სამოცდაათჯერ ვაპატიოთ ანუ 490 ჯერ დღეში , მაშ რაოდენ უფრო გულმოწყალე იქნება უფალი ჩვენს მიმართ?

მე არ ვამბობ რომ უფალი სულ თავზე ხელს გადაგვისვავს ცოდვის ჩადენისას მაგრამ თუ ჩვენ წრფელი გულით შევძლებთ რომ ღმერთს პატიება ვტხოვოთ , მერწმუნეთ უფლის მიტევებას საზღვარი არ აქვს ამ შემთხვევაში!

ესეიგი შენ ხარ საუკეთესო პოზიციაში , ვიდრე ადამი , იმიტომ რომ შენ გაქვს მისადგომი ღმერტთან ცოდვის შემთხვევაში . თუ ცდილობ დაიცვა ღმერთის მცნებები ეს იმას ნიშნავს რომ შენ გადახვალ სიკვდილიდან სიცოცხლეში , როგორც იოანე ამბობს .

თუ ჯოჯოხეთი არსებობს და სულიც უკვდავია , რაც სიცრუეა! მაგრამ თუ ეს ასეა , მაშინ ღმერტი გამოდის დესპოტი მმართველი რადგან სასჯელი არაბალანსირებული გამოდის იმიტომ რომ 70 წელი ადამიანი სულ რომ ყირაზე გადავიდეს და სულ ცოდვაში იცხოვროს , ამის გამო ის რომ უსასრულოდ დაიტანჯოს ჯოჯოხეთში , ეს უსამართლობაა . სამართლიანობა კი იცით რა არის ? რასაც წმინდა წერილი ასწავლის _ ანუ ყველა ვინც აქამდე მომკვდარა ყველა ცოდვილი უნდა აღდგეს და მიეცეს საშუალება გამოსწორების , თუ გამოსწორდება უფალი მას აძლევს საუკუნო სიცოცხლეს . ცხადია არ აღდგებიან ისინი ვინც მაცხოვარი სიკვდილით დასაჯა და აგრთვე ვინც სულიწმიდა დაჰგმო .

რავიცი მეტი რაღა დავწერო და რანაირადღა ავხსნა ადამიანო ის რომ უფალი მართალი და გულმოწყალეა ! თუმცაღა იმდენი არგუმენტი მაქვს წმინდა წერილიდან რომ ვფიქრობ მთლიანად რომ დავწერო ფორუმი გადაიტვირთება და გაჭედავს ალბათ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ELIZBARI   უდანაშაულო ადამი და ევა   Jan 30 2016, 12:32 PM
esre ars cheshmariteba   ELIZBARI   Jan 30 2016, 07:07 PM
esre ars cheshmariteba   ელიზბარ მომწონს შე...   Jan 30 2016, 08:10 PM
ELIZBARI   esre ars cheshmariteba ძალიან დი...   Jan 31 2016, 04:15 PM
esre ars cheshmariteba   მე არცერთ რელიგიას...   Jan 31 2016, 06:33 PM
esre ars cheshmariteba   ბიბლია იმიტომ არის...   Jan 31 2016, 08:27 PM
ELIZBARI   სიყვარულისკენ და კ...   Feb 1 2016, 11:33 AM
esre ars cheshmariteba   სიყვარულისკენ და ...   Feb 1 2016, 08:48 PM
ELIZBARI   ბიბლია ეს არაა რაღ...   Feb 1 2016, 10:28 PM
esre ars cheshmariteba   ადამიაური გონების...   Feb 1 2016, 10:48 PM
ELIZBARI   esre ars cheshmariteba სხვა ტრად...   Feb 1 2016, 11:00 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba სხვა ტრად...   Feb 1 2016, 11:52 PM
ELIZBARI   თუ ათეისტი ხარ გამ...   Feb 1 2016, 11:59 PM
esre ars cheshmariteba   ათეისტი არ ვარ, მაგ...   Feb 2 2016, 12:18 AM
ELIZBARI   ვინ ხარ შენ ადამი...   Feb 2 2016, 12:58 AM
ELIZBARI   ბიბლია ადამიანის ...   Feb 1 2016, 11:10 PM
esre ars cheshmariteba   საინტერესოა ვისი ...   Feb 1 2016, 11:29 PM
ELIZBARI   ბიბლია არაა მეთქი ...   Feb 1 2016, 11:34 PM
esre ars cheshmariteba   თავისუფალი? :huh: ნებ...   Feb 2 2016, 07:11 PM
ELIZBARI   თავისუფალი? :huh: ნებ...   Feb 2 2016, 09:20 PM
esre ars cheshmariteba   აღვირახსნილნია ჩე...   Feb 2 2016, 09:52 PM
ELIZBARI   თემას ძაან ავცით :) ...   Feb 2 2016, 09:57 PM
esre ars cheshmariteba   თემას ძაან ავცით :) ...   Feb 2 2016, 10:13 PM
ELIZBARI   ადამი და ევა იმაში...   Feb 2 2016, 10:34 PM
esre ars cheshmariteba   როგორ ფიქრობ ედემ...   Feb 2 2016, 11:04 PM
ELIZBARI   ადამი და ევას მოქმ...   Feb 3 2016, 02:58 AM
marine   პირველი ევამ შეჭა...   Feb 3 2016, 09:24 PM
esre ars cheshmariteba   ELIZBARI. რათქმაუნდა ლო...   Feb 3 2016, 10:33 PM
ELIZBARI   თუ ჯოჯოხეთი არსებო...   Feb 3 2016, 11:34 PM
ELIZBARI   http://stars.chromeexperiments.com/   Feb 4 2016, 06:04 PM
esre ars cheshmariteba   ჯოჯოხეთი რომ უბრალ...   Feb 4 2016, 09:37 PM
ELIZBARI   ჯოჯოხეთი რომ უბრა...   Feb 5 2016, 02:04 AM
esre ars cheshmariteba   ELIZBARI მე მესმის ის თ...   Feb 5 2016, 11:10 PM
afxazi   თემაში აშკარად არ ...   Feb 11 2016, 01:28 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 03:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი