ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
alex_b |
Apr 18 2007, 11:58 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
ეხლა შემოვედი და ძლივს წავიკითხე მთელი ოთხი გვერდი. და რაღაც მეჩვენება, რომ თემას ავცდით.
მოდით დავუბრუნდეთ თემას და უკეთესი იქნება, თუ პროტესტანტებზე ჩვენი შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე კი არ ვილაპარაკებთ, არამედ უფრო დასაბუთებულად. საერთოდ პროტესტანტობა ფართო ცნებაა. და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომ როგორ დგინდება პროტესტანტებში ჭეშმარიტება-მცდარობის საკითხი, ცოტა უფრო ძნელია. ვინაიდან პროტესტანტებში არის აზროვნების თავისუფლება, რასაც როგორც ცუდი, ისე კარგი შედეგებიც მოაქვს. შესაბამისად შეიძლება სხვადასხვა კონფესიებში ამ საკითხს შესაძლოა სხვადასხვანაირად განიხილავდნენ. თუმცა უმრავლესობაში (ყოველ შემთხვევაში ნორმალურ პროტესტანტებში ) საბოლოო ავტორიტეტი და სიტყვა ბიბლიას ეკუთვნის. ისე ზოგადად არსებობს სხვადასხვა სახის თეოლოგიური ავტორიტეტები: 1) კანონიერი ავტორიტეტი; 2) თეოლოგიური ავტორიტეტი; 3) ეკლესიური ავტორიტეტი; 4) განცდა, როგორც ავტორიტეტი; 5) ადამიანის გონება, როგორც ავტორიტეტი; ამათ შორის ჩვენი კონფესია ეთანხმება პირველს. ხოლო ეს შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ (სიტყვებს დავესესხები ერთ-ერთ წიგნს "სისტემატიური თეოლოგია") 1. კანონიერი ავტორიტეტი: კანონიერი ავტორიტეტი ეფუძნება თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც ბიბლიური ტექსტები, ისე როგორც ეს კანონშია მოცემული, წარმოადგენენ ღმერთის ავტორიტეტულ გამოცხადებას. ბიბლია ნათლად და გასაგებად მიმართავს ჩვენს რწმენასა და ცხოვრების წესს. ამ თვალსაზირისის მომხრეები ამტკიცებენ, რომ 1. ბიბლია ავტორიტეტულია, რადგანაც დაწერილია ღმერთის შთაგონებით. და 2. იგი გასაგებად ლაპარაკობს იმ ჭეშმარიტებებზე, რომლებსაც თავად შეიცავს. რწმენისა და საქციელის ყოველი საკითხი უნდა ეთანხმებოდეს ბიბლიას. თეოლოგიური წარმოდგენები არ უნდა იყვნენ ორაზროვანნი და თუ მთლიანად არ ეთანხმებიან წმიდა წერილს, უნდა უარყოფილი იქნან. კანონიკური პოზიციის მომხრეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბიბლიის სწორ განმარტებას. ეს საკითხი უკავშირდება ავტორიტეტის კანონიკურ პოზიციას, რომელთანაც მეტად ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. თუ დაინტერესდებით, დანარჩენზეც დავწერ. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი