სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული |
marine |
Nov 10 2015, 11:40 AM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორც ქარი წყვეტს ხიდან ფოთლებს და სადღაც შორს მიაქვს, ასევე გლეჯს ჩვენი ცხოვრებიდან სიკვდილი ჩვენთვის ახლობელ ადამიანებს. ისინი თავიანთ ხსოვნას ტოვებენ ჩვენს სულში: ჭრილობები შესაძლოა მოშუშდეს, მაგრამ მათი კვალი სამუდამოდ რჩება...
ახლობლების სიკვდილი, ეს რაღაც შავი ღრმულებია ჩვენს ცხოვრებაში, რაღაც ჩავარდნები, რომლებიც სინათლეს არ ირეკლავენ". "მაგრამ მორწმუნისთვის სიკვდილი მხოლოდ დროებითი განშორებაა, ტირილია კუბოსთან - დამშვიდობების ტირილი, რომელიც შეხვედრას გვპირდება. ერთი მეგობართაგანი ადრე გაეშურა იქით, სადაც ის დაგელოდება. სამარის უკუნეთს არ ასხივოსნებს მზე, მაგრამ მასში ლოცვის სხივები აღწევს". /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ სოლომონ მეფე ბრძანებს: "ტირილში წასვლა სჯობს, ლხინში წასვლას" (ეკლეს. 7.2) "სიკვდილის ხსოვნა კაცს განსაცდელში სიმამაცეს ჰმატებს, მწუხარებაში - ნუგეშს, რადგან ქრისტიანისთვის სიკვდილი აღდგომის ნათლითაა გასხივნოსნებული ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 19 2016, 12:14 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„სიბერის ჟამს ჩვენ უკვე აღარ გვექნება ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი სხეული, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ დროს ადამიანს ეხსნება სამყაროს უკვე სხვაგვარი, სულიერი და ღირებულებითი თვალით ჭვრეტის უნიკალური შესაძლებლობები. თუ სწორმა აღზრდა-განათლებამ ეს თვალი გაახილა, მაშინ მოხუცებულობის ჟამიც უკვე აღარ იქნება მძიმე და უსიხარულო, არამედ, პირიქით, - საინტერესო, სიბრძნითა და სულიერებით აღჭურვილი. ადამიანს აქვს ბევრი რესურსი იმისთვის, რომ სიბერე არ აღიქვას მარტოოდენ სიმძიმილისა და მწუხარების ხანად, არამედ შეძლოს მოიხელთოს მარადიული და უჭკნობი სიხარულის განცდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი