მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი |
marine |
Mar 10 2008, 05:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მინდა, რომ ამ თემაში ყველა მასალას, რაც დიდებულ მეფესა და წმინდანს, დავით აღმაშენებელს ეხება, ერთად მოვუყაროთ თავი და განვადიდოთ ჩვენი სახელოვანი წინაპარი
მეფესა დავითს სიბრძნის მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყარო ხილულსა სოფელსა შორის; საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის; ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის; ნათლისფერ, ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის; ცის-კროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის; ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის; ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის; გულისათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის; ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის; მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის; შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის; აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის; ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის; მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის; სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; უბრძოლველ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის; უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის; განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის; კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნულთა შორის; მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევიდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის... ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივდაცვულისა მეფისა, ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!.. მონაზონი არსენი წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი (+1125) ტროპარი საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა. კონდაკი ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2016, 04:40 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი - ამ ჯვრით მიუძღოდა წმინდა მეფე ქართველთა ლაშქარს 09.06.2014 ხობის სიძველეებიდან განსაკუთრებულ ადგილს იკავებს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. მუზეუმის საგანძურის ფონდის კურატორის, ხელოვნებათმოცდნეობის დოქტორის ელენე კავლელაშვილის თქმით, ჯვარი საფრანგეთში 1921 წელს იქნა გატანილი და 1945 წელს დაბრუნდა პარიზიდან საქართველოში. იგი შედარებით მომცრო ზომისაა და როგორც ჩანს, მეფეს თან ახლდა ბრძოლებში. არსებობს უფრო დიდი ზომის საეკლესიო საწინამძღვრო ჯვრები, რომლებიც შორ მანძილზე გადაადგილებისთვის არ იყო განკუთვნილი. დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი თავისი ზომით ჰგავს დავით კურაპალატის (+1001წ.) საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ საწინამძღვრო ჯვრებს შორის ჯერჯერობით ყველაზე ადრეული მომცრო ზომის ჯვარია. ბრეთის, იშხანის, მარტვილის, საწინამძღვრო ჯვრები ზომით მათ ბევრად აღემატება. როგორც ჩანს ისინი მონასტრებში დაუნჯებული საწინამძღრო ჯვრებია. დავით კურაპალატის ჯვრის წინაპირზე არის წარწერა: "ქრისტე ადიდე დავით კურაპალატი, ამინ"! დავით აღმაშენებლის ჯვრის წინაპირზე კი მხოლოდ ჯვარცმული მაცხოვარია გამოსახული და ჯვრის ზურგზე წარწერა ნაწილდება, რომელიც ასეთი შინაარსისაა: "პატიოსანო ჯვარო ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე დავით და შემიწყალე მე გლ..." წარწერის დამაბოლოებელი სიტყვები სამწუხაროდ აღარ იკითხება. სომეხთა მეფის ტიტული დავითმა მაშინ მიიღო, როდესაც შემოიერთა, როგორც ჩრდილოეთ სომხეთი, ასევე ანისი. ჯვარი 1123- 1125 წლებში მოჭედილი ჩანს. http://karibche.ambebi.ge/eklesia/sitsmind...hvro-jvari.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი