მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
neo |
Jan 11 2009, 05:37 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
დარწმუნებული ვარ ეს თემა უკვე იქნებოდა განხილვის საგანი, მაგრამ მაინც მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ საკუთარი გამოცდილებებიდან... ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ? ძალიან გთხოვთ ვისაც არასოდეს გამოგიცდიათ ნუ დაპოსტავთ, ერთხელ მაინც გამოცადეთ, ერთი საათით მაინც გაჩერდით მდუმარედ იქ სადაც სხვა შემტხვევაში ბევრს ისაუბრებდით და შემდეგ დაპოსტეთ... ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ -------------------- www.cordesign.ge
|
marine |
Feb 24 2016, 04:47 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მდუმარება ჩვენს უხილავ ბრძოლაში უდიდესი ძალაა და გამარჯვების დიდი იმედია, მდუმარება ძლიერ უყვარს მხოლოდ ღვთის იმედად მყოფს. ის წმინდა ლოცვის დამცველი და სათნოებების მოპოვების გზაზე საოცარი შემწეა, მდუმარება სულიერი სიბრძნის ნიშანია.
წმინდა ისააკი ამბობს, "ენის დაცვა არა მარტო აიძულებს გონებას ღმერთთან აიჭრას, იდუმალად ხორცსაც უდიდეს ძალას ანიჭებს ხილული საქმეების აღსასრულებლად, ის ადამიანი ფარული ღვაწლის დროსაც ანათებს, თუ ადამიანი გამოცდილია და იცის მდუმარების დაცვა" - სხვაგან კი ასე ასხამს ხოტბას მდუმარეს: "როდესაც ერთ მხარეს შენი განვლილი ცხოვრების ღვაწლს დადებ, ხოლო მეორეზე მდუმარებას, მიხვდები, რომ ეს უკანასკნელი გადაწონის". ბევრი კეთილი რჩევა-დარიგება არსებობს ჩვენთვის, მაგრამ ვინც მდუმარებას შეიტკბობს, მისთვის ზედმეტია დანარჩენის დაცვა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი