წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ |
temomachi |
May 31 2010, 11:41 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 15-May 10 წევრი № 8,835 |
წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ. ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა:
,,წმიდა ჰყავ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება” ცხადად სჩანს, რომ უფლისაგან არის მარხვა მოცემული... ოთხი კავშირი: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ხორცს შეამტკიცებს, ასევე კავშირი ოთხი სათნოებისა - სიბრძნე, სიმხნევე, სიწმინდე და სიმართლე შეამტკიცებს სულსა და ამათდა შესაწევნელად მარხვა მოგვცა ღმერთმა. როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკვდება, ასევე მოკვდება სული - თვინიერ მარხვისა. წმ. ამბროსი ჭყონდიდელი მარადის ნაყროვანება არა არს გონებრივი მოქალაქეობა, არამედ მძოვართა ოთხფეხთა თანასწორობაა, უზომო ჭამითა და სმით უმრავლესობა სენთა მიერ მრავათა უდროვოდ დაიმკვიდრეს საფლავი... ვისაც გიყვართ სიცოცხლე, გიყვარდეთ მარხვა. ძალისაებრ თქვენისა... წმ. ალექსი ბერი (შუშანია) ვინაიდან არ ვმარხულობდით, გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში. წმ. ბასილი დიდი მარხვა ხორცისა საზრდოა სულისა. წმ. იოანე ოქროპირი შეუძლებელია, რომ ცეცეხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე. წმ. იოანე ოქროპირი გემოთმოყვარეობა მრუშობის დედაა. (ძველი პატერიკი) გაიხსენე, რომ ადამი სამოთხეში შენზე ნაკლებად სრულყოფილი არ იყო. იფიქრა, რომ შეიძლება მარხვის გარეშეც იოლად გამოსვლა - და რა გამოვიდა ამით? წმ. იოანე ოქროპირი ლოთი შუაგულ სოდომში ყვაოდა სათნოებებით, სოდომის გარეთ კი შეწყვიტა მარხვა და შედეგად რა მოხდა?! წმ. იოანე ოქროპირი დროდადრო იმარხულე საზრდელისაგან ხოლო თავშეუკავებლობისაგან - გამუდმებით... ამბა სერაპიონი მოერიდეთ მარხვა შეაფასოთ უბრალოდ საჭმელის თავშეკავებით. ისისნი, ვინც თავს იკავებენ საწმლისაგან და ცუდად იქცევიან, მიემზგავსებიან ეშმაკს, რომელიც თუმცაღა არაფერს სჭამს, არ წყვეტს ცოდვას. წმ. ბასილი დიდი ბატონობ სტომაქზე? იბატონე ენაზეც, რათა როდესაც რჩები ერთის მონა, მეორისაგან მეორისაგან განთავისუფლებაც არ იქნებოდა ურიგო. წმ. ნილოს სინელი [b]დაწვრილებითი ინფორმაციაიხილეტ ამ ბმულზე [color=#FF0000]http://www.imeroni.ge/gverdebi/mamebimarxva/mamebi.htm -------------------- http://www.imeroni.ge/
|
marine |
Apr 12 2016, 10:47 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდანი [ღირსი იოანე კლემაქსი] დიდ მარხვას საოცარი თავშეკავებით ატარებდა; საკვები ბოლომდე არ აუკრძალავს, მაგრამ იღებდა იმდენად მცირეს, რომ უფრო გემოს უსინჯავდა, ვიდრე იკვებებოდა. ამით, როგორც თავად ამბობდა, "ამპარტავნების რქას" მუსრავდა. სხვა დანარჩენი ვნებები კი სრულიად დამორჩილებული ჰქონდა და მათ მბრძანებლურად მიმართავდა ხოლმე: "გაჩუმდი, ენა ჩაიგდე!" მისი სინანული შერთული გახლდათ გულის შემუსვრილებასა და ცრემლთან".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი