მრისხანება, მრისხანებაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრისხანება, მრისხანებაა |
Alterego |
Mar 1 2016, 05:02 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?
|
marine |
Apr 13 2016, 04:50 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,441 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია მრისხანების გამოვლენა, ეს ადამიანი ყოვლად უნიათოა და არაფრის მაქნისია. ადამიანს სიყვარულთან ერთად აუცილებლად უნდა შეეძლოს მრისხანების გამოვლინება. ეს პრაქტიკამაც აჩვენა. თუ შვილს არ უბრაზდები, მხოლოდ "შენ გენაცვალეთი" ზრდი, ის შვილი შეიძლება საშინელებად ჩამოყალიბდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ. ამის მაგალითები გვაქვს სახარებაში.
ქრისტეს შეეძლო მრისხანება? - დიახ, შეეძლო, როცა ტაძარს შეურაცხყოფდნენ მყიდველ-გადამყიდველები, ხმაურობდნენ, ალიაქოთი შექმნეს, უფალმა სახრე გააკეთა თოკისაგან და გამოყარა ისინი. წარმოგიდგენიათ? არა მარტო გამოყარა, მათ მაგიდებიც, სადაც ეს ყველაფერი ელაგა, ხელით აუყირავა. იმედია, ხვდებით, რომ ქრისტეს არ შეუცოდავს, რადგან იგი ღმერთია. დასკვნა ასეთია - მრისხანება არ არის ცოდვა, როგორც ასეთი. აბა, მრისხანება რომ სასიკვდილე ცოდვაა? მაგრამ ის მრისხანებაა სასიკვდილე ცოდვა, რომელსაც ყოველთვის ადამიანებში თან ახლავს სიძულვილი, რადგან ხშირად ჩვენში არსებული მრისხანება იკვებება სიძულვილისაგან და არა სიყვარულისაგან". /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 07:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი