![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მატასი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
წეღან გაზეთებს ვათვალიერებდი, და კვირის პალიტრის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, რომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შეურაცხავთ...
![]() და მოკლედ ამითომ გავხსენი ეს თემა ![]() "მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან 120 წლის შემდეგ, ამა წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა, უწოდა მას "სამშობლოსათვის წამებული" და მისი ხსენების დღედ 26 აპრილი დააწესა" მე პირადად ძალიან გამახარა ამ ამბავმა, და ასე გვიან რატომ გავიგე არ ვიცი.... 1886 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, და ამ საკითხზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, დიმიტრი ყიფიანმა ეგზარხოსს ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოითხოვა.... ამის გამო, 75 წლის დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს... შემდეგ კი... გირით გაუჩეჩქვეს თავი... "ის ტვინი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობდა, თავზე დაანთხიეს... და იმ გულზე, რომელიც სამშობლოზე ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს" -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გრძელდება საქართველოს სახელმწიფო ენის კვირეული, რომლის ფარგლებშიც 12 აპრილს წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პროფესორმა თამაზ ჯოლოგუამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "საშვილიშვილო მოკავშირე, წმიდა დიმიტრი ყიფიანი".
მომხსენებელმა დაწვრილებით ისაუბრა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისა შესახებ. საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით წარმოაჩინა ამ დიდი ქართველის ღვაწლი ქართული ეროვნული ცნობიერების დასაცავად. სტუდენტათვის უაღრესად საინტერესო და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი აღმოჩნდა დიმიტრი ყიფიანის თავდადება, სიმამაცე და სიმტკიცე, რომელიც მან ქართული ენის დაცვისას გამოიჩინა. დასასრულს აუდიტორიის მხრიდან დაისვა საინტერესო შეკითხვები. პროფესორმა თამაზ ჯოლოგუამ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სავალალო და მძიმე მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმ უყურადღებობაზე, რასაც საზოგადოება იჩენს. შეხვედრა შეაჯამა და სტუმარს მადლობა მოახსენა უაღრესად საინტერესო ლექციისთვის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. მუზეუმის საკითხს გამოეხმაურა პროფესორი სერგო ვარდოსანიძე: ,,ჩვენი სირცხვილია წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ქვიშხეთში დღეს უსახსრობის გამო ინგრევა და მშველელი კი არ სჩანს ". /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 10:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი