ეპილეფისია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეპილეფისია |
peritoniti |
Nov 15 2010, 05:53 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
ეპილეფსია, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი მიმდინარეობითა და გამოვლინებით. ასეთ ადამიანებზე ბევრი იტყვის რო ეშმაკი ყავს შეჩენილი და აწვალებსო. მიტუმეტეს, როცა ეპილეფსიური შეტევა მოსდის და ალბათ რაღაცით ახლოს დგას სიმართლესთან, რადგნა ასეთი ადამიანების უმეტესობა ნაკლებ მორწმუნეა, ყალიბდებიან კომპლექსიანებად, ფსიქიკურად სუსტები არიან, ემართებათ დეპრესია და უმეტესი მათგანი ცხოვრებას ამთავრებს თვითმკვლელობით (აი ამიტომ ალბათ შეიძლება ითქვას რო საქმე გვაქ ეშმაკთა და მათ რელიგიური დახმარებაც უნდათ). თუმცა ძალიან ნიჭიერება და აზროვნების უნარი ახასითებთ და ამას ისევ ეპილეფსია აყალიბებს. ეს დაავადება ბოლომდე რო ამოიხსნას ალბათ ეპილეფსიური შეტევა ექიმსაც უნდა მოუვდეს, რო "შიგნიდან" შეხედოს ამ ყველაფერს. ამ დაავადებას ექიმი ხელოვნურად ვერ გამოიწვევს ჯამრთელში და სწორედ ეს მიუთიტთებს იმას რო არ არის ბოლომდე ამოხსნილი და ვერც განკურნებას შეძლებს! ასეთ ადამიანებ რელიგიური და ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდებათ და სწორედ ამიტო გადავწყვიტე ამ ტემი გახსნა აქ და გთხოვთ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ცოდნა ამის შესახებ. თუკი იცით რამე, გინახავთ, მოგისმენიათ, ან თქვენ სააახლობლოში აქვს ვინმეს, იქნებ დადოთ აქ და გავუზიაროთ ერთმანეთს.
|
marine |
Apr 26 2016, 12:26 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
http://funtime.ge/eqimis-konsultacia/ra-sh...lad-gankurneba/
რა არის ეპილეფსია? ეპილეფსია ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება უეცარი, განმეორებითი გულყრებით და სხვადასხვა კლინიკური და პარაკლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. ეპილეფსიური გულყრების კლასიფიკაცია ეპილეფსიური გულყრების კლასიფიცირება ხდება გულყრის ტიპის, გამომწვევი მიზეზის, ეპილეფსიური სინდრომის და ასევე იმ მდგომარეობის შეფასებით რაც ახლავს გულყრას. აქედან გამომდინარე, არსებობს: ფოკალური გულყრები - გულყრების ეს ფორმა ხასიათდება იმით, რომ პათოლოგიის კერა ყოველთვის არსებობს თავის ტვინის რომელიმე კონკრეტულად შემოსაზღვრულ უბანში, ამასთანავე აბსოლუტურად სულერთია ჩაერთვება თუ არა პროცესში ქერქის სხვა ნაწილებიც მეორადი გავრცელების შედეგად. განსაკუთრებით მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს გულყრის დაწყებას აურით იმასთან დაკავშირებით, ტვინის რომელ რეგიონში მდებარეობს პათოლოგიის კერა, რადგან გულყრა არის ერთი კონკრეტულად შემოსაზღვრული ნეირონული კავშირების აქტივობის შედეგი. თავის მხრივ ფოკალური გულყრები იყოფა შემდეგ ქვეჯგუფებად: მარტივი ფოკალური გულყრები - როდესაც ცნობიერება შენარჩუნებულია; კომპლექსური ფოკალური გულყრები - მიმდინარეობს ცნობიერების დარღვევით; გენერალიზებული გულყრები - მისი მიმდინარეობა და სიმპტომები არ გვაძლევს ანატომიურად შემოსაზღვრული ლოკალიზაციის და ლოკალური (კეროვანი) დასაწყისის ნიშნების შეცნობის საშუალებას. გენერალიზებული გულყრების ქვეჯგუფებია: აბსენსი - გულყრები ცნობიერების ხანმოკლე გამორთვით დაცემის გარეშე; მიოკლონური გულყრები - მიმდინარეობს ცალკეული კუნთოვანი ჯგუფების ერთეული ან არარეგულარულად განმეორებადი კონვულსიებით; ტონური გულყრები - მიმდინარეობს კუნთების დაჭიმვით და ძირითადად მოიცავს ზურგის, ხელების და ფეხების კუნთებს, შეიძლება გამოიწვიოს ვარდნაც; კლონური გულყრები - ხასიათდება კუნთების რიტმული, ბიძგისებური შეკუმშვებით. ძირითადად მოიცავს კისერს, სახეს, ხელებს; ატონური გულყრები - ე.წ. ვარდნის შეტევები, იწვევს კუნთების კონტროლის დაკარგვას, შესაძლებელია მოხდეს უეცარი დაცემა ძირს; ტონურ-კლონური გულყრა - ხასიათდება გონების დაკარგვით, სხეულის დაჭიმვითა და ბიძგებით, რასაც ზოგჯერ ახლავს ენის მოკვნეტა და უნებლიე შარდვა. არსებობს არაკლასიფიცირებული ეპილეფსიური გულყრები, რომელთა კლასიფიცირება არასაკმარისი ან არასრულყოფილი მონაცემების გამო ვერ ხერხდება. გარდა ამისა, არსებობს ეპილეფსიური სტატუსისა და ეპილეფსიური სინდრომის ცნება. ეპილეფსიური სტატუსი - ეს არის მრავალი განმეორებითი გულყრა, გულყრათა შორის ნათელი პერიოდის არ არსებობით; ეპილეფსიური სინდრომი კი - ლენოქს-გასტოს სინდრომს, ვესტის სინდრომს, საფეთქლის წილის ეპილეფსიას და ფეტალურ ალკოჰოლურ სინდრომს გულისხმობს. დაავადება გვხვდება არა მარტო მოზრდილ ადამიანებში, არამედ ბავშვებსა და ახალშობილებშიც ხშირად ვლინდება. გამომწვევი მიზეზები ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზები შემთხვევათა 60-70%-ში ვერ დგინდება, ხოლო ეპილეფსიის მქონე პაციენტების 30-40%-ში იგი ასოცირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან: გენეტიკური წინასწარგნაწყობა - (ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმა, რომელიც აღნიშნულია გულყრის ტიპების ჩამონათვალში, გვხვდება ოჯახურად); თავის ტვინის პრენატალური დაზიანება - (დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდში, შეიძლება ბავშვს თავის ტვინი სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით დაუზიანდეს. ეს ფაქტორებია მაგალითად: დედის ინფექცია, ცუდი კვება, ჟანგბადის ნაკლებობა და ა.შ.); ტვინის სისხლძარღვოვანი განვითარების მანკები (ჰემანგიომა, ანევრიზმები და ა.შ.); ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მათ შორის ჰიპერპარათირეიზი და ჰემაქრომატოზი); ქალა-ტვინის ტრავმები (უბედური შემთხვევების დროს); თავის ტვინის სხვადასხვა მდგომარეობები (სიმსივნე, ინსულტი და ა.შ.); ზოგიერთი ინფექციური დაავადება (მენინგიტი, შიდსი, ვირუსული ენცეფალიტი და ა.შ.); განვითარებითი დარღვევები - (ეპილეფსია ზოგჯერ ასოცირებულია ისეთ განვითარებით დარღვევებთან, როგორიც არის მაგალითად: აუტიზმი ან ნეირიფიბრომატოზი) და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს ეპილეფსიური გულყრების შემთხვევითი მიზეზები: ცხელება; უძილობა; ფიზიკური გადაძაბვა; მოციმციმე შუქი სხვადასხვა ეფექტებით (მაგ; დისკოთეკაზე); ჰიპოგლიკემია (გლუკოზის დაბალი კონცენტრაცია სისხლში); ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; თერაპიული ფსიქოტროპული პრეპარატები (მაგ: ამიტრიფტილინი) და ა.შ. სიმპტომები ეპილეფსიურ გულყრას ახასიათებს: ცნობიერების დაკარგვა; მოკვეთილივით ძირს დაცემა; ტონური კრუნჩხვა (რომელშიც ჩათრეულია სხეულის ყოველი კუნთი, სხეული იჭიმება და თითქოს ადამიანი იზმორება); ღმუილის მსგავსი ხმების გამოცემა (რაც განპირობებულია სასუნთქი და ხორხის კუნთების ერთდროული კრუნჩხვებით); სუნთქვის გაძნელება; სახის გაფერმკრთალება და შემდეგ გალურჯება-გაწითლება (სუნთქვის გაძნელების გამო); თვალებისა და თავის ხან გვერდზე, ხანაც ზემოთ მოქცევა; გახშირებული და ხმაურიანი სუნთქვა; ოფლიანობა; დუჟის მოდინება; უნებლიე შარდვა და ა.შ. გულყრის სიხშირე ცვალებადია და შესაძლოა განვითარდეს როგორც სიფხიზლისას, ისე ძილის დროსაც. დიაგნოსტიკა სანამ მოხდება ეპილეფსიის დიაგნოსტირება და დაავადების საბოლოო დადასტურება, ჯერ უნდა მოხდეს გულყრის შესაძლო მიზეზების გამოკვლევა. მაგალითად: სხეულის ტემპერატურის გაზომვა (ხომ არ არის ტემპერატურა მაღალი), სისხლში შაქრის დონის შემოწმება (ხომ არ არის მასში შაქრის დაბალი შემცველობა), სისხლის ანალიზების ჩატარება (სისხლში კალციუმის ნაკლებობა შესაძლოა გულყრის მიზეზი იყოს) და ა.შ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ჩატარება და ამნეზის საფუძვლიანი შესწავლა. გარდა ამისა, ეპილეფსიის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება: ელექტროენცეფალოგრამა (EEG) - რომლის საშუალებითაც ხდება თავის ტვინში წარმოქმნილი ელექტრული პოტენციალის აღრიცხვა; კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია - რომელთა საშუალებით ხდება თავის ტვინის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიღება; მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპია (MRS) და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET-CT)- რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას, ტვინის მუშაობის შესახებ. ქალაქ სტამბოლში არსებული, საავადმყოფოთა ქსელი „მედიპოლი“ ეპილეფსიის დიაგნოსტირების გთავაზობთ შემდეგ მეთოდებს: რუტინული EEG და 24 საათიანი EEG გამოკვლევა -რომლის დროსაც ხდება პაციენტის სპეციალურ EEG-ს პალატაში მოთავსება და EEG აპარატით ვიდეომონიტორინგი; 3 ტესლა თავის ტვინის მაგნიტო-რეაზონანსულ ტომოგრაფია - რომელიც გამოიყენება სტრუტურული და ფუნქციური ანომალიების დაფიქსირების და ფსიქომეტირული შეფასების მიზნით; ინტრაკრანიალური SPECT; პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (Pet /CT). მკურნალობა ეპილეფსიის მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს და საკმაოდ ხანგრძლივია. თუმცა, ეს ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ მკურნალობა მთელი სისოცხლის მანძილზე უნდა გაგრძელეს. ის კი არა, ასაკის მატებასთან ერთად ეპილეფსია შესაძლოა, თავისითაც დარეგულირდეს და წამლით მკურნალობის გაგრძელებაც კი საჭირო აღარ გახდეს. თუმცა, გადაწყვეტილებას ამასაც დაკავშირებით აუცილებლად მკურნალი ექიმი იღებს. ეპილეფსიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური მეთოდიმედიკამენტოზური მკურნალობაა. გულყრის დროს ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები ტვინის უჯრედებზე ზეგავლენას ახდენენ და კრუნჩხვებს ახშობენ. მკურნალობის დროს, დაუშვებელია შეცდომის დაშვება და პაციენტმა მედიკამენტები აუცილებლად ყოველ დღე, გარკვეული დოზებით და საათის მიხედვით უნდა მიიღოს. პაციენტმა აუცილებლად უნდა მოახდინოს გულყრის სიხშირისა და მიღებული წამლების აღრიცხვა, რითიც ის მკურნალ ექიმს სერიოზულ დახმარებას გაუწევს. მართალია, მედიკამენტები ეპილეფსიას სრულად ვერ აღმოფხვრავენ, მაგრამ გულყრის სიხშირესა და ინტენსივობას საკმაოდ ამცირებენ და ხელს უშლიან მათ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ეპილეფსიის მედიკამენტოზური მკურნალობა საკმაოდ შედეგიანია, ვერც ერთი ექიმი თავის პაციენტს ეპილეფსიისგან განკურნებისა და გულყრებისგან გათავისუფლების 100%-იან გარანტიას ვერ მისცემს. თურქეთში, ქალაქ სტამბოლში არსებული საავადმყოფოთა ქსელი „მედიპოლი“ ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მათ ეპილეფსიის ზოგიერთ ფორმაზე მკურნალობა ქირურგიული გზით ჩაუტარდეთ (ეპილეფსიის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებზე, მომდევნო რუბრიკაში გესაუბრებით - ნ.ვ.). იწვევს თუ არა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები გვერდით მოვლენებს? ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები ზოგ შემთხვევაში გვერდით მოვლენებსაც იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ არასწორი ფორმით ხდება წამლის მიღება. ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, მკურნალობის დასაწყისში იწვევს მოთენთვას; გაუწონასწორებლობას; ალერგიას; თავბრუსხვევას.იმისთვის, რომ პაციენტს მსგავსი გვერდითი მოვლენები არ გამოუვლინდეს, პრეპარატების დოზები მომატება ეტაპობრივად ხდება. ზოგჯერ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება გასუქებას, თმის ცვენას, ღრძილების შეშუპებას, ჰიპერაქტიურობას, ჰისრუტიზმსა და ჰორმონალურ დარღვევას იწვევს. აქედან გამომდინარე, მედიკამენტოზური მკურნალობის პერიოდში, ყველა პაციენტი და განსაკუთრებით კი ბავშვები, აუცლებლად ექიმის კონტროლქვეშ უნდა იმყოფებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ გულყრა და კრუნჩვები სწორად წარმართული მედიკამენტოზური მკურნალობის მიუხედავად, კვლავაც გრძელდება, ექიმი ცვლის დანიშნულებას და პაციენტის მკურნალობას სხვა პრეპარტით აგრძელებს. ხოლო თუ ესეც უშედეგო აღმოჩნდება, მაშინ მკურნალობა ქირურგიული ჩარევით უნდა მოხდეს, რისთვისაც პაციენტებს, ჩვენს კლინიკაში, ეპილეფსიურ ქირურგიას ან ცდომილი ნერვის (ვაგალური ნერვის) ელექტროსტიმულაციის ჩატარებას სთავაზობენ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი