საინგილოს ქართველები, საინგილოს ქართველი მოსახლეობის უფლებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საინგილოს ქართველები, საინგილოს ქართველი მოსახლეობის უფლებები |
kakeli |
Apr 15 2010, 10:02 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 13-April 10 წევრი № 8,618 |
1999 წლის სტატისტიკური აღწერის მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანში 14 877 ქართველი ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით კი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 35 ათასს შეადგენს. ბელაქნის, ზაქაღალისა და კახის რაიონებში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს, რომლის დიდი ნაწილი ხელოვნურად არის შექმნილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
საინგილოს ქართველი მოსახლეობის პრობლემებს შორის მთავარი ადგილი უკავია რელიგიურ საკითხს. მხოლოდ კახის რაიონში და მის სოფლებში არსებობს 10-ზე მეტი ეკლესია. ადგილობრივი ხელისუფლება ქართველ მოსახლეობას ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. მათ წეილობით არაერთხელ მიმართეს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ... განსაკუთრებით მწვავედ დგას ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის საკითხი. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გიორგობის რელიგიური დღესასწაული სახალხო დღესასწაულად აქციოს. ასევე მიმდინარეობს მასობრივი კამპანია, რომ თითქოს ქურმუხის ეკლესია ალბანური ტაძარია. მიმდინარე წლის მარტში კახის რაიონის გამგეობას ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიების ქურმუხის ეკლესიაში ჩატარება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე საათით ადრე ეს გადაიფიქრეს. სამომავლოდ, მათ დაგეგმილი აქვთ ქურმუხის ეკლესიის გვერდით მეჩეთის მშენებლობა. აღნიშნული ფაქტები საინგილოს ქართველი მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცყოფას იწვევს. |
marine |
May 6 2016, 07:46 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,348 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთმანეთს ჰერები ასე ულოცავენ გიორგობას: დაგიმადლას, შეგეწივას დიდ საყდარ..."
/არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 09:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი