ქრისტიანული ცხოვრების არსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული ცხოვრების არსი |
marine |
Aug 3 2015, 09:43 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ქრისტიანული ცხოვრების არსი?
"ქრისტიანული ცხოვრება ვნებებთან ბრძოლაა. ვნებები იმაზე დამოკიდებულებაა, რაც ღმერთი არ არის, ასეთებია: სამოთხის ნაცვლად მატერიალურის, ზეციერის ნაცვლად მიწიერის სიყვარული" /ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/ "თუ გვინდა რომ ნამდვილი ქრისტიანები ვიყოთ, საქმეებით უნდა მივემსგავსოთ ფარისეველს, ხოლო სინანულით მეზვერეს" /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 13 2016, 09:33 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შენ სულიერი თვალი აგეხილა უკვე, ხედავ საკუთარ თავს რეალურად, იწყებ სვლას ღმრთისაკენ და მოდის ნამდვილი სიხარული. როდესაც მე მაქვს ღმრთის იმედი, როდესაც "მამაო ჩვენოში" გულწრფელად ვამბობ: "იყავნ ნება შენი", როდესაც ვაცნობიერებ, რომ ჩემი დაცემული, უკაცრავად და, გაღორებული კუჭის, გაბინძურებული გულის, თავხედი გონების, ზარმაცი ხორცის ამყოლი კი არ არის ჩემი ნება, არამედ ღმრთის უწმინდესი ნების მიმდევარი ხდება.
ვხედავ, რომ მთელი ჩემი არსება, კუჭიც, გულიც, გონებაც ღმერთით იმართება, მის მფარველობაში გადადის. მაშინ, თავისთავად ცხადია, მე უკვე მექნება სიხარულიც, მხიარულებაც, ბედნიერებაც; თან ისეთი, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი წამართმევს. ეს არის გზა ცხონების, ეს არის სიხარულის გზა, ეს არის ბედნიერების გზა, რომლის შესახებაც ჩვენ მრავალგზის გვისაუბრია, და კვლავ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის ქრისტიანობა. ეს არ არის თეორია. ეს არის პრაქტიკა, ეს არის ცხოვრების წესი და უნდა ვეცადოთ, რომ ამგვარად ვიცხოვროთ, რათა ნამდვილად ბედნიერნი ვიყოთ". /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი