ქრისტიანული ცხოვრების არსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული ცხოვრების არსი |
marine |
Aug 3 2015, 09:43 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ქრისტიანული ცხოვრების არსი?
"ქრისტიანული ცხოვრება ვნებებთან ბრძოლაა. ვნებები იმაზე დამოკიდებულებაა, რაც ღმერთი არ არის, ასეთებია: სამოთხის ნაცვლად მატერიალურის, ზეციერის ნაცვლად მიწიერის სიყვარული" /ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/ "თუ გვინდა რომ ნამდვილი ქრისტიანები ვიყოთ, საქმეებით უნდა მივემსგავსოთ ფარისეველს, ხოლო სინანულით მეზვერეს" /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 15 2016, 01:27 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი სხვაგანაც ამბობს, მე იმას ვწამვარ, ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებსო. დიახაც, თუ ერთგული ხარ, მცნებებს აღასრულებ. როგორ შეიძლება, მცნება არ აღასრულო, რადგან შენთვის ქრისტეს მცნება იქნება არა სჯულის, არა კანონის, არამედ სიყვარულის აღსრულება. ნამდვილი მშობელი არ ჩათვლის კანონის აღსრულებად, ღამე რომ წამოდგეს შვილისათვის, ან საფენი გამოუცვალოს, ან აჭამოს და ასე შემდეგ. ეს არ არის კანონების შესრულება. რომელ დედას ამოუვა პირიდან , კანონებს ვასრულებ და სჯული მაქვს ასეთი, შვილს მოვუაროო. ეს მხოლოდ სიყვარულის გამოვლინებაა.
ღმრთის მცნებების აღსრულება, ზოგიერთ ჩვენთაგანს ასე რომ ეზარება ხოლმე: ლოცვა, წირვაზე დგომა, კვირაში ერთხელ წირვაზე მოსვლა, ეკლესიის კანონების მორჩილება რომ გვეზარება და კანონად ვთვლით, სინამდვილეში კანონი კი არ არის, არამედ სიყვარულის გარეგნული გამოვლინებაა. თუ შენ ცხოვრებას ისე გაივლი, რომ ეს შენთვის ბოლომდე კანონად დარჩება და არასოდეს გახდება სიყვარულის გამოვლინება, გაქვს კი მაშინ უფლება თავს ქრისტიანი უწოდო? სიყვარულის გამოვლინებაა - ლოცვა, ზიარება, წირვაზე დგომა. ამ შემთხვევაში ხარ ქრისტიანი და გწამს უფალი". /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი